03 ივნისი, 2014
ბერი, რომელმაც საყვარელი ქალის დავიწყება ვერ შეძლო - ''ჩვენ ერთი უცნაური ოჯახი ვართ''...
არასოდეს დამავიწყდება მისი სახე, ფერი დაეკარგა, სახის კუნთები დაეჭიმა, მაინც მოახერხა გაეღიმა - გილოცავო საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში მდებარე მამათა მონასტერში რვა წლის წინ ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. მას ერთადერთი სურვილი ჰქონდა, მიეტოვებინა ხორციელი ვნებანი ბერი გამხდარიყო. მაშინ ბევრი ამბობდა, რომ ეს ნაბიჯი იმედგაცრუებამ გადაადგმევინა და ვერ შეძლებდა ბერის ხვედრის გაზიარებას. ახალგაზრდა ქალი, რომელზეც ბერი წლების განმავლობაში უიმედოდ იყო შეყვარებული დღეს ტრაგიკული სიყვარულის ამბავს გვიამბობს.

- ერთმანეთს წლების წინ ერთ-ერთ ეკლესიაში შევხვდით. მაშინ 19 წლის ვიყავი, გიორგი
22-ის. ლამაზი, ზედმეტად ჭკვიანი თაფლისფერი თვალების გარდა
ყურადღებას ვერაფრით მიიქცევდა. ჩემმა მეგობარმა გამაცნო, მითხრა, ძალიან განათლებული და წესიერი ადამიანიაო. დამეთანხმებით, 19 წლის ასაკში ბიჭით რომ დაინტერესდე, ასეთი წარდგენა საკმარისი არ არის. გიორგის ბევრი ლაპარაკი არ შეეძლო, ხშირად წითლდებოდა, თითქოს არაფერი სწყინდა და უკმაყოფილებას ვერასოდეს შეამჩნევდი. გაცნობის შემდეგ ხშირად მირეკავდა, ვგრძნობდი, რომ მოვწონდი, მაგრამ თქმას ვერ მიბედავდა. მისი დაფარული სიყვარული ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის გასართობ თემად გადაიქცა, ''მარადი ქმარი'' დავარქვით და ბოლოს ისე გავთავხედდი, ჩემი თაყვანისმცემლების ამბებს ვუყვებოდი. გიორგი წყენას არ იმჩნევდა, ერთი-ორჯერ მირჩია კიდეც, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ბოლოს ნამდვილი სიყვარულიც მესტუმრა (მაშინ ასე ვფიქრობდი) და გათხოვება გადავწყვიტე. ისეთი აჟიტირებული ვიყავი, ვეღარ მოვზომე და ეს ამბავი გიორგის ვახარე. არასოდეს დამავიწყდება მისი სახე, ფერი დაეკარგა, სახის კუნთები დაეჭიმა, მაინც მოახერხა გაეღიმა - გილოცავო.
- გიორგი ამის შემდეგ წავიდა მონასტერში?
- არა, ორი წლის შემდეგ, თუმცა ამის მიზეზი მხოლოდ მე არ ვყოფილვარ, ჩემი გათხოვებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ დედა გარდაეცვალა. ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც გიორგის გააჩნდა. როცა სამძიმარზე მივედი, განადგურებული დამხვდა, აღარც მშვიდი სახე, აღარც თავაზიანობა. ადამიანის ასე შეცვლა არასოდეს მინახავს. ისე შემეცოდა, მინდოდა გვერდიდან არ მოვშორებოდი, მაგრამ საშინლად ეჭვიანი ქმარი მყავდა. შემდეგ გიორგის შესახებ მხოლოდ ის გავიგე, რომ მონასტერში წავიდა. მალე მეც ქმარს გავშორდი და სხვისი კი არა, საკუთარი ცხოვრებისაც ვეღარაფერი გავარკვიე. ჯერ ოჯახის დანგრევას ვნერვიულობდი და შინიდან გასვლა არ მინდოდა,Mშემდეგ ახალი გატაცება გამომიჩნდა, რომელიც რიგითი გარეწარი აღმოჩნდა, ჩემთან ღამე რომ გაატარა, უკვალოდ გაუჩინარდა. ბოლოს ერთი მანქანიდან მეორეში გადავდიოდი. იყო შემთხვევა, იმ მამაკაცის სახელის მეტი არაფერი ვიცოდი, ვის გვერდითაც მეღვიძებოდა. ამაზე მეტად ადამიანის დაცემა და გათახსირება ალბათ არ არსებობს.
- იცოდი და მაინც იმავეს აკეთებდი?
- ჭაობის პრინციპია, რაც ღრმად შედიხარ, უფრო ქვემოთ გექაჩება. როცა მშობლებმაც ზურგი მაქციეს, მაშინ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც უნდა შემეცვალა. სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და ბუნებრივია, გადავწვიტე, აბორტი გამეკეთებინა. ოთხჯერ მივედი გინეკოლოგთან და ოთხჯერვე უკან გამოვბრუნდი. არ ვიცი, რა ძალა მაკავებდა, ალბათ გადაწყვეტილი იყო, რომ ჩემი შვილი უნდა დაბადებულიყო.
- დღეს საქართველოში მარტოხელა დედობა რთულია.
- მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ბავშვი მეყოლებოდა. ცხრა თვე ამ იმედით გავატარე. ბოლოს მშობიარობის დღეც დადგა. თვრამეტი საათი ბლოკში ვიყავი. ტკივილებს კედლებზე გავყავდი, ექიმები თან მყვებოდნენ, ბავშვი არ იბადებოდა. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ. საოპერაციოში შემიყვანეს და ხუთ წუთში გონება დამებინდა. როცა გონზე მოვედი, შვილი მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ მშობიარობიდან ოთხი დღე იყო გასული. სისხლის მოწამვლა, ხერხემლის პრობლემები, არ ვიცი, კიდევ რამდენ დაავადებას ითვლიდა ჩემი ''ავადმყოფობის ისტორია''.
- ბავშვი სად წაიყვანეს?
- ჯერ ისევ სამშობიაროში ჰყავდათ. ჩემს მშობლებს დავურეკე, ვუთხარი, თუ არ მომხედავთ, მოვკვდები და ამას თქვენს თავს ვერასოდეს აპატიებთ-მეთქი. ორდღიანი ფიქრის შემდეგ მომაკითხეს. ექიმებს უთხრეს, რომ ჩემ გადასარჩენად ყველა ხარჯს დაფარავდნენ, მაგრამ ბავშვის ხსენებაც არავინ გაბედოსო. ექიმებმა ჩემს გოგონას ორი კვირა მოუარეს, შემდეგ უპატრონო ბავშვთა სახლში უნდა გადაეყვანათ. ლოგინიდან ადგომა მიჭირდა. წინა ღამეს მაინც წამოვდექი და იმ ოთახში შევიპარე, სადაც ბავშვებს ეძინათ, ჩემი გოგონა ავიყვანე და გულში ჩავიკარი. ვერ წარმოიდგენთ, რა ლამაზი იყო, ანგელოზივით მიცქერდა, მე ვტიროდი, ის კი იღიმებოდა... უცებ თავი შეუძლოდ ვიგრძენი, ბავშვის დაწვენა ძლივს მოვასწარი, რომ გონება დამებინდა. თორმეტი საათი ისევ გათიშული ვყოფილვარ. როცა გამომეღვიძა, პირველი ჩემი შვილის ამბავი ვიკითხე. მითხრეს, იღბლიანი ყოფილა, მონასტრიდან ბერი მოვიდა, გვითხრა, რომ თქვენი ახლობელია და თან წაიყვანაო.
- ახალშობილი მონასტერში წაიყვანეს?
- საქართველოში მონასტრებთან რამდენიმე დაწესებულება ყოფილა, სადაც უპატრონო ბავშვებს იფარებენ, უვლიან, ზრდიან და ასწავლიან. როცა ეს მითხრეს, ვიფიქრე, რომ ლიზიკოს მედპერსონალი დაეხმარა, მაგრამ მალე პატარა წერილი მომიტანეს: ''შენს შვილს დედები გაზრდიან, მეც მის გვერდით ვიქნები, ყოველდღე ვინახულებ, ბედნიერი ვარ, რომ ლიზიზე მზრუნველობის უფლება მომეცა''. ხელს გიორგი აწერდა. ჩემში ეს წუთები კათარზისის დასაწყისად იქცა...
- ბავშვი როდის მოინახულე?
- როგორც კი ფეხზე ადგომა შევძელი. ძალიან ვღელავდი... იმ დღეს ჩემთვის ორი უმნიშვნელოვანესი ადამიანი უნდა მენახა, ლიზიკო და გიორგი... ბევრი ვილაპარაკეთ. პირველად ჩემს ცხოვრებაში მომინდა, გიორგის გვერდით გამეტარებინა დარჩენილი წლები, მაგრამ მან ეს არ ისურვა... ბავშვი კარგა ხანს მონასტერში დავტოვე, მე ვმუშაობდი და ყოველ კვირა ვაკითხავდი ლიზიკოს. როცა ეკონომიკურად გავიმართე, წამოვიყვანე და ახლა ერთად ვცხოვრობთ. გიორგი მონასტერშია და იქიდან ლოცულობს ჩვენთვის. იქნებ უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ხშირად მიჩნდება შეგრძნება, რომ ჩვენ ერთი უცნაური ოჯახი ვართ - მე, ლიზი და გიორგი.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
ლალი
ღმერთმა მიუტევოს ამ გოგოს თავისი საქციელი, ვფიქრობ თუ მართლა უყვარს გიორგი, თავისთვის უყვარდეს და ნაკლებად ინახულოს იგი, ორივესთვის ასე უკეთესია,ბერი, რომელიც უფლის გზას შეუდგა ნუ გადაეღობება ამ გზაზე, პირიქით თვითონაც ეცადოს ამ გზით იაროს,ცოდვილი ყველაა,მოინდომებს და ეს გოგოც ჩამოირეცხავს ამ ცოდვას....
10:20 / 12-09-2014
გამოხმაურება / 0 /
კობა
ამიტომ დავაფასოდ ის ვისაც უყვარხარ ვინც გაფასებს. ვინც შენს ტვალებში თავის სიცოცხლეს ხედავს. ხშირად საუკეთესოს ძებნაში ყველაფერს ვკარგავთ სამცუხაროდ. და ბოლოს ვხვდებით რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავით მაგრამ გვიან.
09:58 / 12-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
გინდ დანებე გინდ არა ცხოვრება მაინც ისე წავა ვის როგორი აწერია.. ვერავინ გაგკიცხავს რათა იგივე ხვედრი არ გაიზიარონ...გაკითხვა ხშირად საკუთარ სარკესი ჩახედვაა..!არავინ ვიცით კიდევ რა თავგადასავლები აწერიათ მათთ.. უფალო გვხსენი ყველა უბედურ და დაუკვირებელ განსაცდელს.. ახალგაზრდებიც და მოხუცებიც.. სეჩდომა ყველა ასაკში დება.. გვიხსენი უფალო.. ცოდვებისგან
09:55 / 12-09-2014
გამოხმაურება / 0 /
tamari
Uplis nebaa yvelaperi jer cudi naxo unda ro kai daapaso .....bednier dedobas gisurvebt
05:19 / 12-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
როცა ცხრაზე გადახტა, ეხლა გაახსენდა გიორგი:)
19:12 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მედეა
დაბვრუნებაზე ფიქრი ზედმეტია, დაანებეთ გიორგის თავი,ძალიან სწორი გზა აქვს არჩეული, გულით უყვარდეს ის ვინც უყვარს. ამ ქალბატონს აქვს საშუალება იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრებით და ნაკლებად შეეხმიანოს გიორგიდაბვრუნებაზე ფიქრი ზედმეტია, დაანებეთ გიორგის თავი,ძალიან სწორი გზა აქვს არჩეული, გულით უყვარდეს ის ვინც უყვარს. ამ ქალბატონს აქვს საშუალება იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრებით და ნაკლებად შეეხმიანოს გიორგის.
17:30 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ესე დედას ეძინა და ბერი მოვიდა და წაიყვანა? ცოტა დაუჯერებელია
17:17 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ელიზა
ხალხნო, კომენტარს იმისთვის ნუ წერთ, რომ რამე დაწეროთ.რა ცოდვას სჩადიხართ თუ იცით. როგორ შეიძლება ამ ქალს ურჩიოთ გიორგი დაიბრუნეო. ის ბერია და კარგი ბერიცაა ეტყობა.ის არას დროს არ გადადგამს მასეთ ნაბიჯს. იმიტომ, რომ მან ღმერთი აირჩია და ამჯობინა ყველაფერ ამ ქვეყნიურს.
15:14 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
რას ჰქვია დაიბრუნოს?გაგიჟდით?ადამიანი ბერად არის აღკვეცილი უკვე და არ აქვს უფლება რომ საერო ცხოვრებას დაუბრუნდეს.მორჩილობის დროს ეძლევა საშუალება ადამიანს გადაწყვიტოს, უნდა თუ არა რომ ბერი გახდეს.დარწმუნებული ვარ ბევრს და მხურვალედ ლოცულობს ამ გოგსთვის.აღარაფერი შეიცვლება, მთავარია ახლა მაინც იცხოვროს იმ გოგომ წესიერად და შვილს მაგალითი უჩვენოს კარგი
14:40 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
ეს ამბავი ნამდვილიც რომ იყოს,ის ბერი ცოლს ვეგარასდროს მოიყვანს,რადგან უკვე აღკვეცილია და აღთქმა აქვს დადებული.
14:40 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS