18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
ქართველი.
მაგის ქმარს სინდისი და თავმოყვრეობა არ ჰქონია,მის ცოლს საყვარელი ჰყავდა და მაინც არ დაშორდა. ასეთ დეგენერატზე ახია ყველაფერი.ეხლა სახლში ყოლია ჩაკეტილი,როცა გამოუშვებს ეგ ქალი ისევ იშოვის ახალ კაცებს.ბარემ გაუშვას პუტანკათ და ფულს შემოიტანს სახლში.ვაი მაგის პატრონს,სულ გადაგვარდნენ ქართველი მასეთი კაცები.ცოლის ბოზობა როგორ უნდა აიტანოს თავმოყვარე კაცმა.ვისაც ეს მოგწონთ მასეთი ცოლები ნუ გამოგელიოთ ოჯახში.
12:41 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თეა
დეგნერატი დედამთილი, როგორ ეკადრებოდა სოფლელი რძალი, ვაი შენს პატრონს
12:39 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ზუსტათ ასეთი ამბიციური დედამთილები შვილებს აუბედურებენ,ეხლა უყუროს თავის დაგროვებულ სიმდიდრეს.ქალბატონმა ვერ მიიღო სოფლელი გოგონა.შვილი კი დედიკოს ბიჭიყოფილა,ფუი შე უნამუსო დედაკაცო როგორ გააუბედურე საცოდავი ბავშვები
12:25 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დედამთილის ბრალია ყველაფერი. რატომ გონიათ ამ დედებს რომ ყოველთვის პირველები იქნებიან არ ვიცი. მეც დედა ვარ, მაგრამ ჩემი შვილი ცოლს რომ მოიყვანს მისტვის პირველი მისი ცოლი იქნება. მე გავზრდი, მაგრამ მთელი ცხოვრება ხო არ მივიკერებ გვერდით? მან თავისი ცხოვრება უნდა გაიაროს. მდაბიო ქალის აზროვნებაა ის რასაც დედამთილი ამბობს. რა გონია თავისი თავი არ მესმის. რომელ გენეტიკაზეა ლაპარაკი. როგორ ნერვებს მიშლიან ესეთი უაზრო ხალხი
11:08 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ალექსი
შენ დედამთილი კი არა საქონელი ხარ. რა შუაშია სოფლელი, ან გენეტიკა. ვაჟა ფშაველა სოფლელი იყო (შენი ტვინგადაბრუნებული ლოგიკით), მაგრამ გენიოსი იყო. აღარ გავაგრძელებ სხვების ჩამოთვლას. გეტყობა რა ბინძურიც ხართ. ალბათ ყოველდღე ატერორებდი რძალს. ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენო მშობლებმა, შენ იცი რომ მაგასაც ცოდნა უნდა და არა ნაკლები ვიდრე სხვა საქმეს. და ბოლოს იცი რააა.. რამდენი აბორტიც შენ გაგიკეთებია და ცოდვა აგიკიდია იმაზე იფიქრე.
10:49 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ამაზრზენია ამ ქალის მონაყოლი, თავიდანვე აითვალწუნა მაგას თქმა რად უნდა, თავის პირით ამბობს მიხვდა რომ მაგის ადგილი ჩვენთან არ იყოო. მესმის ყველა დედას უნდა შვილისთვის საუკეთესო, მაგრამ როცა მოხდება მოსახდენი გვერდში უნდა დაუდგე და პროვინციელი ქალაქელად აქციო
10:46 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
საკმარისად დასჯილა ეს უბედური ქალი, მაგრამ აი ეს დედამთილი დიდი გველი ჩანს ეგ არავის გაახარებდა ოჯახში.
10:05 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ამაზრზენია... ეს ქალი არის ამპიციური პირუტყვი, ქალაქელობაში და სოფლელობაში არ არის საქმე, ბევრი სოფლელი ზრდის უკეთეს შვილს, ქალაქში ერთი ქალიშვილი გოგო რომ აღარ დარჩა ახლა ხომ უნდათ სოფლელი პატიოსანი რძლები? ეს გოგო აიძულეს, ან უღალატა და ან არა, ზოგჯერ ელემენტარულ ნუგეშს ეძებ სხვისგან რასაც შენ ოჯახში ვერ პოულობ. ხვნა თესვის მეტი კაკრაზ იცოდნენ უნივერსიტეტსი ყველა ვერ ეწყობა.. აი ესააა დაუსაბამო ჯიდილი ამბიციებთან უტაქტობა და საზოზგრობა:D ქალაქელები არიან ყველა ვაკის ბუნაგებში რომ ცხოვრობენ... ბავშვი ამ დამპალი ქალის ომს შეეწირა ზუსტადაც
09:41 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ინგა ისეთი ცუდი რომ ყოფილიყო,როგორც ეს უნამუსო "დედამთილი" ახასიათებს, ქმარი ასე არ უერთგულებდა და ცხოვრების მასთან გატარებას არ გადაწყვეტდა.მთავარია ერთმანეთი უყვართ და იმედია ბედნიერები იქნებიან.
09:27 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
mware
ურჩხული რომ შემოგივარდებატ სახლში და ნაამაგარც გაგიტელავსს და გაგიმწარებსს კველაპერს იკადრებ ოჯახის გადასარჩენად მე დედამტილის მხარეზე ვარ .ახლანდელი გოგოები მხოლოდ ჯიბეს დ ა ქონებასს მისტხოვდებიან ხოლმე და არავის პატიივსს ზრდილობის გულისტვის გამოც კი არ ცემენნ .მაგატვის გატხოება მხოლოდ საწოლსს ნისჰნავსს და არა ვალდებულებებსს.
07:58 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS