18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
ნინა 52 წლის
tqwen yofilxart damnashawe ywelafershi tqweni simdidre tqwen rzals ki ara tqwen agiwardat tawshi. iqneb eg qoneba akrzaluli abortebis xardzed daagrowet.............
18:13 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რატომ დაესხიტ თავს ყველა დედამტილს??? არ ვამტყუნებ ამ ქალს ,ოჯახის პატრონი ქალი საყვარელს რომ იჩენს პირველ რიგში მის შვილს ღალატობს, როცა ძვირფას წუთებს შვილის გვერდით ყოფნის მაგივრად სხვა კაცის გვერდით ატარებს, ის რომმართლა კარგი დედა ყოფილიყო, სიცხიან შვილს არ მიატოვებდა და საკუთარი სიამოვნების გულისთვის სხვა კაცის გვერდით არ ისეირნებდა, კოჭებში ეტყობოდა ალბატ რა "ღირსეული ქალიც" იყო და იმიტომაც განეწყო დედამთილი აგრესიულად თავიდანვე, ყველა დედას კარგი უნდა თავისი შვილისთვის და ღირსეული ქალი უნდა რძლად რომ თავისი მონაგარი დაუტოვოს აბა რა
17:13 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
irina
ეხლანდელმა რძლებმა ქალობა იციან მხოლოდ ის, რომ სარეცხ მანქანაში ჩაყრიან ყველაფერს ერტად და გარეცხავს მანქანა აი ეს დიდი შრომა და ქალობაა. რა აქვთ გასაკეთებელი ინტერნეტი და გართობა.
16:51 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
irina
ვეთანხმები ამ ქალბატონს იცით რატომ ამ სოფლის გოგოებს სოფელში არ უკვირთ მუშაობა და რო ჩამოვლენ ქალაქში უცებ სვეცკობა უნდათ მიხედონ ოჯახს და იმ დიდ წყალობას რაც უფალმა მისცა.
16:22 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
შეშლილი ბებრუხანა, რაც გხვდებოდა ის მიიღე!
16:15 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
irina
დაჯერებოდა ერთს და არა ორს და სამს ქარტველებს თავში აგვივარდება რაგაცა ვბაზავთ უცხოელებს ბინძურ ტელესერიალებს და ა.შ. ეხლა იქნება დიდ განსაცდელში ეს ჯობია იმ ბედნიერებააას? კაცი ყავდა და სდად დაეთრეოდა
16:03 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
irina
დაჯერებოდა ერთს და არა ორს და სამს ქარტველებს თავში აგვივარდება რაგაცა ვბაზავთ უცხოელებს ბინძურ ტელესერიალებს და ა.შ. ეხლა იქნება დიდ განსაცდელში ეს ჯობია იმ ბედნიერებააას? კაცი ყავდა და სდად დაეთრეოდა
15:47 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთევანი 63 წლის.
თქვენ შვილის ბედნიერებაზე კი არა თქვენს ბედნიერებაზე ფიქრობდით და ფიქრობთ თუ ასე არაა ახალგაზრდებს ტავს დაანებებდით იცხოვრონ ისე როგორჩ ც თვითონ თვლიან. რაც შეეხება ქონებას რაც დაგიგროვებიათ ვისთვის დააგროვეთ განა შვილისთვის არა? მერწმუნეთ საიქიოში ვერ წაიღებთ
13:43 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ირინა
რზლის ბრალია რომ დაიცყო ბოზობა, დალაპრაკებოდა ტავის მეუგლეს ტუ რატო იყო მის მიმარტ უყურადგებო, ხოლო უნაირო დედამტილი არ უნდა ცჰრეულიყო ცოლქმრის ურტიერტობასჰი, ის მორიგდებიან და სჰერიგდებიან ტუ იკამატებდენნ, ტუ ესეტი კაი იყავი გაგესჰვა ისინი ცალკე და გენახა ტუ როოგრ ცაუზგვებოდა ოჯახს რზალიც და სჰვილიც, დადგოოდი გვერდიტ და გამპოგეყვნა სჰენაირი ქალი დაგეყენებია პეხზე ტავიდანვე რო გამოუტხარე გევლო მიცა, რზლის ბრალია რო საყვარელი გააიცჰინა და ბავსვი დაიგუპა მისი უყურადგებობიტ, რზალს ამასჰი მიუზგვის ბრალია რო ბავსჰვი დაგუპა მის სიამოვნების გამო, დავაყარე რზალსაც და დედამტილსაც მიცა რო უდანაჰსალო და უცოდბელი ბავსჰვი მოკლეს, მაგ ბავსჰვის ადგილზე ტქვენ უნდატ იცვეტ გაიგეტ?
13:24 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
mar92
ასაეტ დედიკოებს ყოველტვის დედიკოს ბიჭუნები ყავთ ეხლა გაიგეთ ხალხოო :)) რომ ქარტველ კაცს არანაირი ვაჟკაცობა არა აქვს
11:55 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS