18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
სოფო
გვარი და გენეტიკა მომეწონა :D რამდენი მაგალი წრის ქალია გარყვნილი და რამდენი გლეხი პატიოსანი. ეგოისტი დედის ინტერვიუა ეს, რომელსაც საყვარელი "შვილი" წაართვეს. რამდენი გოგოა ესე გამწარებული და მერე ყველაფერს რძალს აბრალებენ
11:54 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო ზიგული
დედამთილი არა მამამთილი ბოზი ქალი ბოზია გინდა შეავიწროვე გინდა არა ..ბოზი ბოზია.
11:49 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
კოკი
ოჰჰ თქვე დედამთილებო!!!!! რომ შეგეძლოთ რძლის ისე მიღება როგორც შვილისა ყველას ცხოვრება საამური იქნებოდა , მაგრამ ეეეჰჰჰჰჰ
11:35 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ხვნა თესვის მეთი არაფერი იცოდნენო, შენ თუ დღედაღამ ტრ...ში იყურებოდი იმიტო ხარ ზეკარგი ადამიანი, შე მართლა ქაჯო, შენ ვინ აგიტანდა რომ დაიწყებდი პლარწვას
11:25 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
სალო
საზიზღარი ქალი, რადგანაც სოფლიდან იყო იმიტომ აითვალწუნა, ყველა უბედურების სათავე თავადვე ხარ თბილისელო მანიაკო დედამთილო, როგორ მეზიზღებიან შენისთანები ღმერთი არ გაპატიებს კიდევ ბევრს დაგტანჯავს :(((
11:21 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
*სოფლელები რასაც კადრულობენ,* *ქალაქელები იმას არ *გააკეთებენ.დააკვირდით სოფლიდან * *ჩასული გოიმებისაგან არის თბილისი * *მოთხრილი. აბა შედით ბორდელებში სულ *ეს გოიმები "მუშაობენ" ჭუჭყიანები, *მოუვლელები. ანდა ქუჩაში ისევე ეტყობათ *მწარე სოფლელობა. ამ ქალბატონს არ *ვამტყუნებ, ძნელი ასატანია ასეთი გიომი *სახლში, შეგრცხვება მისი გარეთ გაყვანის.
11:18 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
5welia ase vwamobtmagram is qalbatoni verafers miagwevs ertis garda rom shvili miagdebsda miatovebs ,yveladedamtili nagavia,raxan shvilia rdzalic unda marton vai tqvens patrons avoda anchxlo dedamtilebo mezizgeba yvela aseti dedamtili jvari mweria me aseti dedamtilis siashi shevide wlebis mere,ufleba rom mqondes gagwewavdi
11:17 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მადონა
აუუ რა ბოროტი და ბოღმა დედამთილი ყოფილა ეს "განათლებული შეძლებული "ქალი!!!!!მე შვილს ვცემდი პატივს და მისი გულისთვის სოფლელ გლეხ ქალს რძლად მივიღებდი."ჯადო"გაუკეთაო ეგ თქვენი მოგონილია ქალბატონო,მაგით ამართლებთ თქვენ შვილს რადგან უღირსი ქალი ყავს ცოლად.თქვენ დიდი ბოროტება ჩაიდინეთ იმის მაგივრად რომ რძალს დალაპარაკებოდით ნათესავს მისი თვალთვალი დაავალეთ,შვილმა ეგ არ უნდა გაპატიოთ!!!!ან შვილს როგორ დაუმალეთ!!!!თქვენმა ბოროტებამ შეიწირა სინამდვილეში ის ანგელოზი ......ხომ ხედავთ რძალი შეიშალა ,მხოლოდ იმას თუ ნანობს 2 დღე შვილის გვერდით არ იყო და ის 2 დღე მთელ ცხოვრებაზე გაცვალა.შენ კი მთელი ცხოვრება იმაზე დარდობ სოფლელი რძალი როგორ მოგიყვანეს "დიდებულ ოჯახში"....შენი შვილი კარგად მოიქცა შეშლილი ქალი არ მიატოვა ის დამნაშავედ გრძობს თავს და ასეცააა.....ნათქვამია კარგ კაცს ცოლი არ გაუბ.....ოოოოო
11:12 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ოოოოოოოოოოოოო
yveladedamtili ertnairi satanaaaaa,roca daqorwindebian mashinve calke unda gadxvide rom dedamtilma ar martos chveni siyvaruli da urtiertoba,,oh ras chavadzaglebdi exla am dedamtils...
11:11 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
.............
sastikad verv itan dedamtili rom ereva aset sakitxshi miecit tavisupleba shvilebeebs is uket gadawyvets rada rogro jobia martlac es dedamtilebi arian am ubedurebisda ojaxisdangrevis ertderti dziritadi mizezebi enas kbili dachiret da miecit shvilebs tavisufleba!!!!!!!
11:07 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS