02 ივნისი, 2013
ჩემმა თანამშრომელმა გაზის ინკასატორს სცემა
არ ვიცი, ასე როგორ შეიცვალა ერთ დღეში, თუ მე ვიყავი დაბრმავებული ვერ ვხვდები სამი წელია, რაც მე და ანა ერთად ვმუშაობთ და სწორედ მის მაგალითზე დავრწმუნდი, რომ ადამიანების გამოცნობას ხშირად წლებზე მეტი სჭირდება.

გაცნობიდან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, ჩემთან ხშირად მოდის სტუმრად, მეც მასთან. სულ ერთად დავდივართ, ამის გამო თანამშრომლები გვეხუმრებიან კიდეც. ორივე გასათხოვრები ვართ და ჩვენს განუყრელ მეგობრობას ალბათ ესეც უწყობს ხელს.

რამდენიმე დღის წინ საუკეთესო მეგობარზე გული საბოლოოდ ამიცრუვდა. გახსენებაც არ მინდა, რადგან კიდევ ვერ
ვიჯერებ, რომ ეს სიგიჟე ანამ ჩაიდინა.

იმ დღეს ჩვეულებრივ მივედი სამსახურში, მაშინვე ანა მოვიკითხე და ამაზე ყველამ სიცილით გადმომხედა. მითხრეს, სპირტი და ბამბა მოგეტანა, შენი შველა სჭირდებაო.

გულგახეთქილი მის ოთახში შევედი და თვალებდალურჯებული დამხვდა. გავგიჟდი, ნაცემს
ჰგავდა, მაგრამ სიცილით მომიყვა როგორ სცემა იმ დილას გაზის ინკასატორს, რომელიც ედავებოდა, რომ მრიცხველზე ციფრები ჩამოყარა.

თავიდან მეგონა მეხუმრებოდა, მაგრამ ისე თეატრალურად ჰყვებოდა, რომ საბოლოოდ დავრწმუნდი, ამდენი წლის მეგობარი არ მცნობია.

ამ დღის შემდეგ ვცდილობ ნაკლებად ვეკონტაქტო, თვითონაც ხვდება და რამდენიმეჯერ მეხუმრა, რა იყო, ჩემი ხომ არ გეშინიაო. არ ვიცი, ასე როგორ შეიცვალა ერთ დღეში, თუ მე ვიყავი დაბრმავებული ვერ ვხვდები. რაც მთავარია ბედნიერია, რომ სამსახურში ჩარლის ანგელოზს ეძახიან.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მე : ))
არ ყოფილხარ ნამდვილი მეგობარი... შეიძლება დაარიგო და აუხსნა რომ არასწორად იქცევა, ზურგის შექცევა არაა სწორი გამოსავალი... მას დახმარება სჭირდება, შეიძლება ნერვოზი აქვს ან რამე ფსიქოლოგიური დარღვევა, ააბა კაცს სცემო და მერე ამით იამაყო???? ისიც შეიძლება ადამიანმა იმდენად გამოგიყვანოს მდგომარეობიდან რომ თავი ვეღარ მოთოკო...
11:10 / 07-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS