- ქალებს უყვართ საკუთარ უიღბლობაზე წუწუნი. ისეთ ისტორიებს ჰყვებიან, ყველა, ვისაც
- სხეულის დემონსტრირება მოგინდათ?
- რა ეგოიზმია სილამაზის დამალვა (იცინის), თანაც, კარგად მიხდიდნენ. ჩემი მომავალი მეუღლეც იქ გავიცანი. ჩვენი მუდმივი კლიენტი იყო.
- თუ ოჯახზე არ ოცნებობდი, გათხოვება რატომ გადაწყვიტე?
- ირაკლი სხვანაირი ტიპი იყო, კავკასიური კომპლექსები არ აწუხებდა. მივხვდი, რომ მის გვერდით ყველაფერი მექნებოდა, პირველ რიგში, თავისუფლება.
- ისევ სტრიპტიზს იცეკვებდი და საყვარლებს შეხვდებოდი...
- არა, არა, მაგაზე შევთანხმდით, ერთმანეთისთვის არ უნდა გვეღალატა. თავისუფლება მრუშობის გარეშეც შეიძლება. ამაში მალევე დავრწმუნდი, რადგან ირაკლის შეეძლო ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ გვერდით გახედვის სურვილი არ გამჩენოდა. უფრო მეტს გეტყვით, მე გამიჩნდა ოტელოს სინდრომი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვიფიქრე, ეტყობა რაღაცას სწორად ვერ ვაცნობიერებ- მეთქი. არ შეიძლებოდა ასეთი იდეალური მამაკაცი მხოლოდ ჩემი საკუთრება ყოფილიყო. ეჭვიანობამ ისე შემომიტია, როცა სამსახურში მიდიოდა, ვუთვალთვალებდი, მის სატელეფონო ზარებს ვამოწმებდი. ამ გზით რომ ვერაფერი გავარკვიე, თავად ირაკლის შევუტიე.
კაცია, ჩემს უხასიათობას როდემდე მოითმენდა. როგორც ჩანს, ამ დროს ვიღაც ნატულიც გამოჩნდა და ჩემი ბედნიერებაც დაინგრა. გონივრულად რომ მოვქცეულიყავი, იქნებ მისი სიყვარული დამებრუნებინა. ამის მაგივრად ჩემს ძველ ნაცნობს დავუკავშირდი. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს. ვუთხარი, ირაკლი წამალს იკეთებს და ნარკოტიკების მოხმარებისთვის დაიჭირეთ- მეთქი.
- მართლა ნარკომანი იყო?
- ხანდახან ''კაიფობდა'', თანაც ის ტიპი ჩემი მეგობარი იყო და მაგაზე უარს როგორ მეტყოდა. ირაკლი დააპატიმრეს.
- ამით სამაგიერო გადაუხადე?
- ჩემი ჭკუით, ნატოს ჩამოვაშორე, სანამ ორ წელს მოიხდიდა, მისი საყვარელი სად იქნებოდა, კაცმა არ იცის.
- შენ დაელოდებოდი?
- ისეთი წარსულის მქონე ქალისთვის, როგორიც მე ვარ, შეიძლება სიყვარულზე ლაპარაკი ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ფაქტია, მის გარდა აღარავინ მინდოდა. როცა ჩემი ქმარი დაიჭირეს, დავრწმუნდი, რომ მაგარი ქალი ვარ და ყოველთვის მივაღწევ იმას, რასაც ჩავიფიქრებ, მაგრამ ირაკლი ჩემზე მაგარი გამოდგა. არც ნატო იყო ვინმეზე ნაკლები. ირაკლი მას ციხიდან დაუკავშირდა, შეთანხმდნენ და ნატა ზონაში მოძღვართან ერთად მივიდა.
- როდის გაიგეთ, რომ ჯვარი დაიწერეს?
- ნატუკა ამ შანსს ხელიდან გაუშვებდა, პატარძალი მეორე დღესვე დამიკავშირდა და მითხრა, შეგიძლია მისი ბინა დაცალო, მე და ირაკლი ცოლ- ქმარი ვართო. ისტერიკები მოვაწყვე, ვერაფერს გავხდი, ერთ კვირაში ნატუკა სახლში მომადგა. ლაპარაკი მშვიდად დავიწყეთ, მაგრამ თანდათან მოთმინება დამეკარგა და ირაკლის ლამაზმანი მეუღლე თმით დავითრიე, კატებივით ვჩხუბობდით. ქალების ჩხუბი მართლა საშინელებაა.
- ირაკლის არ დაუკავშირდი? თავად რას ამბობდა?
- მითხრა, რაც გამიკეთე, გაპატიებ, თუ მშვიდად იქნები. მე ორი ცოლი არაფერს მიშლის, სანამ აქ ვიჯდები, ერთმანეთს გააკონტროლებთ, როცა გამოვალ, სათითაოდ გამიფრთხილდებით, რომ თქვენს შორის არჩევანის გაკეთება არ მომიხდესო. ჰა, რას იტყვით, ჭკვიანურია, არა?
- ძნელი სათქმელია, დათანხმდით?
- წარმოუდგენელი ის იყო, რომ ნატუკამ თქვა, თანახმა ვარო. მე უარი რომ მეთქვა, მართლა დავკარგავდი ირაკლის. ჩემი უპირატესობა მხოლოდ იმით დავაფიქსირე, რომ ქმრის სახლში დავრჩი. ის საზიზღარი არსება კი ჯერჯერობით თავის მშობლებთან ცხოვრობს.
- კი, პირველი ცოლი პრივილეგირებულია. როცა ირაკლი გამოვა, მაშინ როგორ განაგებთ ოჯახურ ''იდილიას''?
- ალბათ ნატალიასაც აქეთ გადმოიყვანს, სანამ სახლში იქნება, მშვიდად ვიქნებით, წავა თუ არა, დაიწყება ისევ კატების ჩხუბი.
- პრინციპში, ბედს არ უნდა ემდუროდე, ერთფეროვანი, მოსაწყენი ცხოვრება ხომ არასოდეს მოგწონდა...
- იქნებ მართალი ხარ, მაგრამ ასეთი არეულობა ჩემისთანა შეშლილისთვისაც კი მეტისმეტია.
მკითხველის ისტორია