18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
სანდრა
ტიპიური tv 11 ისტორიაა ...ანდა როგორ უნდა დასაჯო მეტად ის გოგო ,შვილი მოუკვდა და გაგიჟდა ,მეტი რა უნდა მოუვიდეს?
19:01 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
777
სოფლელი თუ იყო განათლება მაგასაც კი ჰქონია და გაუნათლებელი არ ყოფილა აქ სხვა ამბავია ეტყობა შერჩეული ყავდა სარძლო და მისმა შვილმა რომ სხვა მოიყვანა დაიბოგმა თორემ არა მგონია მაგ გოგოს საყვარელი ჰყოლოდა რომც ჰყოლოდა ასეთ ქმარი ყველაფრის ღირსია ალბათ დედამისი ტვინს ურევდა და დარწმუნებული ვარ ისიც ძალიან ცივად ექცეოდა და შედეგიც მიიღო ამიტომაც ადანასაულებს საკუთარ დედას და გაერიდა მიხვდა რა გველიც იყო რძალიც შეჩმული ეყოლებოდა წამდაუწუმ მის ანტიკვარებზე და გვარიშვილობაზე ლაპარაკით და გადაეკეტა ამ გოგოს ყველას ერთნაირი ნერვები არა აქვს ქმარი ცივი დედამტილი ურჩხული და გააკეთა ის რასაც მისი დედამთილიც ალბათ სიამოვნებით აკეთებდა მის ახალგაზრდობაში და არ დაიწყოთ ახლა ბოზი ბოზიაო ქმარს მის ადგილზე უნდა ყავდეს ოჯახში დედაც და ცოლიც და ყველაფერი კარგად იქნება
18:59 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
მტერს არ ქალის ნაირი დედამთილი,თქვენი გვარი და გენეტიკა ერთ ადგილად გაიკეთეთ ქართველების მოუგვარებელი პრობლემა, ქალბატონო მეცოდებით....
18:09 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
აუუფ მტრისას ამისთანა დედამთილი. ჯერ რა იცოდა, რომ არ უყვარდა ამისი შვილი? აითვალწუნა ზუსტად "ჩამოსულობის" და იმის გამო, რომ უფულოა. ხვნა-თესვა კი საკმაოდ ძნელია საცოდნელად და რძლის მშობლების აუგად მოხსენიებაც ამ ქალის სიმდაბლეს უსვამს ხაზს. თავად დაღუპა შვილის ოჯახი და ახლა რძალს აბრალებს. ნატია და მაია, 100% მართლები ხართ.
17:51 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ია
მე შენს ადგილზე გვერდით ამოვიყენებდი და პატივს ვცემდი ჩემი შვილის საყვარელ ადამიანს. მერე რა რომ სოფლელი გოგო იყო, შენი წინაპრები რა პარიზიდან არიან?თავად შენ ხარ ამ ტრაგედიის მიზეზი და ცოდვაც შენს კისერზეა, ღმერთი გადაგიხდის, უკვე გადაგიხადა კიდეც შვილი დაკარგე, და ოჯახი თავზე დაგენგრა უთვისტომო ქალბატონო. მე ვარ 50 წლამდე ქალბატონი და არანაკლები ქონების პატრონი და მაგრამ ეს ხომ მეშანობაა ქალბატონო.ღმერთი სამართლიანია იკნებ ტავად დაიტანჯო ისე როგორცშენი რძალი. გაუნათლებელი და სოფლის ქალი არ გააკეთებდა მსგავს საქციელს, კველა სოფლელზე უარესი ხარ რაც არ უნდა ქონება გქონდეს.
17:39 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეტი
ეგოისტი დედამტილი,არ ხარტ ქალბატონო მართალი,თავი უცოდველი ნუ გგონიათ
17:34 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუნუნა
ამ სატანა ქალს ინტელექტი და ადამიანობა სოფლელობა- ქალაქელობით გაუზომავს.სწორედაც ეგ ვერ აპატია რძალს,რომ სოფლელი იყო და დაღუპა ყველა.სოფლელობა და ქალაქელობა მენტალიტეტი და აზროვნებაა.სწორედ თვითონაა სოფლელი და იუნტელექტო,ვის რაში სჭირდება მაგისი დიპლომები და სასახლე.ჩვეულებრივი ქაჯი დედაკაცია და იჯდეს ახლა თავის სასახლეში,ოღონდ გააგენინეტ,რომ ქოხში უფრო მეტი ღირსებაა ზოგჯერ ,ვიდრე მაგ სენს სასახლეში-თქო.მიკვირს რომ ასეთი ღირსეული შვილი გაუზრდია მასეთ კუდაბზიკა ქალს
17:25 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნესტანი
იდიოტი ქალი,გონია თუ სოფლიდან ჩამოვიდა ამიტომ იყო ასეთი..ერთი გაკაპასებული წაკლა ქალი ხარ..მართალია შენი შვილი თავის ცოლთან ერთად რომ არის და ისიც მართალია რომ პირველი მიზეზი მაგ უბედურების შენ ხარ...შენნაირ საძაგელ დედამთილებს გონიათ მთავარი ქონებაა ხოდა დაჯექი ახლა და უყურე შენს ქონებას!!.დეგენერატო ნეტა ვისგან ელი თანაგრძნობას!!
17:14 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ლირას ვეთანხმები 100%
17:13 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
შეიძლება დედამთილი რაღაც, რაღაცეებში ტყუის, მაგრამ ქმრის ღალატი და ავადმყოფი ბავშვის მიტოვება არ ეპატიება არავის, ისე ოჯახი ისეთი რამეა ვერ გაიგებ შიგნით რა ხდება, და ვერ გადმოსცემ სიტყვებით.
16:59 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS