18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
ნინო
ვეთანხმები გიორგის 23:19 / 10-09-2014 ეს ისტორია შეთხზულს უფრო ჰგავს, და თუ რეალურია, გიორგიმ უკვე თქვა ჩემი სათქმელიც.
09:02 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
dali
ბივშვი დაღუპა დედამთილმა.გოგოც მაგან გააგიჟა.წარმომიდგენია როგორ ამცირებდა.ჩემი ცოლის დაქალებში დორა გაიხსენეთ,ტიპიური ეს ქალია. რომ ამბობს მუხლისჩოქით ვიშრომეთ და ისე მოვიპოვეთ ქონებაო,ვინმეს ჯერავს ამის?მამაჩემი მთელი ცხოვრება შრომობდა სოფელში,ქონება არ გვიშოვია მარა ყველა გზაზე დაგვაყენა.აი არ მაქვს?სეთმა ნაგავმა უნდა დამიწუნოს იმისთვის რომ ხრუსტალის ვაზებ
08:48 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
oli
Ratom unda aitano shenze dabal energetikul sapexurze mdgomi vinme saxlshi, is xom shenc mxvnel mtesvelad gipirebs gaxdomas,? Ase rom yvela tavis boselshi da doneze gatxovdes,gavkari magat ambicies, narwyevidan amoigon tavi da ise ilaparakon imat visac gorodi moundat- gorods gorodskoi shegnebis xalxi unda, derevnyas derevenski gaqanebis.
08:36 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
დათიკო48
მიკვირს აქ დაწერილ "კომენტატორთა""ინტელექტუალური"აზროვნება.მიატოვა დედამ შვილი,გაატარა დრო ბოღმით ვიღაც უცხო კაცთან,თანაც ბავშვი იყო უკვე ავათ,და ამართლებთ მის საქციელს?პროვინციელი ყოველთვის იყო პროვინციელი,და დარჩა პროვინციელად,ყოველთვის უნდოდათ რომ თბილისელებზე მაღლა მდგარიყვნენ,არ ქონდა მნიშვნელობა რომელი ქალაქიდან იყო თუ სოფლიდან.ბიჭების უმრავლესობა,ოღონდ ჩაწერილიყო თბილისში[მაშინ იყო ასეთი კანონი,რაც სამწუხაროდ გააუქმეს]ქორწინდებოდნენ ბოზებზე.
07:54 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
123
პროვინციული აზროვნების არის სწორედ დედამთილი. რაღაც ელემენტარულს მიაღწია ცხოვრებაში და ძალიან უკვირს. რამდენია ასეთი ... დიდი ალბათობით საყვარლის შესახებ ისტორიაც შესაძლოა მისი მოგონილი იყოს
07:01 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ფატი
გადავირიე, სამწუხაროდ ასეთი ადამიანები არსებობენ, კომენტარის წერა მიჭირს გაოგნებული ვარ.ქალბატონი დედამთილი კი ამ საცოდაობისთვის აუცილებლად დაისჯება.ხოლო რაც შეეხება მის შვილს.თავის დროზე უნდა ეფიქრა ამაზე.
00:14 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
არ ვიცი რამდენად მართალია ეს ისტორია თუმცა სტატია ამპარტავნებით სავსე სიტყვებით იწყება, ის ჩვენი შესაფერისი გვარის არ იყოო.. ქალბატონო დიდი წარმოდგენა გქონიათ თავზე და არ ჩანხართ მთლად კარგი სულის პატრონი.. ამპარტავნებამ დაგღუპათ
23:19 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯამლეტი
იქნებ მართალიც არის ის გოგო.
22:12 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფიო
,,გვარი და გენეტიკა არ უწყობდაო ხელს ....პროვინციული აზროვნების იყო და ჩვენ ,,ოჯახში(!)" ვერ დაიმკვიდრებდა ადგილსო!".......ვაი თქვენს პატრონს ,პროვინციულად სწორედ რომ ეგ დედამთილი აზროვნებს,ფუ რა სამარცხვინო ხალხი ცხოვრობს ჩვენ ქვეყანაში, (თანაც ბევრი)მიმიფურთხებია მასეთი გენეტიკისაც და გვარისაც,ყველაზე მდაბიურ გენეტიკას და ბნელ აზროვნებასაც თქვენ ამჟღავნებთ ქალბატონო, დაახლოებით იგივე ისტორია გადამხდა თავს ,ოღონთ იმ ,,გენეტიკიან და გვარიშვილობიან ოჯახს და ,,წრეს" მეთვითონ არ მივეკარე სათოფეზე, თავიდანვე ვიცოდი მასეთი ნეხვი ხალხის ამბავი,...ჰოდა დადის ეხლა ის საცოდავი განარკომანებული და გასაცოდავებული,...ფუ რამდენი ვიწროშუბლიანი დადის ამ ქვეყანაზე!
21:27 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
nata
rdzali araqartveli rom yofiliyo albat dedamtils gaamartlebda yvela.Da exla yvela bozandaras amartlebs.
19:47 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS