18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
ანი-ანი
ხალხო!!! დედამთილი ძალიან ეგოისტი და არასწორია თავისი ლაპარაკიდან გამომდინარე,დავიჯერო ყველას ანგელოზი დედამთილები გყაავთ? ან გყოლიააათ?ან ქმართან კამათი და ოჯახში უსიამოვნება არ მოგსვლიაათ?მაშინ თუ მასეა მოდი და ყველამ ვიბოზოთ,საყვარლები გავიჩინოთ და შვილები დავიკიდოთ.როცა ხედავ რომ რაგაც ისე არაა ოჯახში აწყობილი,კაცს კია არ უნდა ჩაუგორდე ლოგინში ეცადე პრობლემები მოაგვარო.დედამთილი ტიპიური კუდაბზიკაა ტუმცა რძალიც არანორმალურია.ბავშს რომ 2 დღე მოუკითხავად დატოვებ და შენ კაცთან ერთად კოტრიალობ მაგ გასასამართლებელი არა რომ ვიგაცა თურმე ავიცროვებდა.ქალმა ტავი უნდა დაიფასო პირველ რიგსჰი,ოჯახს უნდა მიხედო,შვილებს და სამაგალითო იყო. არის ერთი მომენტიც,ქმარია ლენჩი რომ ვერც ცოლს მიუჩინა ოჯახში ადგილი და ვერც მშობლებს რომ ენა არ ეტარტალათ.ვერ ყოპილა მაგარი კაცი და ჩმორებს ყოველთვის აჯდებიან თავზე დედებიც და ცოლებიც თანაც ერთდროულად.
16:54 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
დამპალი დედამთილი
აუ რას გიზამდი შე ახვარო ქალოო..შენ დაუნგრიე ოჯახი ,შვილიც არ დაინდეე...დამპალოო ბოზოო.როგორ მეზიზღებიიიიიიიიიიიიიიი
16:52 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
როგორ მეზიზღებიანი ასეთი დედამთილებიი...დარწმუნებული ვარ სოფლელი გოგო არ იკუკადრისა ქალაქელმა და შვილს ცხოვრება დაუნგრიაა..ეს დამპალი ქალი ეს!!!!!!!
16:46 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლანა
amas aravitari gamartleba ar akvs, ikneb sulac tkveni bralia, tkveni ojaxis ubedureba iseti unda migegot is rdzlia rogoric sheuyvarda tkven shvils da araferi ar moxdeboda, tumca arc om gogos ar vamartleb, shvli yvelaferze magla dgas
16:45 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
kote 27
რა სისულელეა, ცოლი ღალატობდა და ამას დედამთილი ამჩნევდა და ქმარი ვერა???? ორი ვარიანტია, ან დედამთილი იგონებს და მისი შეთხზულია ღალატი და საყვარლის ამბავი,ან ქმარიც ღალატობდა ცოლს და ამჩნევდა კიდეც მეუღლეს საყვარელი რომ ჰყავდა, თUმცა შვილი აკავებდა...რაც შეეხება დედამთილს, არავის გისურვებთ ასეთს არც დედას, არც დედამთილს და არც სიდედრს. ეს რა გულღრძო და ანგარებიანი ქალია ტო!
16:32 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
სოფლელობა აქ არაფერ შუაშია,ადამიანს ვინც არ უნდა იკოს არ უნდა ქონდეს დიდი წარმოდგენა,სწორედ თქვენმა წარმოდგენებმა დაღუპა ტქვენი შვილის ოჯახი და ის პატარა ანგელოზი,მაგრამ სამწუხაროა იმ ყველაფრის მერე როგორ რჩებით იგივე აზრზე?თქვენი შვილი კი თქვენგან განსხვავებით ღირსეულად იქცევა,ადრე რომ მოქცეულიყო ეგრე ღირსეულად ბევრად უკეთესი იქნებოდა,მაგრამ მჯერა მათ სიყვარული გადაატანიებს ამ ყველაფერს და ღმერტი დაეხმარებათ.
16:26 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნენე
შეგნებულ სოფლელებს გაუმარჯოს!სულით სოფლელო ვაიქალაქელებო, თქვენნაირებია რომ უბიძგებენ ახალგაზრდებს ათასგვარი ხელაღებულობისკენ, შენ რძძალი რად გინდოდა საერთოდ შე ეშმაკზესულმიყიდოლო დედამთილო!
16:07 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
უბრალოდ მოქალაქე
ყველა კომენტარის წაკითხვა მეზარება, თუმცა ამ საზიზღარი ქალის ინტერვიუ სამწუხაროდ არ დამეზარა და წავიკითხე.. ყველას ვეთანხმები ვინც ამ უმსგავსო და სნობ ეთერის ლანძღავს, რომელმაც არ იცის სიყვარულის და ოჯახის ფასი და ფული და ზიზილ პიპლო ჰგონია ცხოვრება, ღმერთმა ამხელა განსაცდელი მოუვლინა და მაინც ისევ ისეთი უზნეო დარჩა რაც იყო, რაც შეეხება მის რძალს, რაც დედამთილმა თქვა თუ მართლა ასეთი იყო, საწყალი, სამუდამოდ დაისაჯა უგნური საქციელისთვის, მაგრამ ყველაფერს თავის მიზეზი აქვს და იქნებ ზუსტადაც ოჯახის მხრიდან ცუდად მოპყრობის ბრალი იყო მისი თავგზის არევა? ასე რომ არ ყოფილიყო, ქმარი არ აპატიებდა და არ დაუდგებოდა გვერდით.. იცის რა დედაც ყავს. და ამ წუნკალ დედამთილებს, რატომ ჰგონათ, რომ მათ შვილს თუ ქალი უყვარს აუცილებლად მოჯადოებულია? :-) მადლობა ღმმერთს, რომ დამიფარა ასეთი დედამთილისგან, თანაც მეორე ქმარია ჩემი, მაგრამ თავის შვილს უთხრა, შენ თუ გიყვარს და ბედნიერი იქნები მასთან მე მეტი არაფერი მინდაო..
15:58 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
გოიმბანდას
რა გაცოფებულები წერთ კომენტარებს:))) ვერც ხვდებით რო რაღაცა იაფფასიანი მოგონილი ზღაპარია:))
15:48 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ქ.ქ.
ტიპიური პელენწუკაა ეს დედამთილი
15:15 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS