18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
მაკ
რაც დათესეთ ის მოიმკეთ ქალბატონო,ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ დახვდებიან ახალ ოჯახის წვერს,ისედაც რთულია ქალისთვის იცვლის გარემოს,საცხოვრებელს...და ყველაზე საშინელება ის არის,რომ პროვინციულობა და თქვენის დონის არ იყოდა მიტო შეიძულეთ,მართლა რომ მაგრად დამდგარიყო თქვენი ბიჭი და კაცურად მოქცეულიყო ასე არ მოხდებოდა,თუ ვერ აგვარდებდა თვქენ ურთიერთობას ცალკე მაინც გადასულიყვნენ.თვქენააერი ამპარტავანი ადამიანი ვერანაერ რძალს ვერ შეეგუებოდა,ასე რომ ძალიან დიდი ბოდიშით,როგორც დედა მეცოდებიტ,მაგრამ სულაც არ ხართ შესაცოდებელი
22:07 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
საზიზგარი ქალი ხარ
19:26 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა,
სასურველი და სწორია როგორც კისჰეიქმნება ახალი ოჯახი უფეოსები არ ცჰაერივნონ მატ ურტიერტობასჰი და ხელი სჰეუწყონ ცალკე ბუდის მოწყობასჰი, უფრო მეტი სიყვარული და ურტიერტ გაგება იქმნება ახალგაზრდებსსჰორის,
17:17 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
დედამთილი
მე თვითონ დედამთილი ვარ და არ მესმის, ასე რატომ უნდა შეგძულდეს რძალი იმის გამო, რაომ ის შენი "ტოლი" არ არის! ვერ გავიგე, სოფლელობა რატომ არის დანაშაული ან რატომ არის ხვნა-ტესვა სირცხვილი?! ამ ქალბატონს თავში ჰქონდა ავარდნილი თავისი ქალაქელობა და სიმდიდრე და რძალი თავიდანვე შეიძულა და შვილსაც ცხოვრება დაუნგრია. ახლა კამყოფილია? ან რატომ ახვევს თავზე შვილს თავისი ცხოვრების წესს?!
17:03 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
შენნაირი დედამთილები და(ყვავები რომლების ნეხვზე ზიან და პრთებს მაღლა წევენ)არ უნდა არსებობდნენ,,,,,შ...........ცი შენს გენეტიკას მათხოვარო ახვარო!რომელ საუკუნეში ცხოვრობ,,,,შრომით კიარა ქრთამით მოიპოვე ალბათ ეგ სიმდიდრე,საცოდავი ავადმყოფი ხალხის ხარჯზე და რაიონიდან ჩამოსული ადამიანი პროვინციელი და გაუნათლებელი ყოფილა,იმ რაიონიდან ჩამოტანილ ნობათს რომ ხეთქავთ და პირს იკოკროზინებთ ეგ ხომ კარგიააააააააააააააააააააააააააააააააა?მოკლედ შენნაირი დედამთილები ღრმად მიწაში,პირქვე რომ თავის გესლით მაღლა არ ამოაღწიონ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
16:50 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატია
ტავიდანვე მოიძულეს ეს გოგო მდაბიო სოფლელი ამა სუყერე ერტი ტოლი და სწორი არ ყოპილა ოჯახი და გვარიშვილობა არ მოსდევდა , ცხოვრება დაუნგრიეს და კიდე ენას ასავსავებს ,ქალს შვილი მოუკვდა და ნიშნისმოგებით ლაპარაკობს საჩივლელი შენ ხაე ფსიქოლოგიური თერორისთვის შე ღორო!!!
16:49 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რამნიშვნელობა აქვს სოფლიდან იყო თუ თბილისში გაიზარდა ქალქელები არ იჩენენ საყვარლებს? და არმესმის ქართველი დედამთილების ლოგიკა რადგან რძალი თავს უვლის და ფორმაში ყოფნ უნდა ესეიგი აუცილებლად საყვარლი ყავს. ერთი ეგოისტი ქალი ხა და შენი შვილი დედიკოს ბიჭი ყოფილა ტავის ცხოვრებაში ცხვირი რმ ჩაგაყოფია. ცოლქმრის ურთიერთობაში არუნდა ჩარეულიყავი რაცარუნდა ცუდი რძალი გყოლოდა.
16:41 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ხოხობი დედამთილიც ეყოფოდა........მას თავისი საცოდაობაც ეყოფა..............ზუსტად თქვენისთანა ადამიანები რომ არსებობენ იმიტომ ინგრევა ამდენი ოჯახი და უბედურდება.......რაშიც დიდი წვლილი მიგიძღვით , თუმცა საუბედუროდ ვერ გრძნობთ ამას.
16:30 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ამ ისტორიის ნახევარი ჩემს წარსულს გავს რღაც დოზით, მაგრამ ასეთ კატასტროფამდე არ მიმიყვანია ჩემი ცხოვრება, დროზე გამოვასწარი ჩემი 2 შვილით, ახლაც, ამდენი წლის მერეც ყურში ჩამესმის ჩემი ექს-დედამთილის სიტყვები-რა გინდოდა ქალბატონო მეტი, ქალაქში გათხოვდიაო. ეგ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით ტაც მათგან სამახსოვროდ დამრჩა. დღეს მე და ჩემი 2 შვილი(უკვე დიდები არიან) მშვენივრად ვგრძნობთ თავს, მშვიდად. იკითხონ დედა-შვილმა, მინდვრის თაგვებივით მარტო ცხოვრობენ, ის ქონებაც კი გაუნიავდათ რითაც ამაყობდნენ, ვინ არის ახლა მდიდარი- მე თუ ისინი?
15:59 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკრეინე
და რატომ თვიან მშობლები რომ იციან შვილისთვის რაა კარგი და რატომ ახვევენ ამ კარგს თავზე შვილებს?? ხანდახან მგონია რომ დედამთილები რძლებს სამაგიეროს უხდიან თავიაანთი დედამთილების გამო.
15:37 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS