18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
ნია
ამ "განათლებულმა" და ძალიან "პრადვინუტი" ქალბატონმა წესით უნდა იცოდეს, რომ თბილისის სახ. უნივერსიტეტს ე.წ. ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი არ აქვს...არის ქიმიის და ბიოლოგიის დამოუკიდებელი ფაკულტეტები და სულ სხვადასხვა რარაც არის...ეს ისე განათლებულობასტან კავშირში
00:53 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
აი კუდიანი დედამთილიო ამაზეა ნათქვამი
00:44 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
იზი
დედამთილი tv 11-იდან.სისულელე სრული.
10:17 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე
,,ოლის''ბოსელში გაზრდილო შეუგნებელო ნეტა მანახა შენი თავირ რა გაქანების ხარ შე საწყალო რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული
05:28 / 15-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ბაია
ეს დამპალი ქალი ვის რა აბრალებს? იმ საცოდავ ქალს თავისი ცოდვებიც ეყოფა და ღმერთიც იმას შეუნდობს ვინც ინანიებს. ის ხვდება რომ შვილი მიატოვა და ინანიებს, ყველას უყვებაო თვითონ ამბობს და ეს საზიზღარი სნობი ქალი ბოღმას ანთხევს სოფლელიაო. ღირსი ხარ რომ ეგრე გექცევა შვილი, იყავი ეხლა სასახლეში...
23:46 / 14-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
გმერტი არ აპატიებს ამ ქალს არაპერს და ტვიტონ უარესად დაისჯება
23:07 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი-ანი
ვკითხულობ კომენტარებს და ხალხი იმაზე მსჯელობს ვინ სოფლელია და ვინ ქალაქელი.არ გრცხვენიათ ხალხო?ყველანი ერთნი უნდა ვიყოთ წესით ,ქართველები და ადამიანები პირველ რიგში.ოჯახი დაიღუპა და რადროს საქმის გარჩევაა ვინ ვაკელია და ვინ სოფლელი.ნახევარი მსოფლიო შემოვიარე და თბილისელიც ვარ მაგრამ არავის ვაკადრებ და გადავამეტებ თავს შენ სოფლელი ხართქო.ჯერ ამ საკითხზე ჩამოყალიბდეთ გირჩევთ.
16:12 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნენე
ტუ ვინმე დედამტილს რამეში გაამართლებს ღმერთმა დაუჯინოს სახლში ისეტი,რა ზღაპარია ეს რო სიმართლე იყოს ქართველი კაცი ასეთ ცოლს სახლში გააჩერებს? ეს ქალო მისი პირით ამბობს ყველაპერს. ქურდი დგეში ცხრაჯერ ტყდებაო ისე ჩირს,ამ საცოდავს შვილის,შვილიშვილის და რძლია ცოდვა მთელი ცხოვრება არ მოასვენებს,ისეტი ბოგმიანი და ეგოისტია დარწმუნებული ვარ ტავად შეიშლება და გაერეკება, ამ ამბის დასასრულიც გამოაქვეყნეთ რა.მჯერა რო ის გოგო გამოკეტდება და ცოლ-ქმარი ბედნიერად იცხოვრებს და დედამტილი ამის შემხედვარე საგიჯეში წაბრძანდება, p.s ჟურნალიტთან მაქვს თხოვნა,იქნებ რამოდენიმე წლის მერე დაგაამოწმოტ და სიმარტლეს მასჰინ გაიგებთ
10:44 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
,,დიდებულო ქალბატონო.. თქვენს ადგილზე ტაძარში წავიდოდი,ღვთს წინაშე ვიფორთხებდი, გამოუსწორებელი შეცდომა დაგიშვიათ საკუთარი იჟახის და შვილის წინაშე,პატივმოყვარეობაში ჩაკარგულხართ,რომლისთვისაც საკუთარი შვილი სბედნიერება შეგიწირავთ,ახლა კი იმის ნაცვლად ინანოთ,შვილს გვერდში ამოუდგეთ,წუწუნებთ.მაპატიეთ ,მაგრამ არ შემიძლია ,ბოლომდე არ გითხრათ,რასაც ვფიქრობ, ,,დედის ვალი დაგვიწყებიათ და რძალს კი ასამართლებთ ,მას თავის უბედურებაც ეყოფა ამქვეყნად სატარებლად.
10:04 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ამპარტავნება ყველაზე დიდი ცოდვაა,ქ-ნო დედამთილო და საერტოდ,ვერაზე ვაკეზე დიდი პროვინცია ,მგონი,მსოფლიოში არსად არაა
09:34 / 11-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS