18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
თაკო
ოხ ეს "გვარ-გენეტიკიანი" დედამთილები!!! ვერასოდეს ეგუებიან,რომ ვაჟიშვილი გაიზარდა და დედიკოს ლოგინში აღარ დაიძინებს! თუ ღმერთმა ინება და მდიდარი რძალი შეხვდა,ხომ კარგი და თუ არა ნამუსზეც ხელს იღებენ! ვინ იცის რომ საყვარელი ყავდა საცოდავ გოგოს? მისმა ნათესავმა უთხრა? ადამიანი ასეთ დავალებას რომ მიიღებს კაპასი დედაკაცისგან-ის მასზე უარესი იქნება. ალბათ ამ გათახსირებულმა ქალმა რძალი და შვილიშვილი თავად გააგდო სოფელში და ახლა ნამუსის მოწმენდას ცდილობს.არც ერთი კაცი "ბოზ" ცოლთან არ დარჩება,თან თუკი ეს ცოლი შვილსაც "მოუკლავს".ჩანს,ვინ ვინაა ამ ისტორიაში!
13:42 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ევა
ვენაცვალე, ნამდვილი მამაკაცი ყოფილა, რომ განსაცდელში არ მიატოვა მეუღლე. ვინ იცის, სად რას იტყუება "ტიპიური" დედამთილი. შვილი კი გაუზრდია ვაჟკაცი.
13:19 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთერს
რა დონეც აქვს ამ დედაკაცს აქვე ეტყობა, კიდევ გარკი რამე სერიოზულ თანამდებობაზე არაა ეს თორემ ელბათ დახვრეტდა ხალხს, ერთი ჩვეულებივი ბოროტი ინტრიგანი და ყველაფერზე წამსვლელი არსებაა.... დარწმუნებული ვარ არავის არ უყვარს და არსად ცემენ პატივს. ვინც ასეთ ხალხს ამართლებს გმერთმა ნუ მოუშალოს თითო ასეთი ოჯახში
13:13 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალა
ამბიციური ქალი. მან დაღუპა ნამდვილად ეგ ოჯახი.საწყალი მისი შვილი. გვარი და გენეტიკა რა შუაშია ადამიანობასთან ქალბატონო მდიდარო გინეკოლოგო??????????????????იყავით ეხლა მარტო, მოგიხდებათ.თქვენს ადგილზე ეგეთ სტატიებს კი არ დავწერდი ცოდვებს მოვინანიებდი
13:12 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
თუ ბედნიერებას ეძებთ ქალბატონო, წადით, თქვენს შვილს მუხლმოყრილმა მოუხადეთ ბოდიში და გააკეთეთ ყველაფერი თქვენი რძლის გადასარჩენად... ის კიდევ აჩუქებს შვილს თქვენს ბიჭს.... ასე როგორ გაბრმავებთ ამ მშობლებს ეს ეჭვიანობა, რომ საკუთარი შვილის ბედნიერებასაც კი იმეტებთ...
13:04 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნენე
დედამთილი რომ არაა დადებითი პიროვნება, ცხადია, მაგრამ ქალს რომელსაც ერთდროულად ქმარიც ყავს და საყვარელიც, რა ქვია ჩემზე უკეთ იცით, ისე ეს დედამთილი ნაწილობრივ მართალია - ბევრ სოფლელს ახასიათებს ასეთი რამ ,მაგრამ - ვინაიდან შენი შვილის არჩევანია სწორედ ეგ სოფლელი თუ ქალაქელი, სულერთია, ამ არჩევანს პატივი უნდა სცე , მაგრამ ერთად არ უნდა იცხოვროთ, ცალ-ცალკე და მხოლოდ ცალ-გალ;კე და თავისი ოჯახი იმ შვილმა თვითონ უნდა არჩინოს
13:02 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მიხო პაპა
ბიჯოო,ბიჯოო ბიჯოოოოოოო.
12:56 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
ლიას!!! შენ ეტკობა ვერ ხარ დალაგებული ისტყერიჩკა იქნები ამ ქალივით!!! მტერს თქვენნაირი დედამთილები.!!! ამ ქალბატონს კი ვინც ეგეთ რამეს წერს ის ადამიანი არ არის!! შვილიც დაღუპე ქალო და შვილიშვილიც ამდენს ვერ ხვდები????!!! რდზალზე რომ არაფერი ვთქვა,გქონდეს ეს შენი ქონება დააჯექი და იყავი!! ღმერთი ყველაფერს ხედავს და დაისჯები ესეთი ბოროტი რომ ხარ!!!!!!
12:29 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მაგარი დამპალი ხარ ვინც ხარ,ეთერი თუ ვიღაც, ერთ ადგილას შეიტენე შენი ქონება და შენ ქმარსაც დაადევნე ხოლმე ვინმე, არ გიღალატოს სადმე. ალბათ შენც კაი ბოზი იყავი თავიდანვე, რომ რძალსაც ეჭვის თვალით შეხედე და გააუბედურე შვილიც და მისი ოჯახიც.იყავი ახლა მარტო და წმინდე მტვერი შენს ძვირადღირებულ ავეჯს.
12:27 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ანკა
სოფლელებმა მაგრად იციან ნადირობა და მერე გაჯეჯილება.უღირსი,უნამუსო გოგოსთვის კარგი ნანადირევია:) მეცოდებიან ლენჩი ბოჭები.
12:17 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS