18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
ნაზი
ტქვენი სჰვილისჰვილი ტქვენვე დაგიგუპავტ რა სჰუასჰია აქ სტსტუსი და სიმდიდრე და სიგარიბე ტქვენ სჰვილს ვინც უყვარდა ის მოიყვანა საერტოდ ტბილისლები კუდაბზიკა და ამპარტავანი ხალხი ხარტ სჰესაფერისი არააო მტავატია ადამიანობა და სიყვარული ,ურტიერტ გაგება ტორე ტქვენი რდზალი არაფერ სჰუასჰი ტუ ტქვენი სჰვილისჰვილი გიყვარდატ მივაქცევდი ყურდგებას გმერტის გრსჰინოდეტ და აცალეტ ტქვენ სჰვილს ნუ გაუმცარებ ახალგაზდებს ცხოვრებას ,ზუსტად ეგეტი დედები ანგრევენ ოჯახებს
21:49 / 16-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატუნა
დიდი საზიზგარი ქალი კოპილხარტ ქალბატონო მიგეგო ეგ გოგო ცესიერად სჰეგეკვარებია და სჰვილიტ სჰეგეკვარებიმა ხომ კარგად იქნებოდა კველაპერი საკუტარ ტავს რატომ არ ადანასჰაულებ?? ტიპიური ბოროტი დედამტილი ხარ. ახლა დაჯექი ცოცხზე და იპორინე მე ასეტი ცარმომიდგენიხარ.
20:23 / 16-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ჩვეულებრივი ქაჯი ქალი. ბოგმა ეჩვიანი ...შვილის გვერდით სხვა ქალი ვერ აიტანა და ოჯახიც დაღუპა.
14:22 / 08-08-2014
გამოხმაურება / 0 /
111
ღმერთმა ყველა დაიფაროს თქვენნაირი დედამთილისაგან ...
21:58 / 02-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
საშინელი ქალი ჩანხართ ქალბატონო ეთერი!რა შუაშია გვარი და გლეხობა?!სოფლიდან რომ იყო იმიტომ შეიჯავრეთ ალბათ ის საწყალი გოგო.მაგ გოგოს და ბავშვის ცოდვა თქვენს ნამუსზეა,დარწმუნებული ვარ არც ისეთი ავტორიტეტული ადამიანი იქნებით როგორიც თქვენ გგონიათ.ალბად თქვენი ახლობლებიც ვერ გიტანენ.იმედია გამოჯამრთელდება თქვენი რძალი.თქვენ კი ღმერთის გეშინოდეთ კუდაბზიკა ქალბატონო!.
15:15 / 31-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლამზო
ნუ გავიცყდება საქარტველო ხვნა ტესვის სამსჰობლოა და იმ გოგოს მსჰობლები სცორედაც რომ ქარტველები ყოპილან სჰენ კი ვირტხა რომელიც ტავის სოროსკენ მოპარულს მიატრევს ისე კუდიც გექნება არ დაგავიცყდეტ რომ ყველა დიდი პიროვნება სოპლელია დარცმუნებული ვარ სჰენ ცივ მცჰადზე იქნები გაზრდილი და ეგ ყველაპერი სჰენი ცარიელი ტავის მოგონილია მე მარტო ის მიკვირს მაგ საზაგელმა ქალმა როგორ გაზარდე სჰენი სჰვილი რომელიც იმ საცოდავ გოგოს გვერდიტ რომ უდგას ახლა მაინც დარცმუნებული ვარ ის გოგო გამოკეტდება და სჰენ კი სიცოცხლეს პსიქიატრიულსჰი დაასრულებ
08:51 / 31-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
მთავარია ადამიანი იყო და რა მნიშვნელობა აქვს, პროვინციელი იქნები თუ არა???თქვენ ლომის წილი მიგიძღვით თქვენი შვილის ოჯახის დანგრევაში.აღიარეთ, რომ პირველივე დღიდან გძულდათ თვენი რძალი.თქვენი წარსული გადაქექეთ, დარწმუნებული ვარ,იქ რაიმე საინტერესოს აუცილებლად წააწყდებით.ეხლა ბედნიერი ხართრაც მოხდა?გრცხვენოდეთ!!!!!!!!
08:20 / 31-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
საყალი რზალი ტკვენს ხელსჰი, მისმა დედ-მამამ ხვნა-ტესვის გარდა არაპერი იცოდნენ, გვარი გენეტიკა, სოფლელი ,კმარა რა ცინიზმია, ამპარტავნება, რა სჰუასჰია სოპლელობა რომელი ხარტ ერტი ხოხბის სჰტამომავალი?
01:23 / 31-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ბაია
qalbatono eteri geshinodet gmertis tven zalian did codvass chadit da kidev chadixar .tveni codvebi patara angelozma izgo ,gmertma gaanatlos misi patara suli.:( problema tqven rzalshi kiara tqven tavshia im gogos adgilze vinc ar unda yofiliyo darwmunebuli var yvelas mase gaumwarebdi cxovrebas rogorc magas.codvaa shennairi adaminebi tore im gogos kide gaumartlebs cxovrebashi rac mtavaria qmarma ar miatova .saxlshi ki romelic mteli cxovreba gishenebia dajeqi shen marto da icxovre codvebit savsem.
01:06 / 31-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიი
გული მერევა ამ გაბოროტებულ,დაბოღმილ ბაბაიაგა დედამთილზე და კიდე ვინც თავის სულელური აზრებით ამ გველს დაიცავს ყველა ასეთი იქნება რათქმაუნდა!!! ღმერთის ეშინოდეთ ყველა ასეთ უტიფარ ხალხს!!!
00:18 / 31-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS