18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
სხვა ნინო
რაც არ უნდა კარგი დედამთილი იყოს,დღეში ორი საათით მაინც დედამთილია. დედამთილებმა უნდა გაიგონ ერთხელ და სამუდამოდ,რომ შვილი სათამაშო არ არის,არ უნდა ისპეკულანტონ იმით,რომ გაგზარდე, ვიწვალე, ასე ვქენი,ისე ვქენი,რომ დაოჯახდება ის უკვე ცოლშვილს ეკუთვნის.ძნელი კია,როცა არ არის მართლა შესაფერისი,ნუ დაიწყებთ რა ახლა სოფელი რა შუაშია და ხვნა-თესვა.შუაშიც არის და თავშიც,მაგრამ თუ შენი შვილის ბედნიერება გინდა უნდა გაჩუმდე.მეც დედამთილი ვარ და როცა ჩემს შვილს ვხედავ თავის ცოლშვილში გახარებული და ბედნიერი თვალებით,მთელ ქვეყანას მირჩევნია. ასე რომ დედამთილებს მივმართავ.რძლებთან ჭიდაობას მოეშვით და არც შვილს დაკარგავთ.
14:59 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თთთ
ნუთუ არ სცხვენია ამ ქალს მის უზნეობაზე სახალხოდ საუბარი?! დედამთილი კი არა უზრდელი ქალია. როგორ შეიძლება საკუთარი შვილის მეუღლე არ გიყვარდეს?! ეგოისტი და უზნეო. გახარებულია რძლის უბედურებით. უფალი მაღალია, ყველას მიუზღვას საზღაურს.....
13:32 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ქალბატონო დედამთილო, მოეშვით ცოლ-ქმარს, როგორც უნდათ იცხოვრონ ისე, რატომ იჭრებით მათ ცხოვრებაში, ისინი დამოუკიდებელი ასაკის არიან , ამ ასაკში არ შეიძლება სხვისი თვალთვალი, გაუშვით, იცხოვრონ ისე როგორც გაეხარდებათ, მიეცით შვილს წილი თუ ამის საშუალება გაქვთ, თუ არა და დააყენეთ, რა უბედურებაა დაქორწინებული შვილის ოჯახის მართვა.
13:15 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე
,,რომელი ნორმალური დედა მიატოვებდა სიცხიან შვილს ეს ქალი იტყუება რძალს ვერ იტანს,,--------რატომ გგონია რომ იტყუება ? ან ის ნორმალური დედაა? ქმარს რატომ ღალატობდა?----გეკითხები ნინო.
10:22 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთერ მგელაძე
საკუთარი სიტყვით ამხელს თავის თავს ეს ქალი,შვილივით მიეღო და ნახავდა რა ქალიც დადგებოდა,რა შუაშია სოფელი და თან მატერიალური კეთილდღეობა, რა ოხრად უნდა თუ არც შვილი შერჩა და Aრც შვილიშვილი, ან როგორ გაზარდა ასეთი კარგი შვილი
21:40 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
NENE
ძალიან სანტერესოა აქაც კი ჩანს როგორ შურთ დედამთილებს რძლების,შვილი არ ემეტებათ,თვითონ ხომ კარგად უხარიათ ქმარი
20:41 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
აიი კარგი გაქექილი ქალი ჩანს დედამთილიიიიიიიიიიი
20:39 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან ხშირად რომ ახსენებს თან პროვინციელიო, და გოგოს დედ-მამამ ხვნა თესვის მეტი არაფერი იციანო, ვაი შე საცოდავო, შენ საერთოდ ადამიანიც რო არ ხარ? ჯისჰმო.ნულო,უხარია რო დაისაჯა თურმე შვილის სიკვდილით ის საცოდავი
20:18 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ყველა ესე წვრილი გონებით როგორ აზროვნებს, როგორ არ სიამოვნებთ მაგათი ბიჭები ცოლთან რომ მეტ დროს ატარებენ და როგორ ყველა ზემოდან უყურებს რძალს და ყოველივე ამის მერე რძლებმა რატომ უნდა აიტანონ ან შეიყვარონ ისინი. რომელი ნორმალური დედა მიატოვებდა სიცხიან შვილს ეს ქალი იტყუება რძალს ვერ იტანს და იგონებს რაღAცეებს რომ ვინმე მაინც დადგეს მის მხარეს, გაანადგურა შვილიც და შვილიშვილის სიკვდილს როგორ უსინდისოდ აბრალებს რძალს.იმ ბიჭმა იცის რომ ეგ დედამისის ფანტაზიაა "საყვარლის" ამბავი და იცის რომ ძულს ის გოგო ტვიტონ კიდე უყვარს და ეცოდება ამ დღეში რომაა,დამპალი ქალი,ჯანდაბამდე წასულა
20:16 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თათული
ყველა დედამთილი ერთნაირია
18:35 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS