18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
nuki
ამ ქალის მონაყოლიდან არაფერია დასაჯერებლი.ტიპიური ქართველი კუდაბზიკა დედამთილია.ყველაზე უარესი კი ის არის რომ თავისი უმეცრობით ამდენი ადამიანი დაღუპა თავი კი ისევ მართალი გონია
11:05 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ტამუ
საცყალი გოგო დედამტილის მსხვერპლი გახდა საინტერესოა ტვიტონ როგორი რდზალი იყო?
23:04 / 17-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ანკა
ეს ქალი ავადმყოფია ეს უნდა გამოაწყვდიონ საგიჟეთში, იმიტომ რომ თბილისელი არ იყო და ბევრი ფული არ ჰქონდა რძალი შეიძულა ვაი შენს პატრონს კიდე ვერ ხვდება თავის დანაშაულს, ამ ქალმა რძალი, შვილიშვილი და თავისი შვილიც კი დაღუპა არანორმალური კიდე ვერ ხვდება თავის დანაშაულს.
13:32 / 17-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ბავშვის დედა უნდა დაისაჯოს საყვარლის გულიზე ავადმყოპი ბავშვი მიატოვა სიცხიანი და ტვიტონ კი ორი დგე იგულავა ისე მაინც ეკიტხა ტავისი შვილი როგორ იყო დროზე რომ მიეხედა გადარჩებოდა ბავშვი.უკვე დაგვიანებული იყო და რას გადარჩებოდა.დედამტილებს ნუ ლანდზგავტ ცესიერი ცხოვრება ვერ შეირგო.ციხესჰი უნდა ჩასვან დაისაჯოს სად მიეტრეოდა სჰეყვარებულტან სიცხიან ბავშვზე მიეხედა.ბოდიში და სექსზე უარი ვერ ტქვა ეს იყო მტავარი ვიდრე ბავშვი.ესაა სიმარტლე. .
13:15 / 17-08-2014
გამოხმაურება / 0 /
გოგო
დედამთილს რომ თავიდავე არ უნდოდოა ეგრედწოდებული სოფლელი გოგო..იმიტომ წერს ესეთი გამწარებული..ალბთ თავისი რომ ვერ გაიტანა და მისმა შვილმა ის მოიყვანა მაინც ვინც უნდოდა,იმიტომ სძულს ესე.მძულს ესეთიდედამთილები..მიეცით უფლება საკუთარ შვილებს იყვნენ ბედნიერები.ურჩიეთ,მაგრამ ნუ ჩაერევით..ეს მათი ცხოვრებააა..რაც შეძლება რძლის საყვარელს.მე ისეთი შთაბეჭდილება დმრჩა რომ გაბოროტებიული დედამთილის მონაჩმახია..
12:42 / 17-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნელი
თქვენი სიმდიდრე და სასახლე დიდი რამე გგონიათ, დატკბით თქვენი ქონებით. მათ კი მიეცით საშუალება თავიაანთ ცხოვრება ნულიდან დაიწყონ ნუ ერევით მათ საქმეში ცოდვას ნუ იდებთ თქვენი პრეტენზიულობით და ეჭვიტ ნუ გააუბედურებთ ისევ თქვენ შვილს, ნუ აურევთ თავგზას თორემ შენ ცოდვას იდიდებ და შენი შვილი კი უბედურდება.
09:46 / 17-08-2014
გამოხმაურება / 0 /
მირა
მართლაც ჩანს ეჭვიანი დედამთილის კლანჭები. ჯერ ერთი პატიოსანი შრომით სასახლეს ვერავინ იშენებს!
00:31 / 17-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ელე
ვაიმეეეეე რა კოშმარი ქალია, სიმარტლეს ეუბნება შვილი,სოპპლელობის გულიზე სჰშიდზულა რძალი,გმერტის ტქვენც გეშინოდეტ
00:02 / 17-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
თბილისელობა პროფესიაა, რომელსაც არცერთ უმაღლეს სასწავლებელში არ ასწავლიან.
23:56 / 16-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ანუკი
ასეთი დედამთილი რატო უნდა არსებობდეს ფუფ...
23:00 / 16-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS