18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
ეთო
ნია დედამთილი შენც გახდები და რძალი ტუ გაგიბოზდა და ხმა ამოიგე შენზედაც იტყვიან გველიაო ხელის გულზე კვერცხი რომ შეგიწვათ მაინც ვერ დაინახავთ დედამთილის სიკეთეს.დედამთილი იგივე დედაა.რძლებმა არ უნდა გადმოაგდონ მეტრიანი ენები სხვის ოჯახში რომ შევლენ და დამიჯერეთ ყველაფერი კარგად იქნება.ის ბიჭი კი ცოლის ჩმორი ყოფილა თვითონ არ ვარგებულა დ. ცოლი მიტომ გაუბოზდა სხვა რა შუაშია თუ ოჯახი უნდოდა ადრევე გასულიყო ცალკე ეცხოვრა .დედამ გაუბოზა ტუ რაა თვალები აუხილა ბრმას
08:14 / 23-08-2015
გამოხმაურება / 0 /
კრიტიკოსა
არ ვიცი ეს ამბავი მართალია თუ არა მაგრამ, დედამთილი მართალია. თუ ქალს გენეტიკა უვარგა არ გაბოზდება.რძალი უეჭველი აჭარელი იქნებოდა. ეგენი არიან სისხლგასაშრობები.
23:46 / 22-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ანკა
ესეთი ბოღმიანი დედამთილები რო არსებობენ, იმიტომ ინგრევა ამდენი ოჯახი. მოკეტეთ და ეყარეთ თქვენთვის და მიეცით თქვენს შვილებს ბედნიერების უფლება.
21:25 / 22-08-2015
გამოხმაურება / 0 /
დასაჭერი შენ ხარ!!! როგორც დახვდი ცხვირაწეული ისეც წაიყვანე საქმე! ჩვენს ოჯახთან ვერ მოვიდოდაო იძახი, და მას გაახარებდი?! ამოწყდა ყველა შენნაირი უკუდო ამპარტავანი დედამთილი, და შვილის შემჩუჩხუნებელი და წამქეზებელი! იმ ბავშვის ცოდვა შენზეა და მაგ ქალის გაუბედურებისაც!
19:45 / 22-08-2015
გამოხმაურება / 0 /
nino
Monayolidan chans, Tom tviton es qali aris dzalian dabali donis.... Amitom misgan aseti sulmdabali saqcieli gasakviri sr araris....
19:22 / 22-08-2015
გამოხმაურება / 0 /
lika
Egeti deda roca yavs kacs tavidanve unda moashoros coli.. rato ibadebian egeti sazizgrebi nutu tvoton ar hyolia dedamtili? Marto pupuneba araa mtavari mtavari adamianobaa sheni puli aravis arapershi cherdieba mtavaria adamiani iyo.da tu rame segidzenia aravin chagayolebs otxi picris mets akete sikete da exla mainc sheeshvi shens shvils rogoric aris is coli iseti uyvars da nu ungrevt cxovrebas.sheshlili isini kiAra tqven xart!!!!
06:12 / 06-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ნეტავ ტუ არ გრცხვენია .ქალაქელი ტუ ხარტ ტქვენ იმას არ ნისჰნავს რომ არაფერი არ გესჰლებატ ..ერტი გაუნატლებელი ქალბატონი ბრზანდები. ბავსჰვის გამო ზალიან ვწუხვარ. მაგრამ ტქვენ ხარტ საზულველი ადამიანი , მეც ბიჯი მყავს და სჰვილს ეგრე როგორ დაუნგრევ ოჯახს . გამოდიხარ მერე და რზალს ლანზგავ და სოფლელობას უწუნებ .სოფელსჰი ტქვენისტანა ყრუ ქალი არც იქნება.წესიერად რომ დადგომოდი რზალს გვერდიტ ეგ ტრაგედია არ მოხდებოდა .
09:52 / 25-05-2015
გამოხმაურება / 0 /
Nina
profesoro dedamtilo,roca raions axseneb an xvna tesvas mag myrali piri gamoirecxeeeer
06:23 / 25-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ანი
Iქიდან გამომდინარე რასაც ყვებიტ,ტქვენი ბრალია რაც მოხდა და დამნასავეს სხვაგან ეზებტ.ქალს ტუ კარგი გენეტიკა აზნაურის გვსრი არ აქვს რა არარ ქალი?????მაპატიეტ მაგრამ ტქვენ უტვინო და ბოგმიანი არაადამიანი ხარტ
19:50 / 24-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მეა
თქვენი შვილი მართლია რო თქვენ გადანაშაულებთ,მერე რა რო სოფლელი იყო შენ შვილს ვინც უყვარდა ის უნდა გყვარებოდა.
18:43 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS