18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
ლამზირა
შენი სახლი და ქონება ოხრად დაგრჩება,შვილიშვილიც დაკარგე და შვილის ღირსიც არ ხარ.
16:49 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
სიმართLე
როგორ არ გრცხვენიათ!!!! ბედნიერება თუ გინდოდათ გეცლიათ თქვენი შვილისთვის! ჯოჯოხეთში დაიწვებით ასეთი დამპალი დედამთილები!
15:07 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
სიმართLე
რა საშინელი ტრაგედიაა!!! ეს დედამთილი არის არადამიანი!! ბოღმა!! ყველა თბილისში და ლონდონში ვერ იქნება დაბადებული! ჩემი შვილი ცოლს რომელი რაიონიდან მოიყვანს ამას არ აქვს მნიშვნელობა!! თქვენ ხართ ''დედამთილო'-- რა ცხოველის სახელი დაგიძახოთ არ ვიცი, იმ ცხოველის მერიდება! დამნაშავე!! თავიდანვე ხომა რ ყოლია საყვარელი (ჯერ ყავდა თუ არა საკითხავია) რომ შეიძულეთ! ნამდვილი კაცი ყოფილა ქმარი!! ზოგი დატოვებდა დედის დაკრულზე ცოლს!!1 გაუმარჯოს სიყვარულს!! ცას ვერ გამოეკერებით! და იქაც იძახეთ ჩემი შრომით შეძენილიო დაროგორ მიმიერთმიაო!!1 ღორო ქალო!! უნამუსო!! დამპალო ციგანო! ამაზრზენო!არ გიცნობთ და ისე მეზიზღებით უკვე!1 სავსეა ქვეყანა თქვენნაირი ბოღმებით და ესაა ცუდი!
15:06 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
აი ამ ქალს ვაფშე ხმა არ აქვს ამოსაღები. გოგოს ცხოვრება თვითონ დაუნგრია. სოფლელობის გამო შეიძულა საწყალი გოგო. ვინ გგონია თავი ამაზრზენო "ინტელიგენტო " . მოკლედ საშინლად მეშლება ნერვები. სიამოვნებით გავიგდებდი ამ ქალს წიხლქვეშ :@
14:07 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
საკუთარი შვილი, რძლის სიძულვილით დაბრმავებულმა, ტანჯვისთვის გაწირე, ხედავ როგორ ჰყვარებია, ასეთ მდგომარეობაშიც არ ტოვებს, ეტყობა არც ისე ცუდი ქალია. ისინი ხომ გატანჯე საკუთარი ქედმაღლობით, იმედი მაქვს თვითონაც იტანჯები.
14:06 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუკა
ამ ინტერვიუტი ბევრი ადამიანის ზიზგი დაიმსახურე, უფლება არ მაქვს
13:00 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუკა
ეხ გეტყობატ რა ქალიც ხართ, სულით მაგ გოგოზე უარესი ზარ, ბოგმითა და შურით სავსე სული გაქ, სიმდიდრეზე დახამებულო
12:58 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ამ ინტერვიუდან კარგად ჩანს ვინ არის პროვინციიდან ერთი ცოდვებით სავსე ქალია რომელიც ვერ აცნობერებს როგორ გააებედურა მისი შვილი მისი ეგოისტური ქმედებებით დიდი ხანი არ უნდა თვითონაც იგივე არდაემართოს დამერე ნახავს ვის დარჩება მისი დაწყევლილი ქონება დროა ტაძარში წავიდეს და მღდელს შენდობის ლოცვა წააკითხოს
12:24 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ამ ინტერვიუდან კარგად ჩანს ვინ არის პროვინციიდან ერთი ცოდვებით სავსე ქალია რომელიც ვერ აცნობერებს როგორ გააებედურა მისი შვილი მისი ეგოისტური ქმედებებით დიდი ხანი არ უნდა თვითონაც იგივე არდაემართოს დამერე ნახავს ვის დარჩება მისი დაწყევლილი ქონება დროა ტაძარში წავიდეს და მღდელს შენდობის ლოცვა წააკითხოს
12:24 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
საშინელი ქალი ხართ, უფლის გეშინოდეთ. ან ყავდა საყვარელი და ან არა, თუ ყავდა რატომ? შვილის სიტყვებიც საკმარისია განმარტებისთვის, სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქციეთ ალბათ გოგოს, იმ ცხოვრებაში თქვენ ვერ აცდებით დამიჯერეთ და იქაა თქვენი ადგილი
19:40 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS