18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
ანი
მოუნდა დედამთილს კარგ გვაროვანი რძალი.კარგი ქმარი , რომ ყოფილიყო მისი შვილი ცოლი რქებს არ დაადგამდა. კაცმა არ იცის რა მოხდა მის ოჯახში და რატომ გადადგა ამ გოგომ ეგ ნაბიჯი. ან ვინ იყო საერთოდ მისი ქმარი!!! აქ ყველაზე საცოდავი ბავშვია.ქმარი იმიტომაც არ დასცილდა, რომ მიხვდა მისი ბრალი იყო ყველაფერი და დედამთითილს ცხვირი არ უნდა ჩაეყო ცოლქმრის ურთიერთობაში.მეზიზღება ეგეთი ქალები.
10:33 / 23-12-2014
გამოხმაურება / 0 /
რა შუაშია დედამთილიიიიიიი???
როცა ბოზობა სულსი გაქვს შენ უბედურებას მოდი რა სხვა ნუ დააბრალებ, ის რძალი რომ დალაგებული ყოფილიყო სიციან ბავშვს ვენბაში არ გაცვლიდა მოდით რა გაიზარეთ თქვენ იწვალეთ გაზარდეთ წესიერი ბიჭი და შემოგივიდეთ მაწანწალა რძალი. ფრთები თქვენც არ გაქვთ
10:26 / 23-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ვასო
რძლის საქციელს არ ვამართლებ , დედამთილი კი მართლაც დასახვრეტია
09:38 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთო
ვერ გავიგე დედამთილმა გააბოზა რძალი??ამდენი კომენტარი წავიკიტხე და გავოცდი,საკუთარი შვილი სიცხიანი მიატოვო,ორი დღე და ღამე საყვარელთან იგორაო და კიდევ სახლში შეგიშვან მალადეც თქვენ ქართველო ქალებო,ეგრე აპირებთ დედამთილების და ქმრების დაჩმორებას.მაპატიოს უფალმა და რაც დაიმსახურა რძალმა ის მიუზღო ღმერთმა.იმ ბიჭს კი თავში ტვინი არ ქონია საკუთარი შვილის მკვლელ ქალტან რომ ცხოვრობს.
21:34 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ზუზუ
სირცხვილიტ როგო წერ და როგორ ავრცელებ ამ სტატიას საცოდავი პატარაა და მერე დედაა ტუ კარგ ოჯახს და კმარს რდზალი არ გაუბოზდებატტტ ხომ გაგიგიაა რომ წერ კიდე სოფლელი და იმისებმა მიწაზე მუსჰაობის მეტი არ იცოდნენოო ხომ კარგად მირტმევდი ნატურალურ პროდუკტს ეხლა ახარ მოგწონს არაა სირცხვილი კალი რომ კვიაა და დედამიწას ამდზიმებბ კუდაბზიკა ამპარტავანო კალოოოოო
16:53 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ირა
ამ ქალს ეკლესიაშიც არ აქვს შესვლის უფლება. სატანაა.
04:58 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
შე უღმერთო არსებავ როგორ ლაპარაკობ ღმერთის მაინც შეგეშინდეს გენეტიკის ძებნამ დაღუპა შენი შვილიც და შვილიშვილიც, უნამუსო ქალო არავინ არ გაგაჩნია რომ ჭკუა დაგარიგოს მასე სატანები იქცევიან ნეტავი გამაგებინა შენ ვისი გენეტიკის ხარ საზიზღარი
18:27 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
დედამთილო!!!
გაფუჭებული არარაობა ხარ!!! თავად დაღუპე შენი და სხვისი შვილოიც და ის საცოდავი ბავშვი! როგორ ბედავ და ხელს როგორ იშვერ კიდევ სხვისკენ,თვითო ხარ დასაპატიმრებელი
12:55 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
lia
asea puls ro naxaven tavadishvilebi honiat tavisi tavi.raa tu araa aqvs puli samagierod siyvaruli sheuclia da is bichi bednieri iyo magram ara..dedamtili chaeria rogor sheiclebs shvili bednieri iyos upolo rcaltan...dedamtilebi dapiqrdit da tqvens cxovrebas mixedet.....
08:18 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
niaa
Aba qartveli dedamtili ris dedamtiliaa cxviri tuachayoo rdzliis saqmeeshii.
01:02 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS