18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
ნია
დედამთილებო---95% გველები ხართ,ნადვილი შხამიანი ქვეწარმავლები,აი კიდევ ერთი გველი ამ სტატიის გმირი.ყველაზე დიდი უბედურებაც კი მეცოტავება ასეთი დედამთილებისათვის.
15:14 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
მარტო პატარა ბავშვი შემეცოდა, რომელიც ეგოისტი და უდარდელი მშობლების და ისტერიკიანი ბებიის უყურადღებობას შეეწირა!!! აქვე რაც შეეხება სოფლელობის ექსპერტების საყტურადღებოდ!!! მეც სოფლელი ვარ! მერე? ვიზე ვარ ვინმეზე ნაკლები??? ან რითია ნებისმიერი "ქალაქელი" მით უფრო თბილისელი "სვეტი" ჩემზე მეტი?! არც არავიზე ნაკლები ვარ და არც არავიზე მაღლა არ ვაყენებ საკუთარ თავს!!! და ყველამ თავის თავს მიხედოს ქალაქელმაც და სოფლელმაც! დიახ, დღეს სოფლელი მქვია (ფოთიდან ვარ , რომელიც ამ ბოლო 10 წელში მართლა ჭეშმარიტად სოფლად გადაიქცა!) , იმიტომ რომ 22 წლის უკან ისეთი მაგარი ქალაქიდან გამომასახლეს , როგორიც არის (ან იყო) გ ა გ რ ა !!! უკვე წლებია (დაახლოებით 8 წელია) ვცხოვრობ თბილისში! სულაც არ მეხალისებოდა ოჯახთან დაშორება! უბრალოდ აქ სასწავლებლად ჩამოვედი, მერე ბაკალავრს მოჰყვა სამსახური, მერე მაგისტრატურა და ეხლა იძულებული ვარ პროფესიიდან გამომდინარე აქ ვიმუშაო! ფოთში რომ ვინმე უნივერსიტეტს და სამსახურს შემიგულიანებდეს ვერ წარმოიდგენთ რამხელა სიხარულით დავბრუნდები ჩემს პატარა და მყუდრო ქალაქში საცხოვრებლად, გაგრაზე , რომ არაფერი ვთქვა !!! მოკლედ, სანამ სხვის დაცინვაზე გადახვალთ "ქალაქელებო" ჯერ ის გაიხითხეთ რამდენი თაობით (ან საერთოდ თუ) ხართ ქართველი და მით უფრო თქვენთვის ასე საამაყო და სანატრელი "თბილისელი" !!!
14:52 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ყველა ქალბატონს
წავიკითხე ყველა კომენტარი, გული მისკდება იმდენი ვინერვიულე, 54 წლის ვარ , რძალიც ვყოფილვარ და უფლის წყალობით დედამთილიც ვარ უკვე 9 წელია.... ადამიანებო, ქალებო რატომ ვღუპავთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს, რატომ ვიმეტებთ სატანჯველად ჩვენი, საკუთარი ამბიციების გამო, ეს ცხოვრება ხომ ასეთი ხანმოკლეა...ბევრი სიმწარე ვნახე რძლობის პერიოდში, ბევრი დამცირება ავიტანე და ასეთი ცხოვრებისათვის საკუთარ შვილებს, დიახ პირველ რიგში საკუთარ შვილებს ვერაფრით გავიმეტებდი, ,,კარგ მომხვდურს კარგი დამხვდური უნდა,, ეს მართალი ყოფილა, ჩვენ ასე ავღზარდეთ ჩვენი ვაჟები, ასეთი სიყვარული ისწავლეს და ნება ვიბოძოთ პატივი ვცეთ მათ არჩევანს, რატომ ამდენი ღვარძლი და სიძულვილი, რატომ ვაძულებთ თავს გოგონას რომელიც ჩვენმა შვილმა მეგზურად აირჩია, ვინ მოგვცა ამის უფლება, ყველა ადამიანი თავის შეცდომებზე სწავლობს, თუ შეეშლებათ დაე თვითონ გამოასწორონ, რა გვინდა, რატომ ვცდილობთ ჩვენი შეგონებით იცხოვრონ, როდის უნდა გავუშვათ ჩვენი კლანჭებიდან შვილები, ნუთუ ჩვენ ყველაფერში მართლები ვართ....ქალბატონ ეთერისტანა ადამიანები მართლა მეცოდებიან, საკუთარი შვილი ამას რომ გეტყვის, რაღად გინდა სიცოცხლე, ან გიღირთ ამის მერე ცხოვრება, არა შვილი, არა შვილიშვილი....რისთვის ცხოვრობთ...რისთვის სიბერია არ გეშინიათ....გოგონებს კი ვისაც ყველა დედამთილი ერთნაირი ჰგონია...არა ჩემო კარგებო ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ერთანირი ვიყოთ...მარა ცოტა თქვენც შემოუძახეთ თქვენს თავს, რომ თავიდანვე მტრულად არ განეწყოთ დედისადმი ვინც თქვენი საყვარელი მამაკაცი გაზარდა....და აი ნახავთ მერე როგორ ადვილი იქნება ურთიერთობა....უფალმა დაგლოცოთ
14:36 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
შეშურდა, რომ რძალს გამზადებული დახვდა ყველაფერი, მაშინ რას უმზადებდი? გასულიყვნენ ცალკე და აღარ ინერვიულებდი. პროფესია და თბილისში ცხოვრება ადამიანის შეგნებას არ ამაღლებს ჩემო კარგო დედამთილო.ისე, რომ გემუშავა, მაშინ ამდენი დრო არ გექნებოდა რძლის სათვალთვალოდ
14:33 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
კკკ
კკკ
14:15 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
კკკ
შეკიტხვას დაგისვავთ: ვინ უფრო დამნაშავეა? რძალი, რომელმაც იმრუშა და გაანადგურა ოჯახი, თუ დედამთილი, რომელსაც იმიტომ ეზიზღება რძალი, რომ შვილი და შვილიშვილი გაუუბედურა?
14:14 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
1111
დეგენერატი "დონე" !!!!! რახან ცნობილია ამიტომ აითვალწუნა რძალი ხომ? ეგენი ხომ "დონეები" არიან. ხოდა შედეგიც მიიღო...იწანწალოს ეხლა სასამართლოებში. ბავშვია ცოდო პატარა ანგელოზი :(
13:57 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკო
და კიდევ ,პატივისცემიტ სოფლელ-ქალაქელ ანკას(სოფლურად ანა)! "სოფლელობა "(21-ე საუკუნის ახალი ცნება)გეოგრაფია კი არა მორალია . თუ მორალი,სინდის-ნამუსი და ადამიანობა დაგიკარგავს სოფლელ-ქალაქელობას აზრი არ აქვს.შეიძლება ქალაქელი ხარ მაგრამ კარგი და კეთილი სოფლელიც გეყოლება ვინმე ! თუ არა ,მაშინ გეტყვი რომ მეცოდები-შენ ხომ ვერასდროს გაიგებ რას ნიშნავს ატალახებული სოფლის ეზოს კართან უტკბილესი ბებია რომ შემოგეგებება და ირგვლივ არსებული ყველა წმინდა სალოცავს შენს სიცოცხლეს და ბედნიერებას შეავედრებს
13:53 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
......
ეგოისტი, თვითონ უდონო და ბოროტი დედმთილის პოზიციაა. ვაჟიშვილი ყველაზე მეტად მაგ ქალმა დასაჯა....
13:42 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
ნეტა იმ "ჟურნალისტის" თავში ჩამახედა ასეთ სისულელეებს, რომ იგონებს. ამ საიტს უნდა ერქვას წყაროსთან_კაკლის_ჩრდილში.ge
13:42 / 10-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS