უკვე მეშინია, სახლში ნასვამი რომ ბრუნდება, ბავშვს ისევ არ აუხირდეს
სხვების პრობლემების ფონზე ჩემი ისტორია სასაცილოდაც კი მეჩვენება, მაგრამ ასეთი რამ რომ არანორმალურია, ამაშიც დარწმუნებული ვარ.16 წლის არის ჩემი ერთადერთი სიბერის ვაჟი დიტო და ჩემი ქმარი გაგიჟებულია, გინდა, თუ არა, ბოზებში უნდა წავიყვანოო.
თავიდან მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ახლა ყველა დალევაზე შვილს სკამზე. დასვამს და ეუბნება, როგორი ქალი გინდა მამა, ქერა თუ შავგვრემანი, შენ მარტო თქვი. ბავშვი, ცხადია, არ მიჰყვება. ეუბნება მამა, შენი წაყვანა რად მინდა,
რის შემდეგაც კოტე გინებაზე გადადის. ჩემს მაზლს ვთხოვე დაერიგებინა, მაგრამ არაფერმა გაჭრა. უკვე მეშინია, სახლში ნასვამი რომ ბრუნდება, ბავშვს ისევ არ აუხირდეს და შეცდომაში არ შეიყვანოს.
ფაქტია, რომ დიტოც არ უთმობს და მერე ჩხუბზე გადადიან. აქამდე ბედნიერი ოჯახი მქონდა. ორი უფროსი ქალიშვილი დიდი ხანია გავათხოვე და ვერ ვბედავ მამის სისულელეებზე რამე მოვუყვე. მეუღლეს აქამდე მსგავსი არაფერი უკადრებია და ამ სიბერეში რამ გამოაჩერჩეტა არ ვიცი.
მკითხველის ისტორია