18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
???????
ძალიან ხშირად ცოდავენ მშობლები, მერე რა რომ გოგონა რაიონიდან იყო? ეს არის უკუდო ამპარტავნობა და მეტი არაფერი,
15:07 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
რა მოხდა მერე, ზოგს გამზადებული ხვდება ზოგს გაუმზადებელი, ეგოისტი ქალი
15:05 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე
ელავე ვიჭერ თადარიგს რომ ჩემმა შვილმა ცალკე იცხოვროს დამოუკიდებლად და არავითარ შემთხცვევაში არ ჩავერევი მის პირადში
15:02 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
შენ რა გვარი ხარ ბაგრატიონიო სად ცხოვრობ არ გაგიგია კარგ ოჯახსჰი გაზრდილი ნარკომანი ან ბოზი რამდენიც გინდა.რა შვაშია სოფლელი თქვენ ზუსტად სოფლელი სეგეფერებატ ქალიშვილი იქნება მაინც (რო გაქ გართულება)ვცუხვარ ბავშვის გამო იმ ანგელოზმა და დააშავა რო ასეთი სირი ოჯახი რო ყავდა
14:45 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
იქნება ქალბატონო დედამთილო შემოსვლისთანავე არ დაგეწყოთ თქვენი რძლისთვის სოფლელოს დაძახება და დარჭმუნებული ვარ ის გოგოც უფრო კარგ ქალობას გამოიჩენდა. თავიდან შეიძლება ბევრი რამ არ იცოდეს ახალგაზრდა გოგომ მაგრამ მაგალითოი თქვენ უნდა ყოფილიყავისთ და კარგი ქალობა უნდა გამოგეჩინათ.მესმის რომ თქვენი ნაშრომი და ნაწვალევი ძნელია სხვას უცებ გადასცე მაგრამ მაინც თქვენი ბრალი ის არის რომ თავიდანვე სოფლელით არ უნდა დაგეწყოთ.
14:03 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
აუ რაა
როგორ შემემეცოდა ეს ქალბატონი.უღირსი რძალი შეხვდათ და დაუნგრია მომავალი. ვერ შეიშნოვა ცხოვრება და ბოზობა დაიწყო. არა აქვს გამართლება რძალის საქციელს.ხომ ხედავთ ქმარს როგორ ყვარებია ?ამა კიდევ უღალატა.გასცლოდა და რაც უნდა ექნა მაგრამ კარჰი ოჯახის რძლობაც უნდოდა და ბოზობაც.მე მესმის ამ ქალბატონის ,დიახაც მთავრი გენეტიკაა,თუ არ იცით დაგუგლეთ მაინც მენდელის კანონები.
13:58 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
რა ამაზრზენია ეს ქალი! დარწმუნებული ვარ, "საყვარლის"სისტორიაც ამ ქალის მდიდარი ფანტაზიის ნაყოფია , აურია და გამოურეცხა ტვინი თავის შვილს, დააპირისპირა ცოლთან და ის ქალიც ალბათ სახლიდან გაიქცა და მშობლებთან დაბრუნდა.. ძალიან შემეცოდა .. ცუდია, რომ სუსტი კაცები გვიან ხვდებიან, დედების ზედმეტმა "მზრუნველობამ" რომ ნამდვილი სიყვარული დააკარგვინათ, რომ ოჯახი თავზე დამხოთ.. ეხლა ცდილობს ის კაცი დანაშაულის გამოსწორებას.. მაგრამ ვერც შვილს გააცოცხლებს და არც იმ ქალს ეშველება რამე :(
13:52 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ცოდვილო ქალო დარცჰენილი ცხოვრება სჯობია ილოცო,რატა მიგიტევოს უფალმა.მე დედა ვარ და არასდროს არ ცჰავერევი სჰვილის არცჰევანსჰი.მეც ვიცხოვრებ მატი ბედნიერებიტ.
13:51 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ევა
საკუთარი ხელით დაგიღუპია შვილიშვილიც და შვილიც, ლოგინშიც შუაში ხომ არ უწვებოდი ცოლ-ქმარს, ემანდ უშენოდ არაფერი ეკისრათ, ფუი შენს დედობას!
13:02 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
დედები სჰვილებს რომ ზრდიან რატომღაც გონიათ რომ უფლება აქვთ მთელი ცხოვრება აკონტროლონ და მიუთითონ რა აკეთონ. შვილი 18 წლის რომ გახდება იმას ტავისი ცხოვრება აქვს და აღარ გეკიტხება რას და როგორ იზავს. ესეთ დედამთილს მარტოობაში უნდა ამოხდეს სული გააგიჯა საწყალი გოგო და დაუნგრია ცხოვრება :(
12:45 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS