18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
ნიცა
მდაბიო ყოფილხარ დედამტილო.ნეტავ ტავად რა გენეტიკის მატარებელი ხარ,ასეტი დიდი წარმოდგენა რომ გაქვს საკუტარ ტავზე.დაგრცჰა ოხრად სჰენი ქონება?
05:03 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
რა თქმა უნდა მართალი უთქვამს თქვწნს ვაჟს, თქვენი ბრალია ყველაფერი ეს ხომ აშკარაა. გასაგებია რომ თქვენი შვილისთვის კარგი გინდოდათ და პროვინციელი რძალი არ გაკმაყოფილებდათ რომელ დედას უნდა შვილისთვის ცუდი, მაგრამ თქვენ მხოლოდ რჩევის უფლება გაქვთ და მანდ მთავრდება თქვენი უფლებები, მან ის აირჩია და მისი არჩევანისთვის უნდა ეცათ პატივი თუ არ იყო მისი შესაფერისი დრო გავიდოდა და თვითონ მიხვდებოდა თან თუ როგორც თქვენ ბრძანებთ სასახლეები გქონდათ მიგეცათ ერთი სახლი და ეცხოვრათ თავისი ცხოვრებით თქვენ სამი ადამანის სიცოცხლე გაანადგურეთ და უცოდველი ბავშვი გაწირეთ. ახლაც იმის მაგივრად რომ დაეხმაროთ თქვენს შვილს მდგომარეობიდან გამოსვლაში აგრძელებთ მის განადგურებას. თქვენს საქციელს გამართლება არ აქვს, ილოცეთ თქვენი შვილისთვის და რძლისთვის და იმ პატარა ადამიანისთვის რომლის დანაშაული მხოლოდ ის იყო რომ ინგას გაჩენილი იყო.
04:32 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლილა
ზუსტად ასეთი დედამთილი მყავს, ამპარტავანი და ბოღმა, თავის ჩკუაზე რომ ვერ გვათამაშებს რდლებს ორივე შეგვიძულა. თავის გაკეთებული მოსწონს ყველაფერი მარტო, ჩვენ გაკეთებულლს თაფლის კვერსაც კი ნაცრის გემო აქვს.
02:56 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლირა
ჩემი აზრით ამ ისტორიაში ყველა დამნაშავეა. პირველ რიგში ვაჟი, მან პატივი უნდა სცეს მშობლებს, არც თავად უნდა აკადროს გამზრდელ დედას არასაკადრისი და არც ცოლს უნდა მისცეს ამის უფლება. მეორე რიგში რძალია დამნაშავე. დღეს ისეთი ახალგაზრდობა მოვიდა, უფროს-უმცროსობა არ იციან, არავის და არაფერს პატივს არ სცემენ. დავუშვათ დედამთილი ხვთიფეხისმჭამელია, ეს არ აძლევს იმის უფლებას, რომ საყვარელი გაიჩინოს და მით უმეტეს ავადმყოფი ბავშვი მიატოვოს საყვარელთან დროსტარებისთვის, ეს უპატიებელი საქციელია. რაც შეეხება დედამთილს, იმაში, რომ მას საკუთარი შვილისთვის კარგი გოგო უნდოდეს, ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ როცა უკვე რძალია და ამ საქმეს აღარაფერი ეშველება, შვილის გულისთვის ყველაფერი უნდა მოითმინოს, მხოლოდ არა რძლის აღვირახსნილობა.
01:41 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
როგორ გავხარ ჩემს დედამთილს?(ჩვენს შემტXვევაში როლები იცვლება,დედამთილი ცხოვრობდა სოფელში,მე კი ქალაქში გავიზარდე.ამიტომ არ მოვწონდი,ძროხას ვერ ვწველიდი,ვენახში არ დავყვებოდი,....ყველაფერს აკეთებდა ჩვენს დასაცილებლად.ბოლოს კი იმდენს მიაგწია მისმა ბოგმამ თავად დაახრჩო 0წლის ასაკში.ამის შემდეგ??ჭირი იკა,ლხინი აქა,ჩვენც ბედნიერად ვცხოვრობთ.(ხო მართლა ჩემი მშობლები არ მოონდა,მიწის და სოფლის სიყვარული არ გასწავლესო.ლანძგავდა კიდეც)
00:42 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ბოხმიანი ასეტებია ოჯახებს რ უგრევენ სჰვილებს ტავი რახაცად მიაცჰნიატ
00:36 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიანთი
ეს ქალაქელი დედიკოს (იკნებ ქალბატონი დედა!)მონათხრობია,და ცალმხრივი.იკნებ რძლის მხარესაც მოვუსმინოთ.თუკი ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეთი არაფერი იცოდნენ,საკითხავია თავად ინგა როგორ გაზარდეს,ისე რომ ქალაქში სასწავლებლადაც გაუშვეს.ეს არც თუ იოლია. იკნებ თქვენი შვილი მართალია და ქვენ დაღუფეთ 2სიცოცხლე?????აბა დაფიქრთი
00:34 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თინიკო
ძალიან დიდი ცოდვა დედამთილს მიუძღვის,პროვინცია,გენეტიკა-გვარი რა შუაშია,თვითონ საიდანაა ნეტავ,ვინც ასე აზროვნებს უმდაბლესი დონის ადამიანია,ძალიან შემეცოდა ინგა,ყველაზე დიდი სიმწარე დედისთვის შვილის დაკარგვაა,მტერსაც არ ვუსურვებ ნამდვილად,თავიდანვე დედამთილს რომ გული გადაეშალა და შვილივით მიეღო არაფერი მოხდებოდა,ნეტავ ქონება და სიმდიდრე რისტვის უნდა ტუ მისი შვილი ბედნიერი არ იქნებოდა,ყველა ნორმალური ადამიანისტვის უმთავრესია თავისი შვილის ბედნიერება,ვის რად უნდა ისეტი ქონება თუ უბედურებაში მოიხმარა,ყველაფერი უფლის ნებაა,ღმერტმა ნათელში ამყოფოს ის პატარა ანგელოზი,ხოლო მის მშობლებს სულიერ სიმშვიდეს გამოჯანმრტელებას და გაძლებას ვუსურვებ,უფალმა შეუნდოს.22 წლის გოგო ,რომელსაც ჯერ გამოცდილება არ ქონდა ცხოვრების,დედამთილს -როგორც ქალს,დედას,ადამიანს შეეძლო მისი რძალი ამ ჯოჯოხეთისგან ეხსნა.
00:31 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
qalbatono eteri mecodebit,tqvens rogorc tqven ixseniebt sheshlil rdzals qmari udgas gverdshi,tqven da tqvennairi dedamtilebi ki martoobistvis xart gancirulni.darcmunebuli var xvna-tesvis meti rom araferi ician isini tqvenze uketesi mshoblebi arian qalbatono ginekologo.
22:36 / 18-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ქალბატონო ეთერი,თქვენი შვილი ხვდება თავის შეცდომებს და როგორც მივხვდი ცოლიც ყვარებია.ეს ყველაფერი კი თქვენს გამოგონილ ზღაპარს უფრო გავს.რატომ არ ფიქრობთ რომ ასეთ შემთხვევებში საკუთარ შვილებს უფრო ერჩით,ვიდრე რძლებს?თქვენ თქვენ რძალზე უკეთესი არ ხართ,იმიტომ რომ შვილის ბედნიერებაზე არ ფიქრობთ.ის მიხვდა თავის დანაშაულს,თქვენ კი ვერასოდეს მიხვდებით თქვენსას.იმის მაგივრად რომ შვილს გვერდით დაუდგეთ ასეთ დროს,იმაზე ფიქრობთ ქონება არ დაკარგოთ და ავტორიტეტი არ შეგელახოთ.
22:29 / 18-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS