08 ივნისი, 2014
„დედამთილმა უმზითობის გამო ცხოვრება გამიმწარა“...
თავიდან გამომცდელად დამიწყო თვალიერება, როცა მიყურებდა, მეგონა რენტგენზე ვიყავი კიდევ ერთხელ რძალ-დედამთილის თემა და კიდევ ერთი განაწყენებული მხარის მონოლოგი. ძნელი სათქმელია როდემდე, მაგრამ ალბათ ეს პრობლემა მარადიულად იარსებებს ჩვენს ქვეყანაში...

ხატია:

- ყოველთვის, როცა რძლისა და დედამთილის ერთმანეთზე ჩივილს ვისმენდი, მიკვირდა, როგორ შეიძლება შენი საყვარელი და ძვირფასი ადამიანის მშობელთან რამე უთანხმოება მოგივიდეს-მეთქი. ჯერ მარტო იმიტომ, რომ ის ქალი შენთვის ძვირფასი ადამიანის დედაა, მეორე ის, რომ მან აღზარდა ისეთი შვილი, რომელიც შენ მოგეწონა და შეგიყვარდა. შვილი
დედას ჰგავს, მას უჯერებს, ერთი მენტალობა და საერთო აზრი აქვთ. რა თქმა უნდა, შეიძლება დედას ბევრ რამეში არ ეთანხმებოდე, მაგრამ მას ნაწილობრივ მაინც ემსგავსები. რადგან მან გაგაჩინა და გაგზარდა, შენ მისი „სახე“ ხარ და პირიქით, მაგრამ თურმე მწარედ ვცდებოდი.
- და რა მოხდა ისეთი, რამაც აზრი შეგიცვალა?
- ჩემი მეუღლე კახეთის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა და გაიზარდა. სკოლა იქ დაამთავრა და მერე მისმა მშობლებმა ბიძამისთან, თბილისში გამოგზავნეს. ჭკვიანია, სკოლაში კარგად სწავლობდა და ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. პირველივე წელს ჩააბარა უმაღლესში და იქაც საკმაოდ კარგი სტუდენტი იყო. მართალია, მე მოგვიანებით გავიცანი, მაგრამ საერთო ნაცნობების წყალობით მისი ყოველი ნაბიჯი ვიცი. ჩვენ ერთმანეთს რომ შევხვდით, ის უკვე ცალკე, მშობლებისა და ბიძისგან დამოუკიდებლად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მეც ვმუშაობდი, კარგი შემოსავალი მქონდა და მინდოდა მშობლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე მეცხოვრა, მაგრამ მოგეხსენებათ, საქართველოში ეს არც ისე მარტივია.
- რას გულისხმობთ?
- ოჯახში ორნი ვართ. ჩემი და ჩემზე უფროსია. 18 წლის ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე ნარკომანი იყო და ოჯახში მუდმივად პრობლემები ჰქონდათ. დედ-მამამ დიდხანს უყურა გამოთაყვანებულ სიძეს, იფიქრეს გამოსწორდებაო, მაგრამ წლები გადიოდა და არაფერი იცვლებოდა. პირიქით, სიძემ სახლიდან ნივთების გაყიდვაც დაიწყო. ბოლოს მამაჩემმა გადაწყვიტა შვილი და შვილიშვილი სახლში წამოეყვანა და ჩემი და ქმარს გააშორა. ასე რომ, ჩემი და და მისი შვილი ჩვენთან ცხოვრობდნენ, ნინო არ მუშაობდა და მათ მე, დედა და მამა ვუვლიდით. როგორც გითხარით, კარგი ხელფასი მქონდა და მამაჩემს ვუთხარი, მარტო ცხოვრება მინდა, თქვენ ნინო და ბავშვი დაიტოვეთ, ყველანაირად დაგეხმარებით და გვერდში დაგიდგებით-მეთქი. ჩემებმა ვერ გაიგეს, რატომ უნდა მეცხოვრა მარტო და ბინის დაქირავებაში გადახდილი ფული წყალში გადამეყარა. თან მამაჩემმა მითხრა, გასათხოვარმა გოგომ რომ ცალკე იცხოვროს, ლამაზი არაა, ჩვენ ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ, სანამ გათხოვდებიო. წინააღმდეგობა აღარ გამიწევია. ვიფიქრე, ჩემი დის აწეწილი ცხოვრების გამო ისედაც ნერვიულობენ და სანერვიულოს არ დავუმატებ-მეთქი.
- თქვენს მეუღლეზე ვსაუბრობდით და თემას ცოტა გადავუხვიეთ...…
- დიახ. გიორგი რომ გავიცანი, მარტო ცხოვრობდა, მასთან ხშირად ვიყავი. ერთ ღამესაც დავრჩი და მერე ამ ყველაფერმა სისტემატური სახე მიიღო. ორ თვეში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ეს გათხოვების მიზნით არ გამიკეთებია. თავი დამოუკიდებელ ქალად მიმაჩნდა, საკუთარი სხეულისა და სულის გამგებელი თავად ვიყავი და ბევრისთვის მიუღებელი ნაბიჯი ბუნებრივად გადავდგი. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის ჩემთან სიყვარულზე არასოდეს უსაუბრია, როცა ჩემი ორსულობის ამბავი ვუთხარი, იმავე საღამოს ხელი მთხოვა. დავიბენი, მეგონა ამას ბავშვის გამო აკეთებდა, მაგრამ თავის გრძნობებიც გამიმხილა. მერე შინ დავრეკე და ჩემებს ვუთხარი, მალე მოვალ და სასიძოს გაგაცნობთ-მეთქი. მშობლებს ეს ამბავი გაუკვირდათ, მაგრამ გიორგი ყველას მოეწონა. იმავე კვირას გავემგზავრეთ გიორგის სოფელში და მისი მშობლები გავიცანი.
- სადედამთილო როგორ შეგხვდათ?
- თავიდან გამომცდელად დამიწყო თვალიერება, როცა მიყურებდა, მეგონა რენტგენზე ვიყავი (იცინის), მაგრამ მერე წუნი რომ ვერაფერში დამდო, თავის ვაჟიშვილისთვის შესაფერის მეუღლედ ჩამთვალა. ქორწილი ძალიან მალე გადავიხადეთ. ასორმოცდაათი სტუმარი გვყავდა, ჯერ გიორგისთან ჩავედით, მერე შეუღლება თბილისში რესტორანში აღვნიშნეთ. ფეხმძიმობის გამო, ცოტა კი დავიღალე და მგზავრობა გამიჭირდა, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი დღე იყო. იმ ღამით ჩემი დედამთილი და მამათილი ჩვენთან დარჩნენ. მეორე დილით დაიწყო თუ დაიწყო! საძინებლიდან გამოვედით თუ არა, დედამთილი სამზარეულოში დამხვდა და მითხრა, საჩუქრები დამათვალიერებინე, მაინტერესებს, ვინ რა გაჩუქაო. გამოვალაგე ყველაფერი.

სახეზე ეტყობოდა, რომ არ მოსწონდა. მერე მითხრა, ეს გასაგებია, მაგრამ რომ გათხოვდი, დედაშენმა რა გამოგატანა, შენი მზითევიც მინდა ვნახოო. რაც უნდა გაგიკვირდეთ, მზითევი არ მქონდა. დედამ ოქროს ბეჭედი და საყურე მაჩუქა. მეტი არაფერი ჰქონდა, რადგან გაჭირვების წლებში ყველაფერი გავყიდეთ. დედას ნაჩუქარი საყურე და ბეჭედი ჩემმა დედამთილმა ფანჯარასთან მიიტანა და „პრობების“ ძებნა დაუწყო. არ ვიცი, რა და როგორ დაინახა, მაგრამ მოტრიალდა და მითხრა, დიდი არაფერი, შენ ამაზე მეტი გეკუთვნისო. ეს ისე მითხრა, გეგონება თვითონ ოქროში ჩამსვა. მისი ნათქვამი საშინლად არ მესიამოვნა.

არ მინდოდა პირველივე დღეს ჩხუბი და გაუგებრობა მომხდარიყო, ამიტომ „გავატარე“. თან გიორგის სახეს რომ შევხედე, მივხვდი, რომ ის მომხდარით არანაკლებ აღშფოთებული იყო. კიდევ კარგი, ჩემი დედამთილი სოფელში ცხოვრობს და მასთან ხშირი ურთიერთობა არ მიწევს, მაგრამ როცა ჩამოდის ან ჩვენ ჩაგვყავს მასთან შვილიშვილი, სათვალით მათვალიერებს, რა მაცვია და რა მიკეთია. გოგონა გვეყოლა და როცა გაჩნდა, მაშინვე მოიკითხა, დედაშენმა შვილიშვილს რა აჩუქაო. ვიცოდი, ასე მოხდებოდა და ამიტომ წინასწარ ვიყიდე ისეთი ბეჭედი, რომ დედამთილს მოსწონებოდა.

დედაჩემს ვუთხარი, ბავშვს სახლში რომ გამოვიყვან, ჩემი დედამთილის დასანახავად ეს ბეჭედი თითზე წამომაცვი-მეთქი. ასეც მოვიქეცით და ჩემი დედამთილი კმაყოფილი დარჩა (იცინის). არ ვიცი, ასეთი „მეშჩანკა“ რატომაა ეს ქალი. აბსოლუტურად განსხვავდება გიორგისგან. საბედნიეროდ, ძალიან „ბუნჩულა“ მამამთილი მყავს. ეტყობა, გიორგი მას ჰგავს. ჩემი ქმარი მამამისივით უპრეტენზიო და უბრალო ადამიანია, მაგრამ ფაქტია, რომ დედამთილმა უმზითობის გამო ცხოვრება გამიმწარა.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
მარია
მაგას მსჰობლებტან არ უნდოდა ცხოვრება და დედამტილს აიტანდა?ან მისი საქციელი საქციელი იყო სანამ გაყვებოდა ტავის ქმარს?ერტი სიტყვიტ ყველგან პრობლემას ხედავს.დედამტილის გაზრდილი სჰვილი როცა უნდა მოსწონს. როცა უნდა არა.ცხოვრება ყველამ ტვიტონ უნდა მოიწყოს.როცა სხვისას ვერ ხედავ.
19:40 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ანა
ცოტა გადამეტებული ხომ არ მოგდის რძლის პოზიციიდან, ეგ რა გამწარებაა ნეტა ? შენც ჩასაფრებული ხარ არიქა რა თკვა...იკნებ ისევ შენთვის , შენი ოჯახისთვის ფიქროობს? მაგრამ ტუ ცუდად გებულობ , ყველაფერს ცუდად გაიგებ....როგორც ჩაანს საერთოდ არ გინდა ურთიერთობა, მხოლოდ მისი შვილი გინდა...
18:01 / 24-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ანი
მარინას - სადმე ხატიას უწერია, რომ დედამთილს სთხოვდა რამეს? ისეთივე აზროვნება გაქვს შენც, როგორც მის დედამთილს...
17:55 / 12-08-2014
გამოხმაურება / 0 /
იაა
ეგ რა გამწარებაა? მაგაზე უარესებიც გვინახია :)
23:44 / 11-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
მე მეშჩანი დედამთილის არ მესმის , ცუდია რომ ამისთვის რძალს თავს აძულებს მაგრამ არც იმ ქალების მესმის სხვისი იმედად რომ თხივდებიან, საკუთარი რომ არაფერი აქვთ, იქნებ დედამთილსაც არ აქვს და სად მიგაქვს შენი საცვლები მაინც? რა გეჩქარება შენ გასახარებელო საკუთარი შექმენი და მერე იფიქრე გათხოვებაზე.. დედას არ ქონდა და ვერ მისცა მაგრამ აი დედამთილს კი უნდა დაეხვედრებინა აუცილებლად.
21:43 / 11-08-2014
გამოხმაურება / 0 /
დიანა
არც რძალი ვყოფილვარ და არც დედამთილი ვიქნები არასდროს,მაგრამ არაფერი აკლია ჩემს შვილს ჩემი წყალობით.ფეხებს წელზე ვიდგავ,სამ ადგილზე ვმუშაობ,ბინაც ავიშენე,მანქანაც მყავს,ჩემს შვილს ცალკე ბინა ავუშენე.უღონდაც ერთმანეთი უყვარდეთ ჩემს შვილს და სიძეს,ოღონდაც ''ადამიანი''იყოს ჩემი სიძე და მე მისთვისაც დედა ვიქნები.არასოდეს ვაქცევ ყურადღებას ''მზითევს''.მთავარია სიყვარული და ურთიერთპატივისცემა.ცოლქმარი ერთმანეთისთვის მეგობრებიც უნდა იყვნენ.ეს თუ არ არის,ისე ოჯახი არ შედგება.
15:29 / 15-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ეს სტატია რომ ცავიკითხე უბრალოდ მომინდა ჩემ დედამთილზე გითხრათ რაღაც :) ჩემი ოჯახი არც ისე შეძლებულია არც ისე კი არა ხან და ხან თავს როგორ ვატანდით არ ვიციი:( შარშან ოქტომბერში გავყევი კაცს ცოლად ვისგანაც ახლა შვილი მეყოლება და რომელიც ჩემი ერთადერთი პატრონია ამას იმიტომ ვამბობ რომ ჩემი ოჯახი ჩემს ძმაზეა გადამკვდარი რადგან უკვე მეორე შვილი ეყოლა :) ამ ოჯახში რომ შემოვედი რა მზითვზეა ლაპარაკი ტრუსიკიც კი არ უყიდიათ ჩემებს :) ძალიან მრცხვენოდა მაგრამ აი რა დამხვდა აქ ჩემი დედამთილი რომელიც გაცნობის დღიდანვე ისე მექცევა როგორც დედაჩემიც კი არ მომქცევია არასდროს :) ასეთი თბილი საყვარელი მორცმუნე და სიცოცხლით სავსე დედამთილზე ალბათ ვერც ვიოცნებებდი :) ასეთივე მყავს მამათილიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ მე თავი კომფორტულად ვიგრძნო ასე იყო იქამდეც სანამ დავფეხმძიმდებოდი ახლა კი აღარ იციან რით მასიამოვნონ ... მინდა ყველა გათხოვილ ქალს ვუსურვო ისეთი ადამიანები გვერდით როგორიც ახლა მე მყავს და დარწმუნებული ვარ უბედნიერესები იკნებიან :)
23:03 / 08-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინიკო
მეშჩანი ყოფილა,მთავარია რძალი იყოს კარგი,ჩემს შვილს უყვარდეს და ბედნიერი იყოს,დანარჩენი იყიდება
19:26 / 08-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ქართული მენტალიტეტი-რძალი მზითვიანი უნდა იყოს მეზობლის დასანახად! უმზითვო რძალი მის შვილს როგორ ეკადრება და ეს შვილი რომ ნარკომანია, უსაქმური და დედა აჭმევს კოვზით ფაფას 40წლამდე საამაყოა.
17:23 / 08-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS