18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
თაკო
თქვენ ფიქრობთ რომ რაც თქვით ეს თქვენი ტრაგედიაა?თქვენი ტრაგედია ის არის რომ გული და სული არ გაგაჩნიათ და ვერ მიმხვდარხართ, ხომ ხედავთ რომ სულ ცოტა აგრესიაც კი ვერ გამოიწვიეთ ტქვენი ყოფილი და თქვენგან გაუბედურებული რძლის მიმართ? ოდნავად არ არის დასაჯერებელი რომ მას საყვარელი ჰყავდა, ეს თქვენი მოგონილი იქნება რომ როგორმე გაგვალანძღინოთ. ფუი, როგორ არ გრცხვენიათ, დედა არა ხართ? შვილის სიყვარული არ იცით? სხვისი შვილი როგორ გააუბედურეთ და ახლა სულით ავადმყოფს მიადექით ჩასაქოლად, თქვენც დედამთილი ხართ და ჩემი დედამთილიც? სულ თვალებში შემომცქეროდა, სულ ჩემს გახარებას ცდილობდა, შვილის ადგილას დამაყენა, მის სულს ვენაცვალე, ერთი წელი ცრემლი არ შემშრობია თვალზე მისი გარდაცვალების შემდეგ და შენ რა ყოფილხარ,შენში ეშმაკია და ის გალაპარაკებს ალბათ, ამაზრზენი ხართ
20:19 / 23-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მზია
,,ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა".- მან ვერ აპატია ინგას, რომ ის იყო პროვინციიდან. ეს ზოგიერთი თბილისელის სენია.
16:52 / 23-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მზია
,,ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა".- მან ვერ აპატია ინგას, რომ ის იყო პროვინციიდან. ეს ზოგიერთი თბილისელის სენია.
16:49 / 23-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
იმდენად გამაღიზიანა ამ ვაი დედამტილმა,რომ რა ოჯახის ახეს წარმოადგენდა სულ არ მიმიქცევია ყურადღება,ეხლა კი მივხვდი ვინავ ხარტ..რამდენი ბავშვის სიცოცხლის შეწყვეტაში გაქვტ ფული აღებული??დაგიტვლიატ რამდენი აბორტი გაგიკეტებიატ სახლში??რამდენ ქალისატვის მოგიტხოვიატ ,,ნაგლად ფული??და ტქვენ მუხლჩაუხრელ შრომას ეძახიტ ამას??ყველაფრის ცოდვამ გიწიატ.საკუტარი შვილი არ გყვარებიატ სხვისას როგორ შეიყვარებდიტ,ტანაც სოფლელ და განატლებულს ,როგორ აიტანდიტ ,ტქვენ ხომ ჭიპი ვერსალის სასახლეში გაქვტ მოჭრილი დააბა როგორ გეკადრებოდატ....უვიცი და სამარცხვინონი ხარტ,მიუხედავად ტქვენი სასახლის და ცნობილი მექრტამე გინოკოლოგობისა...
04:31 / 23-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
დედამტილს--ტქვენი საუბრიდან ჩანს რა ადამიანიც ხარტ.. ტქვენ საინტერესოა წარმოშობიტ საიდან ხარტ??ან მშობლები ვინ გყავდატ? ტქვენს ხელში რომ საცოდავი ინგა კიარა ნების მიერი ქალი უბედური იქნებოდა.რატომ??როგრც ამბობტ ერტ დროს არც ტქვენ გქონდატ ,,სასახლე..,,და ეხლა გიკვირტ.პატიოსან მშრომელ ხალხს დასცინიტ,მიწასტან მუშაობის მეტი არა იციანო. სამაგიეროდ შვილსხომ ასწავლეს?და ტქვენ ხომ მოუკალიტ ის?რამდენ სოფლელ გოგოს და მიწის მუშის შვილს ტქვენზე კარგი ოჯახები ქონდეს,..ინგა ტქვენ დააყენეტ უბედურების გზაზე,ტქვენმა ბოტე შვილმა გვიან გაიღვიძა,მაგრამ იქნებ სასწაული მოხდეს და ინგამ საამქვეყნოდ მოიბრუნოს პირი.. სასამარტლო ინგას კიარა ,,დედამტიად წოდებულს,,ჭირდება,კანონმა მას უნდა მოსტხოვოს პასუხი,მისი ეგოიზმისა და სხვისი შვილის დამცირებისა და გზიდან გადაგდების გამო..ტქვენ მოუკალიტ ინგას და ტქვენს შვილს შვილი, ტქვენ გადაიყვანეტ ჭკუიდან ინგა,ტქვენ ხარტ ბოროტების სატავე, იპარპაშე ეხლა მაგ სასახლეში,იქნებ ვინმემ გაბედოს და გიტხრას ყველაზე კარგი ადამიანი ხარო.ტქვენნაირ ადამიანზე ნატქვამია უნახავმა რა ნახაო და ....ასეა.ისე საკიტხავია რა სახის პატიოსან შრომას ეწეოდი რომ სასახლე გამოჭიმე?ბევრი მინახავს მარტლა 24 საატი შრომობდეს,მაგრამ ტუ საახლს ააშენებს,მის დასრულებას ვერ ახერხებს,და ტუ შვილებიც წამოესწრო მერე ხომ ყველაფერს მატ სწავლას ანდომებს,ტქვენ კი ყველაფერი მოასწარიტ.. საიდან??ამღვრეულ წყალში ბევრმა იტევზავა,ალბატ ერტერტი ტქვენც ხარტ.. საიდან ამდენი სიბოროტე ვიტომ პატიოსან,ვიტომ მდიდარს,ვიტომ შვილის მოყვარულს ??შეგაცვენოტ ტქვენნაირი დედებიც და ვაი ადამიანებიც სულიტ ვინძური ხარტ ტქვენ..
03:17 / 23-05-2014
გამოხმაურება / 0 /
დალი
კარგი ქმარი იქნებოდა თქვენი ვაჟი თუ ცოტა ადრე მიხვდებოდა რა უნდოდა მის ოჯახს და მეტ ყურადგებას დაუთმობდა მეუღლეს დედის იმედით კი არ უნდა ყოფილიყო...უფალმა მოგიტევოთ დაე ფეხზე დადგეს და გააგრძელოს ცხოვრება თქვენმა რძალმა თუ კიდევ შეძლებს ვაფასებ თქვენი ვაჟის ახლანდელ საქციელს მაგრამ ვერ ვპატიობ წარსუუუუულსსს
21:47 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
irina დებილი ხარ თუ ამ დედამთილის დაქალი?
18:48 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანანო
რა საზიზღარი ქალია და როგორ შემეცოდა ის ინგა. ციხეში ინგა კი არა ეს ქალი უნდა იყოს, საწყალი გოგო აიძულეს სახლიდან გაქცეულიყო და ახლა თავს იმართლებს. ასეთები არ არიან შვილის და შვილიშვილის ღირსი.
18:46 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუ 32
ბავშვი არავითარ ბავშვი არავითარ შემტხვევაში არ უნდა მიეტოვებინა,მაგრამ დედამთილს ნეტავ როგორ წარმოედგინა შვილის ბედნიერება?ალბათ დიდგვაროვანი რომ ყოფილიყო რზალი ნამდვილად არ ჩაიდენდა მსგავს საკციელს:-)
18:04 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
დედა და დედამთილი
ჩემს რძალს შემოევლოს ჩემი სიცოცხლე. მას ჩემი შვილი უყვარს და როგორ შეიძლება მე ის არ მიყვარდეს? ყველა დედამთილი ვისაც რძალი არ უყვარს უნდა მოხვეტო და სანაგვეზე უნდა გადაყარო.
17:05 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS