04 ივნისი, 2013
ჩემი ქმარი შვილის ბოზებში წაყვანას აპირებს

უკვე მეშინია, სახლში ნასვამი რომ ბრუნდება, ბავშვს ისევ არ აუხირდეს

სხვების პრობლემების ფონზე ჩემი ისტორია სასაცილოდაც კი მეჩვენება, მაგრამ ასეთი რამ რომ არანორმალურია, ამაშიც დარწმუნებული ვარ.

16 წლის არის ჩემი ერთადერთი სიბერის ვაჟი დიტო და ჩემი ქმარი გაგიჟებულია, გინდა, თუ არა, ბოზებში უნდა წავიყვანოო.

თავიდან მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ახლა ყველა დალევაზე შვილს სკამზე. დასვამს და ეუბნება, როგორი ქალი გინდა მამა, ქერა თუ შავგვრემანი, შენ მარტო თქვი. ბავშვი, ცხადია, არ მიჰყვება. ეუბნება მამა, შენი წაყვანა რად მინდა,
მე თვითონ ვერ წავალო.

რის შემდეგაც კოტე გინებაზე გადადის. ჩემს მაზლს ვთხოვე დაერიგებინა, მაგრამ არაფერმა გაჭრა. უკვე მეშინია, სახლში ნასვამი რომ ბრუნდება, ბავშვს ისევ არ აუხირდეს და შეცდომაში არ შეიყვანოს.

ფაქტია, რომ დიტოც არ უთმობს და მერე ჩხუბზე გადადიან. აქამდე ბედნიერი ოჯახი მქონდა. ორი უფროსი ქალიშვილი დიდი ხანია გავათხოვე და ვერ ვბედავ მამის სისულელეებზე რამე მოვუყვე. მეუღლეს აქამდე მსგავსი არაფერი უკადრებია და ამ სიბერეში რამ გამოაჩერჩეტა არ ვიცი.

მკითხველის ისტორია

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ლია
ნონას ვეთანხმებ
00:05 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანი
ლალა!შეყვარებული შეიძლება კიდევ 15 წელი იყოს მაგ გოგოზე და მანამ ვაჟიშვილად უნდა დარჩეს?:)
15:51 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მმმ
სამაგიეროდ მე 20 წლის ახალგაზრდა ვიცი ჩხუბით და ომით დედას ფულს რომ ართმევს,ზოგჯერ კი თავისი სურვილითაც აფინანსებს დედამისი რომ ბოზებში იაროს.ამაზე რა აზრი გაქვტ?
15:38 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
კაცი
ნამდვილი კაცური კაცი სექსში ფულს არ უხდის იაფფასიან ბოზებს, ეგრე იქცევიან ის კაცები, ქალები რო არ აძლევენ.
12:44 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მურტაზა
წაყვეს მერე ისიც, რა პრობლემაა! რა ქნას უნდა ნამვდვილი კაცური კაცი ყავდეს! ყველაფერს პრობლემად ნუ აქცევტ
12:11 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გაანებე წაიყვანოს მერე რაგადროს 16 წლის ვაჯიშვილია, ეტყობა არ ძმაკაცობენ.
09:58 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალა
დიტომ უნდა უთხრას რომ შეყვარებულია ერთგოგონაზე და სხვასთნ წასვლა არ უნდა.
02:47 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ქალბატონო მამაა და ნერვიულობს. ისე მომრავლდა სხვადასხვა ორიენტაციის ახალგაზრდა რომ გასაკვირი არაა მამას შემოწმება უნდოდეს თავისი ვაჟის.
00:06 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS