23 მაისი, 2014
ვინ უფრო დამნაშავეა - ქმრის სახლიდან წამოვედი, მაინც ველოდებოდი, რომ დამირეკავდა
გელასთან ქორწინების დღიდანვე ეჭვიანობის ახალმა ტალღამ შემომიტია
ქართულ სინამდვილეში ცოლ-ქმრის პრობლემა ხშირად მათი ახლობლების დაპირისპირების მიზეზი ხდება. ეს კი არცთუ იშვიათად სავალალო შედეგით მთავრდება. ჩვენს დღევანდელ რესპონდენტ ანუკისაც გამოუჩნდა დამცველი, როცა ქმარმა მასზე ხელი ასწია. ოჯახში დაწყებული ფიზიკური ძალადობა ქუჩაში გაგრძელდა და მისი შედეგი დღემდე გაურკვეველია.

ანუკი, 22 წლის:
- მამაჩემი სახლიდან მაშინ წავიდა, როცა ოთხი წლის ვიყავი. დედისგან ვიცი, ლამაზი ქალი ნახა და მიგვატოვაო. ალბათ ჩემში გაჩენილი ღალატის პათოლოგიური შიში ამან განაპირობა. ახლა რომ
ვფიქრობ, ამ თვისებას ბავშვობიდან ვამჟღავნებდი. მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებსაც კი ეჭვის თვალით ვუყურებდი. მეჩვენებოდა, რომ ჩემ ზურგსუკან რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც უნდა მცოდნოდა და მიმალავდნენ. ამის გამო ბევრი ახლობელი დავკარგე.
- როგორც ამბობენ, ეჭვიანობის პათოლოგიური განცდა ასაკის მატებასთან ერთად უფრო შემაშფოთებელ ფორმებს იღებს...
- ამას ყველა გრძნობს თავად ეჭვიანი ადამიანის გარდა. 20 წლის ვიყავი, როცა სიყვარულით გავთხოვდი. მეუღლე, ჩემდა საუბედუროდ, ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო. თავიდან ვერ ვიჯერებდი მისი სიტყვებისა და გრძნობის გულწრფელობას. როცა ნიშნობის დღე დაინიშნა, შვებით ამოვისუნთქე, მეგონა ამის შემდეგ ნდობა დაიწყებოდა, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ მთავარი წინ მელოდა. გელასთან ქორწინების დღიდანვე ეჭვიანობის ახალმა ტალღამ შემომიტია. ვეჭვიანობდი, როცა გელა საჭესთან იჯდა, სამსახურში იყო, სადილობდა, მგონი მაშინაც კი, როცა ჩემ გვერდით ეძინა. შინაგანად აფორიაქებული ვიყავი. მეჩვენებოდა, რომ ჩვენ შორის ვიღაც ჩადგა და გელა ოჯახს მიატოვებდა. როცა ამ თემაზე წავკამათდებოდით, დედამთილი ცდილობდა სიტუაცია განემუხტა, მაგრამ ჩვენი გაშველება თანდათან უფრო რთული ხდებოდა.
ერთ დღესაც, როცა მეუღლეს დაეძინა, მისი მობილური ტელეფონი მოვიპარე, სააბაზანოში შევედი და გამავალ-შემავალი ნომრების თვალიერება დავიწყე. სიჩქარეში კარის ჩაკეტვა დამვიწყებია. მობილური ჩხრეკის შუა პროცესში ვიყავი, როცა მოულოდნელად უკან მოვიხედე. ჩემი ქმარი თავზე წამომდგომოდა. ისეთი სახე ჰქონდა, ძალიან შემეშინდა, მაგრამ უკან დახევა არ მიფიქრია.
- ტელეფონში რამე საეჭვო ნახე?
- ვერაფერი. გელამ მობილური ხელიდან გამომტაცა და იატაკზე დაახეთქა, მეც ორჯერ გამარტყა სახეში. დედამისი მომეშველა, სანამ ის გელას აწყნარებდა, ჩემი ნივთები ჩავალაგე, შვილს ხელი დავავლე და ქმრის ბინიდან გამოვიქეცი... საშინლად შეურაცხყოფილი ვიყავი. გელას აგრესიულობაც მის ღალატს მივაწერე, უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ სხვა ქალი ჰყავდა და ფიზიკურ ძალადობაზეც ამიტომ გადავიდა.
- შინ დაბრუნებულს დედამ მაინც არ გითხრათ, რომ ძალით იქმნიდით პრობლემებს?
- დედა ყოველთვის ტენდენციურია. ის ხედავდა, რომ ვიტანჯებოდი და ამის მიზეზს საკუთარი ქალიშვილის გარდა ყველაში ეძებდა. იმ საღამოს, როცა გელას სახლიდან წამოვედი, მაინც ველოდებოდი, რომ დამირეკავდა. ქმარი არც კი შემეხმიანა, ალბათ რაღაც პერიოდი ჩემგან დასვენება და დაფიქრება უნდოდა, მე კი გონება გადამეკეტა. ტელეფონი ავიღე და ჩემს ნათლიას დავურეკე. წლების განმავლობაში მამის მაგივრობას სწორედ ეს ადამიანი მიწევდა. ნათლიას ატირებული ველაპარაკე. გელას წინააღმდეგ უფრო მეტად რომ გამექეზებინა, ტყუილებიც დავამატე, მიზანს მივაღწიე. ნათლია აღელდა, მითხრა, შენს ცრემლებს არავის ვაპატიებო. გელას ტელეფონის ნომერი გამომართვა და რამდენიმე საათის შემდეგ შეხვედრის დრო დაუნიშნა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა, საკუთარი თვალით მენახა, როგორ დააჩოქებდნენ ჩემს ქმარს და ბოდიშს მოახდევინებდნენ. გელა არც ისე გულადი იყო, ამიტომ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ მალე დაიხევდა უკან. თუმცა ამას არავინ მანახვებდა, ამიტომ შინ დავრჩი და ნათლიის ზარს დაველოდე. მან ორი საათის შემდეგ დამირეკა. კაცი შოკში იყო.
- რა მოხდა?
- ნათლიას არნახული ძალა აქვს, როგორც ჩანს, გელასთან ზედმეტი მოუვიდა, იმდენი ურტყა, რომ ჩემი გონდაკარგული ქმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ერთი კვირა რეანიმაციაში იყო. სანამ კარგად გავაანალიზებდი რა მოხდა, დედაჩემი მეზობლებმა ორჯერ მოასულიერეს. ამასობაში ნათლიის მეუღლე ატირებული მომივარდა, შენს ავადმყოფურ ეჭვიანობას ორი ადამიანი შესწირე, ახლა როგორ აპირებ ცხოვრებასო. ნათლიის ცოლი ჩხუბობდა, შეურაცხყოფას მაყენებდა, მე კი მის მიმართ აგრესია არ გამჩენია, ამ ქალის სიტყვების შემდეგ თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება გვერდიდან დავინახე. ეს უგონოდ მყოფი ადამიანისთვის სილის შემოლაწუნებას ჰგავდა. რამდენიმე წუთში მივხვდი იმას, რაც 22 წელი ვერ გავარკვიე.
- გელას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა?
- საბედნიეროდ გადარჩა და ჩემი ნათლიაც დაპატიმრებას გადაურჩა. არ ვიცი, შეიძლება ასეთ დროსაც ეგოიზმი მძლევს, მაგრამ რომ გითხრათ, შექმნილ სიტუაციაში მეც გარკვეული დოზით მსხვერპლი ვარ და მთავარი დამნაშავე მამაჩემია, გაგიკვირდებათ? ის რომ სახლიდან არ გაქცეულიყო, დედაჩემისთვის ცხოვრება არ დაენგრია და მეც ნორმალურ გარემოში გავზრდილიყავი, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ლალი
ვერ ყოფილხარ მარტლა ჯკუაზეე სჰენ ოჯახის ხირსიც არ ხარ
22:15 / 13-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დარჩი სახლში!
დარჩი სახლში! დარჩი და სხვას ცხოვრებას ნუ უმწარებ! კარგი ფსიქიატრი ნახე, თუ გიშველის! ეჭვიანობა ასე ადვილად არ იკურნება.
11:52 / 13-11-2014
გამოხმაურება / 0 /
სიმო ჰაიჰა
შენ ხომ თავისთავად მაგრამ შენი ნათლია ყოფილა პიდარასტი და ახვარი კაცი...
18:24 / 17-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მარო
ჩერჩეტი ქალი.
22:46 / 13-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რა სისულელეა თავის მართლება.ვის არ მიუტოვებია ოჯახი,მაგრამ ეს ქალი ავადაა.რა შერიგებაზეა ლაპარაკი.მკურნალობა უნდა მთელ ოჯახს
22:24 / 25-05-2014
გამოხმაურება / 0 /
დიკ
ნუ გასჯით თუ არ გქონიათ ბავშვობის დროინდელი ფსიქოლოგიური ტრამვა,საშინებაა როდესაც აწმყოში თავს მტკივნეული წარსული გახსენებს..
12:16 / 25-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატა
საკუთარი დანაშაულის სხვისთვის გადაბრალება, წარუმატებელი ადამიანების თვისებაა.
10:34 / 25-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიაკო
პათოლოგი ხარ, ეს მართლაც აღზრდის ბრალია, ფსიქოლოგთან იარე
15:09 / 24-05-2014
გამოხმაურება / 0 /
წითელქუდა
ედბილი ყოფილა, მამამის ავრალებს |შეუყვარდა სხვა და პატიოსნად წავიდა. მის ქმარსაც თU სხვა მოეწონებოდა აღარაა ის დრო რომ ვინმემ რამე მალოს ეტყოდა ასერომ პათოლოგია, ეგ თავის შვილსაც დატანჯავს
12:25 / 24-05-2014
გამოხმაურება / 0 /
სპააკ
არავინ გაამართლოს ეს გოგო ამ შემთხვევაში. შეყვარებული მყავდა ეჟვიანი და კინაღამ გამაფრენინა ისეთი პათოლოგიური ეჭვიანობა ჰქონდა. ვეღარ გავუძელი და თავი დავანებე. მეცოდება ის ბიჭი ვინც მაგას ცოლად მოიყვანს.
11:25 / 24-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS