18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
რუსა
მე მგონია მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოები წაიკითხა ჟურნალისტმა და გადაწყვიტა დაეწერა "თეთრი კურდღელის" მსგავსი მოთხრობა. ეს კარგია,რომ კიდევ ერთხელ გაგვახსენა დიდი ქართველი მწერალი.
22:25 / 18-05-2014
გამოხმაურება / 0 /
Teakoo
Provincieli tviton dedamtilia da aseve sulmdabali da ampartavani desakaci! Erudirebuli da ganatlebuli elitaruli qali ase ar moiqceoda da aseve mas arc tavis shvili uyvars tavisi egoizmit aris dabrmavebuli amas shvilis siyvaruli ar qvia
21:32 / 18-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ელენე
რა ამაზრზენი ქალია,"სოფლელი" თვითონ უფროა,(მისი ნააზრევიდან გამომდინარე,ამპარტავანია) ვიდრე ის საწყალი გოგო.დარწმუნებული ვარ მისმა საქციელმა უბიძგა ღალატისკენ.სითბო იგრძნო იმ საწყალმა ვიგაცისგან და.სუსტი გოგო არმოჩნდა სამწუხაროდ
21:24 / 18-05-2014
გამოხმაურება / 0 /
mia
Qalbatono dedamtilo kargad gicnobt tqven da tqvennairebs soflel dedamtilevs qalaqeli rzlebi ar mogwont qalaqel dedamtilebs sofleli rzlebi da charchenilebi xart antikur xanashi shennairma shxamianma dedamtilma cxovreba damingria marto imitom rom mdidari ojaxidan ar viyavi da mzitvi ver miyides.zogi mshobeli tavadaa tamnashave shvilebis ubedurebashi da mere rzals da sizes braldeba yvelaferi.bogmis buketi iqnebi darwmunebuli var.
20:50 / 18-05-2014
გამოხმაურება / 0 /
anna
es mxolod da mxolod dedamtilebis bralia rom moqceoda rdzals uket da yvareboda arc shvili moukvdeboda da arc ojaxi tavze daeqceoda amitom momavalo dedamtilebo tqveni saqme ar aris tqveni shvili vis moiyvans mtavaria rom uyvardet ertmaneti tqveni cxviris chayopit sheidzleba ojaxebi daingres da kide sxva ubedurebebic moxdes... chemi shvilis girsi ar aris da me xom mistvis kargi minda cadi ra caetrie ra da ojaxis saqmeebi akete egeba gogos mshoblebsac ar moscons sidze amitom yvelam calcalke unda icxovros rom problemebi naklebad iyos...zato bavshvi sheecira am ambavs..samarcxvinoaaa...
20:28 / 18-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
საქართველოში სანამ არ მივა საზოგადოება იმ აზრზე რომ ახალგაზრდა წყვილმა, ცალკენ და დამოუკიდებლათ უნდა იცხოვროს მანამ იქნება ასეთი დაძაბული რძალ-დედამთილიანი.
20:21 / 18-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მიმი
ეს ქალი მკვლელია,ორი ახალგაზრდა გაუბედურა,შვილიშვილი მოკლა,ნეტავ ახლა ვიგასთვის უნდა სასახლე და ფუფუნება?
20:16 / 18-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიი
რა საზიზღარი და დაბოღმილი ქალია,სულ ამის ბრალი იქნება შვილის და რძლის უბედურება... ღმერთის მაინც ეშინოდეს ამ ალქაჯ დედამთილს,ამხელა ცოდვა დაუდია კისერზე...
20:14 / 18-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
ეგ დედამთილი უნდა დაიჭირო და ფეხებით დაკიდო, ყოველივე ამის შემდეგ რაც თავს დაატყდად,მაინც არ მოტყდა და არ ნანაობს თავის საქცილეს დაუნგრია შვილს ოჯახი და ....
20:14 / 18-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანასტასია
ესდედამთილი ეტყობა მისი ბოღმითაა ცნობილი და არა პროფესიონალიზმით. ნამდვილი ერთუჯრედიანი ამებაა...
19:52 / 18-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS