29 მაისი, 2014
ისრაელში გარიგებით გათხოვილი ქართველი გოგონა სადედამთილომ მოატყუა
მას თვალებით, ქცევით იმაზე მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ჩემს ნაცნობ ენაწყლიან მამაკაცებს სიცრუემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, მაგრამ ერთ ჭერქვეშ გატარებულმა 48 დღემ სასწაული მოახდინა. 24 წლის რუსუდანი ამჟამად თბილისშია და ჩვენი ჟურნალის მკითხველს საკუთარ ისტორიას უამბობს.

- ისრაელში ჩემი მეგობრის ყოფილი მეზობელი ცხოვრობს. ის ოჯახთან ერთად დიდი ხნის წინ წავიდა საქართველოდან და მას შემდეგ ძველ ნაცნობებს მხოლოდ ტელეფიონით ეკონტაქტება. მას ჩემი დაქალის დედისთვის უთქვამს, აქაური გოგონები გარყვნილები არიან, ჩემი შვილისთვის ქართველი ცოლი მინდაო. მეგობრის დედამ
მითხრა, თუ შეძლებ უცხოეთში გათხოვებას, ისრაელში გაგიშვებო.
- საქმროზე რა იცოდი?
- ის, რომ სამშენებლო ფირმაში მუშაობდა. ისრაელიდან გამოგზავნილი კასეტაც მაჩვენეს და ცუდი ტიპი არ ჩანდა, მაგრამ პირობა იყო საინტერესო. როცა სადედამთილოს ტლეფონით ველაპარაკე, მითხრა, ჩემი შვილი ძალიან დაკავებულია და შენს დასანიშნად საქართველოში ვერ ჩამოვა. ფული ისესხე, ჩამოფრინდი და აეროპორტში დაგხვდებითო. გარდა ამისა, შუამავლის ენით ისიც მომახსენა, ვნახოთ, გაიცნონ ერთმანეთი, თუ შეეწყობიან, ხომ კარგი, თუ არა და ორივე თავის გზას იპოვისო.
- შენ გზა ისრაელში უნდა გეპოვა თუ საქათველოში გაბრუნებდნენ?
- თუ არ მოვეწონებოდი, ამას უკვე თავად გადავწყვეტდი, მაგრამ მანამდე, როგორც მოლაპარაკება იყო, ექვსი თვე მის ბინაში უნდა მეცხოვრა. პირობას მაძლევდნენ, არ მოგეკარებაო, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, ქალთან მარტო დარჩენილი ჯანმრთელი კაცი საძინებლის კარს რომ გამოიკეტავს და ღამე მშვიდობისას გისურვებს? თუმცა არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ ჯანმრთელი იყო. სადედამთილოსთან ტელეფონით მაინც ვსაუბროდი, საქმროს კი ამის სურვილიც არ გასჩენია.
- თუ ამდენი საეჭვო გარემოება არსებობდა, რატომ ფიქრობდი ისრაელში გათხოვებაზე?
- როგორც ამბობენ, რეკლამა მომეწონა. მითხრეს, რომ უმდიდრესი ოჯახი იყო და თუ უარს ვიტყოდი, მთელი ცხოვრება ვინანებდი.
- როდის ჩახვედი ისრაელში?
- ოთხი თვის წინ. როგორც მოვილაპარაკეთ, საქმრო და მისი მშობლები აეროპორტში დამხვდნენ. ნამდვილ სასახლეში მიმიყვანს. რამდენიმე ადამიანი გაშლილ სუფრასთან გველოდებოდა. თავად ჯერ კიდევ არ მჯეროდა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე და ყველაფერს შეშინებული ვუყურებდი. ძირითადად ებრაულად ლაპარაკობდნენ და დაკვირვებით მათვალიერებდნენ. ზოგი მიღიმოდა, ზოგი კი უკმაყოფილო სახით თავს აქნევდა.
- საქმროზე მოგვიყევი...
- საშუალო სიმაღლის, მსუქანი ტიპი აღმოჩნდა. ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონდა, მაგრამ ხმას არ იღებდა, მხოლოდ გაღიმებული სახით მიყურებდა და საჭმელს მაწვდიდა. როცა მოთმინების ფიალა ამევსო და ქართულად რაღაც შევეკითხე, უაზროდ გამიღიმა, რუსულზე გადავედი, ისევ დუმდა, ბოლოს ინგლისურად რამდენიმე სიტყვა მოვახლაფორთე, საპასუხოდ კვლავ ხანგრძლივი და მომაბეზრებელი დუმილი რომ მივიღე, აღვშფოთდი.
- ყრუ-მუნჯი აღმოჩნდა?
- ყრუ-მუნჯები დაბადებიდან არიან, ეს თანდაყოლილია, მას კი მხოლოდ მეტყველების უნარი ჰქონდა დაკარგული. ბავშვობაში შეშინებია და რაღაც დაზიანებია. ექიმებს უთქვამთ, მედიცინა უძლურია, ენა ისევ თავისით უნდა ამოიდგასო. მოკლედ, მას ყველაფერი ესმოდა, მაგრამ ვერ მეტყველებდა.
- მათ მოგატყუეს, ხომ შეგეძლო უკან წამოსულიყავი?
- სადედამთილომ რომ დაინახა ჩემი განწყობა, შევეცოდე. მითხრა, დღესვე მოგცემ უკან წასასვლელი ბილეთის ფულს, მაგრამ იქნებ დაფიქრდე, ის კარგი ადამიანიაო. სახლიდან ისეთი ზარ-ზეიმით გამომაცილეს, შემრცხვა, უკან როგორ დავბრუნებულიყავი. ვიფიქრე, დროს გავწელავ, იქნებ აქ არსებობის საშუალება ვნახო და სახლიდან წავალ-მეთქი.
ორი კვირა შინიდან არ გავდიოდი, საქმრო კი პირობას ასრულებდა და არ მეკარებოდა. მართლაც საოცრად მზრუნველი ადამიანი აღმოჩნდა თან მყვებოდა, ყოველ საღამოს ულამაზესი თაიგულით ბრუნდებოდა შინ, დედამთილი ხშირად არ მოდიოდა ჩვენთან, მაგრამ მირეკავდა და მამშვიდებდა.
თანდათან ჩემს საქმროსთან ურთიერთობასაც მივეჩვიე, წერილებით ვესაუბრებოდით ერთმანეთს, ნელ-ნელა ქალაქში გასვლაც შევძელი, მაინც ვფიქრობდი, რომ სამუშაო მენახა, ქალაქში ხეტიალს საქმრო არ მიშლიდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ შიშით მიყურებდა, ბოლოს განცხადებით ქართულენოვან ოჯახს მივაკვლიე და გასაუბრებაც გავიარე. ის დროც დადგა, როცა კონტრაქტი გავაფორმე და საბოლოოდ უნდა მეთქვა ჩემი საქმროსთვის ''ნახვამდის''. როცა შინ დავბრუნდი, ეს ვერ შევძელი, კარი შევიკეტე და დასაძინებლად დავწექი, რამდენიმე წუთში კაკუნის ხმა მომესმა, ხალათიც არ მომიცვამს ისე გავაღე კარი, ჩემს საქმროს ხელში ფურცელი ეჭირა და გამომიწოდა. ბავშვობაში ნასწავლი ქართული ასოები გამოეყვანა: ''ვიცი წახვალ, მიმატოვებ, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ 42 დღე შენთან ერთად ვცხოვრობდი''. დავიბენი, მივხვდი, რომ დღეებსა და საათებს ითვლიდა.
- ე.ი. შეგეცოდა და დარჩი?
- არა, სიბრალულის გამო მამაკაცთან სარეცელს ვერ გავიზიარებ, უბრალოდ, დავფიქრდი და მივხვდი, სამსახურს გაბრაზებული ვეძებდი, ვერ ვაპატიე, რომ მომატყუეს, საქმროს მიმართ კი რაღაც გრძნობა მართლაც გამიჩნდა. მას ხომ შეეძლო ჩემი იქ ყოფნა გამოეყენებინა, შეურაცხყოფა მოეყენებინა, გაღიზიანებულს მე გავემწარებინე, მაგრამ საკუთარ სახლში თვითონ სტუმარივით იქცეოდა, მე კი თვალებში შემომცქეროდა.
- როცა საქართველოში გაიგეს მისი ნაკლის შესახებ, რა რეაქცია ჰქონდათ?
- თბილისში ათი დღის წინ ჩამოვედი. მინდა სიძე ჩემმა მშობლებმა კარგად გაიცნონ, მას თვალებით, ქცევით იმაზე მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ჩემს ნაცნობ ენაწყლიან მამაკაცებს. დედაჩემი დიდად აღფრთოვანებული არ არის სიძით, მაგრამ როცა სიმდიდრის გამო მათხოვებდა უცხოეთში, ამაზე მაშინ უნდა ეფიქრა. ახლა ეს კაცი მიყვარს და ვიცი, იმ დღესაც მოვესწრები, როცა ჩემი მეუღლე ლაპარაკს დაიწყებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
გიორგი
ვიღაცის შეთხზული ეს ბოდვა, მესმის, ჟურნალის გასაყიდადაა მოროშილი, მაგრამ ისრაელმა რა დააშავა?! რა საჭირო იყო მისთვის მიეწერათ ის, რაც, დარწმუნებული ვარ, ტყუილია. მზარავს ასეთი სულელური გამოცემები... ალბათ ამ კომენტარსაც არ დადებენ
15:24 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ის კარგი ადამიანია ეტკობა არ ინანებ გმერტმა გაბედნიეროს
14:09 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ბედნიერებას გისურვებ! მე მგონი გაგიმართლა და კარგი ადამიანი გაპოვნინა განგებამ,ნუ დაკარგავ!კაცები რაც ნაკლებს ლაპარაკობენ,მით უფრო კარგები არიან,ეგ ნაკლი ნამდვილად არ არის!
12:58 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
შემოჭრილი
ქართველ ქალზე ,,მეშჩანი,,და სულით ბ...ი მსოპლიოში რომ არ არსებობს კიდევ ერთი მაგალითი.
12:50 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ვინ იცის იქნებ უკეთესიც კია რომ ვერ ლაპარაკობს. მთავარია აგრესიული არ არის...
12:21 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
svani
ქმარი თუ ყრუ-მუნჯიაა.......ამას რაჯობია (D) .მაგრად გაგიმართლა. ეს ქორწინება გაგმართლდებოდეს!!!!! ბედნიერი წყვილი ყოფილიყავით!..........................................................................................................................................................................................................................................................................................................................................
11:44 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
eka
578 გაგახარებს ღმერთი რა გულიანად გამაცინე:))))))))------
11:06 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ
10:57 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
/
ქართული სიხარბე!
10:16 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ელზა
ღმერთმა ბედნიერება მოგცეს. ეტყობა კარგი ადამიანი ხარ.
15:37 / 21-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS