18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
ანა
ფუიიი რა საზიზგარი ადამიანი და Mიტუმეტეს დედამტილი იქნება
13:19 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თეონა
ქალი კი არა სატანა ხარ შენ,იმ გოგომ შვილი დაკარგა და შენც დაგტანჯა უფალმა სიბერე გაგიმწარდა საკუთარმა შვილმა შეგიძულა.
02:27 / 25-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
ყველა დედას შვილისთვის კარგი უნდა და ვერც კი ხვდებიან ცხოვრებას როგორ უნგრევენ თავისი ეგოისტური საქციელებით. რატომ არ ცდილობთ გაიგოტ და გაიაზროთ რრომ გაიზარდა თქვენი შვილი და როგორც ეცხოვრება ისე ცხოვრობს. საკუთარი გამოცდილებიტ ვიცი რომ დედებს ყველაფერი თქვენებურად გესმით. თქვენთვის რა არის სწორი და თქვენ შვილს რა უნდა ბედნიერებისთვის ვერ საზგვრავთ
20:08 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
დარეჯანი
ნეტა ტავად რა გვარის ბრზანდებიტ ,ან რა გენეტიკა გაქვტ.ტუ ხვდებიტ რომ ტავად ხარტ პასუხისგებაჰი მისაწემი?დაგუპეტ და დაკარგეტ საკუტარი ჰვილი.კოჰაგ ტქვენს ჰვილს ,რომ არ მიატოვა განსაწდელის და მზიმე მწუხარებაჰი მკოპი მეუგლე...ნამდვილი ქარტველი ვაჯკაწი კოპილა.ის ნამდვილად არ იქნება ტქვენი გაზრდილი...გრწხვენოდეტ და გეჰინოდეტ უპლის...
13:40 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
იზოლდა
კველაფერი ფულიტ არ იკიდება მედიდურო ქალბატონო ტუ კი იმ სოფლელ გოგოს როგორც ტქვენ ამბობტ გვერდჰი დაუდგებოდიტ კველაფერი კარგად იქნებოდა განა კველა ადამიანის ფესვი სოფლიდან არ მოდისსსს განა კოველდგე სოფლის ნობატს არ მიირტმევტ ტქვენი ბრალია მე 60 ცლის ქალი ვარ ქალაქჰი დაბადებული და გაზრდილი მაგრამ არა მედიდური უფალმა გამოგცადატ ტქვენ გამოცდა ვერ ჰააბარეტ
12:21 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუკი
იქ სადაც სიამტკბილობაა ქოხიც სასახლედ ხდება. ქალბატონო დაასჰავე და ტავად გახდი უ ბედურების მისესი. დაცჰოქილი მიდი რდზალტან და სჰვილტან და სჰენი ცოდვები გამოისყიდე ტორემ სასახლე უან დაგრცჰება და სჰენი ადგილი ჯოჯოხეტსჰი აგარ იქნება.
12:16 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ტა-ტა
ამას ქალი ქვია, უსინდისო დედაკაცი ხარ ქალბატონო. შენს შვისლ ად რზალს ერტმანეთი უყვარდატ ალბათ , რადგანაც შვილის სიკვდილმაც ვერ დააშორათ ერთმანეტს. ამას რომ ვამბობ ვიცი შვილის სიკვდილი ისეთი ტრაგედიაა ყველაძე მოყვარულ ცოლ-ქმარს შორისაც ბზარს აჩენს. გრცხვენოდეთ ქალბატონო. საკითხავი . არც ისაა გასამართლებელი რომ საყავრელი ყავდა. მაგრამ ალბათ ისე ექცეოდით ვიგაც ტბილად მოექცა და მასთან დააკავშირა ტავისის გრძნობები
12:02 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ციცი
ჩვენ ბოდიში სიმდიდრე და ქონება შექმნა როგორ ეკადრებოდა სოფლიდან ჩამოსული გოგო.ყველაფრისთვის მოგეზგა ამპარტავანო ქალო. შენნაირი ცოცხზე უნდა შესვა და ჯანდაბაში გააფრინო.....
10:34 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
რა გვარი და გენეტიკა?მაგაშია კეთილშობილება და ღირსება?მერე რა რომ რაიონიდან იყო,ანგარებიანი,ხარბი და გაუნათლებელი თავად ყოფილხართ,სად არის თქვენში ადამიანურობა?შვილი საკუთრება გგონიათ და თავად დაუნგრიეთ ცხოვრება,თავად ხართ ბავშვის სიკვდილსი დამნაშავე.ჯობია ფსიქოლოგს და ეკლესიას მიაკითხოთ თქვენს რძალზე შეშლილი თქვენ ბრძანდებით
09:25 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
დიახაც ოჯახია დამნაშავე! თუ მოიყვანა ცოლად ბიჭმა, უნდა მიიღო ის რძლად!!!! კუდაბზიკობა და თავის გამოდება აღარაა საჭირო ასეთი საქციელით შვილიც დაკარგეს, რძალიც და შვილიშვილიც კარგად გააბედნიერა შვილი. დამნაშავე რომ არ ყოფილიყო ოჯახი, შვილი დედას საყვედურს არ ეტყოდა და იმ ცოლთანაც არ დარჩებოდა!ზალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამხვდურს ოჯახში შემდგომი ურთიერთობისთვის და სთაბილურობისთვის რასაც ბევრი არ ითვალისწინებს და მერე რძალს და შვილს ადანასაულებენ!
03:01 / 24-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS