18 მაისი, 2014
ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა - „შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს“...
ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა ისტორია, რომელიც ერთ თბილისელ ქალბატონს გადახდა თავს, ძალიან ჰგავს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობის სიუჟეტს. ტრაგედია, რომელიც ცნობილი ქართველი გინეკოლოგის ოჯახში დატრიალდა. აკრძალული სიყვარულის მსხვერპლი რამდენიმე ადამიანი აღმოჩნდა. უფრო კონკრეტულად, თუ რა მოხდა ოთხი წლის წინ მათ ოჯახში, ამ ისტორიის ერთ-ერთი მონაწილე, ქალბატონი ეთერი გვიამბობს.

- ჩემი ვაჟიშვილისა და მისი მეუღლის ურთიერთობა თავიდანვე ანგარებით დაიწყო. პროვინციიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ გადაწყვიტა, მდიდარი და განათლებული ვაჟისთვის თავგზა
აერია. არ მჯერა, რომ მას ოდესმე ჩემი შვილი უყვარდა. უბრალოდ, ამბიციური ახალგაზრდა იყო. ვინ არ ინატრებდა, სასახლეში გათხოვებას. მე და ჩემმა ქმარმა ქონება და ავტორიტეტი მუხლჩაუხრელი შრომით მოვიპოვეთ, მას კი ყველაფერი გამზადებული დახვდა.
- თქვენი რძალი რა პროფესიის გახლდათ?
- ინგამ უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მშობლები რაიონში ცხოვრობდნენ. ინგა ლამაზი გოგო იყო, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ქალს, პირველ ყოვლისა, გვარი და გენეტიკა უნდა უწყობდეს ხელს. ის ისეთი თავქარიანი და პროვინციული აზროვნების იყო, ჩვენს ოჯახში სათანადო ადგილს ვერასოდეს დაიკავებდა. ამას მაშინ მიხვდა, როცა ვაჟიშვილი შეეძინა. მის ადგილზე ბევრი ქალი ოჯახს მიატოვებდა და თავის სოფელში დაბრუნდებოდა, მაგრამ ინგას ბოღმა არ ასვენებდა. ეჩვენებოდა, რომ ოჯახში ქმარმა მისი უფლებები სათანადოდ ვერ დაიცვა, ამიტომ მეუღლისთვის სამაგიერო უნდა გადაეხადა.
- იქნებ ყურადღება რომ აკლდა, საყვარელიც იმიტომ გაიჩინა?
- ჯერ ქმართან ურთიერთობისთვის დაესვა წერტილი და შემდეგ რაც უნდოდა ის გაეკეთებინა. მის მიმართ რა პრეტენზია მექნებოდა, მაგრამ ასე გულს ხომ ვეღარ გვატკენდა. ორი წლის ბავშვი ინგამ ბაღში მიიყვანა, თვითონ ძველ სამსახურში დაბრუნდა. ამ პერიოდში ვიღაც კაცი გაიცნო. თურმე გზაში მანქანა გაუფუჭდა, უცხო მამაკაცმა დახმარება შესთავაზა, ამას ფინჯან ყავაზე დაპატიჟება მოჰყვა, შემდეგ ლოგინი.
- თქვენ საიდან გაიგეთ?
- თუ დედამთილს მახვილი თვალი აქვს, რძლის აღვირახსნილობა არ გამოეპარება. საყიდლებზე სიარულს, ვარცხნილობის შეცვლას, სარკის წინ ტრიალსა და შინიდან გასვლას მოუხშირა. როგორც კი ეჭვი გამიჩნდა, ოჯახის მეგობარს ვთხოვე უკან გაჰყოლოდა და შეემოწმებინა. ინგა ეშმაკი ქალი იყო, მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ და გზიდან გადაუხვია. მას შემდეგ ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ საყვარლის ნახვაც რომ უნდოდა? თავისი ჭკუით გამოსავალი იპოვა. ბავშვი დედასთან წაიყვანა. ჩვენ გვეგონა, რომ თვითონაც რაიონში დარჩა, მაგრამ საყვარელმა იქ ჩააკითხა. ბავშვი გზაში ცუდად გახდა, პატარას სიცხე ჰქონდა, ინგამ შვილი ბებიასთან დატოვა, თვითონ კი ეშმაკმა უწყის, სად დაეხეტებოდა. საყვარელს ორი დღე ვერ მოშორდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, უკან დაბრუნდა, შვილი თითქმის უგონო მდგომარეობაში დახვდა.
- დედას რატომ ელოდებოდნენ, ექიმთან ვერ წაიყვანეს?
- ინგას მშობლებმა ხვნა-თესვის მეტი არაფერი იცოდნენ. სოფლის ექიმი მოუყვანეს, მან რაღაც დანიშნულება მისცა და წავიდა, ბავშვს კი მფრინავი მენინგიტი ჰქონდა, ინგამ ბიჭი მაშინვე თბილისში წამოიყვანა. პირველად ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანა, მაგრამ არ დაიტოვეს. იქიდან ინფექციურში გაგზავნეს, თუმცა პატარა ანგელოზს აღარაფერი ეშველა...
როცა სიმართლე გავიგეთ, გადავწყვიტე, ინგასთვის მეჩივლა. მისი დაუდევრობით ბავშვი გარდაიცვალა, მას ციხეში უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევაც კი არ დაწყებულა.
- თუ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი იყო, დედის გვერდით ყოფნა მაინც ვერ დაეხმარებოდა, თქვენ, უბრალოდ, რძალი გძულდათ, ეს კი გამოძიების დასაწყებად საკმარისი სამხილი არ არის.
- მან ჩემი ოჯახი გაანადგურა, ვის ეყვარება ასეთი ადამიანი, ამიტომ არც ვმალავ, რომ მეზიზღებოდა, თუმცა თვითონაც საკმარისად დაისაჯა. ბავშვის დაღუპვის შემდეგ ჭკუიდან შეიშალა. საკუთარ თავს ვერ აპატია, რომ ის ორი ღამე შვილის გვერდით არ იყო. ახლა ქმარს შინ ჰყავს ჩაკეტილი, თუ გარეთ გამოაღწია, უცნობ-ნაცნობს ყველას უყვება, შვილი მივატოვეო.
- ანუ ქმარი ინგასთან ერთად არის?
- ყველაზე მეტად ეს მკლავს. ამ უზნეო ქალმა ჩემი ვაჟივშილი როგორ მოაჯადოვა, რომ ამ ამბების შემდეგაც გვერდიდან არ შორდება. უფრო მეტიც, რამდენიმე თვის წინ, როცა შინ დაბრუნება ვთხოვე, მითხრა, ჩემი ოჯახის უბედურების მიზეზი თავად ხარ, ინგას გვერდით რომ დავდგომოდი, თქვენთვის მისი შევიწროების უფლება არ მომეცა, იქნებ ეს უბედურება არ მომხდარიყოო.
- იქნებ მართალიც არის?
- არა, ის ცოლის მსგავსად ჭკუიდან შეირყა, თორემ დედას ასეთ სიტყვებს როგორ ეტყოდა. მე ხომ მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ვიბრძოდი. სამაგიერო რით გადამიხადა. შეშლილ ქალთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, მშობლებს აღარ ეკონტაქტება და იმედი აქვს, რომ ინგას გამოჯანმრთელებას შეძლებს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 269 /
ელზა
იქნებ თავიდან სიყვარულით რომ მიგეგოთ როგორც თქვენ უწოდებთ ის პროვინციელი გოგო დგეს თქვენს სვილს ბედნიერი ოჯახი ექნებოდა.
21:30 / 06-06-2016
გამოხმაურება / 0 /
მარიკო
დაოკდით ყველა, თქვენ ეყობა გონზეც არ ხართ რა ძელია სულით პროვინციელ და მდაბიო ადამიანთან ურთიერთობა. გაზარდე შვილი და უყურე მერე გომბიოს. ხოხობი არ ვიცი და ისე ყველა თავის კუთხეში რო დაეტიოს არ იქნება ურიგო. საქმის გამკეთებელი ფ და ნიჭიერი ადამიანი ყველგან დაფასდება. არაა აუცილებელი ყველამ თბილისში იცხოვროს
20:57 / 05-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ხათო
რატომ გახდით ეგოისტი??ამან პირველ რიგში თქვენი ვაჟი იმსხვერპლა..მიგეცათ ახალგაზრდებისთვის თავისუფლება,,,ახლა მაინც აცალეთ...ხომ შეიძლება კვლავ ბედნიერები იყონ და უამრავი შვილები გააჩინონ,,,
18:05 / 09-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ანა
ეს ქალი აშკარად თვითონ არის ჭკუიდან შეშლილი
03:23 / 04-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ყვეველა ხოხობი ვერიქნება რომ აუცილებლად ქალაქელი იყოს.....
15:41 / 03-11-2015
გამოხმაურება / 0 /
lika
"ეთო" დედამთილებს ნუ იცავ.. როცა შვილი ოჯახს ქმნის,ის უკვე ცალკე ოჯახია,და მათ საქმეში არც დედამთილი და არც არავინ არ უნდა ჩაერიოს,სწორედ მაგ ჩარევის მერე ინგრევა ოჯახები,და სიძულვილი ჩნდება.. რა პრობლემაც არ უნდა იყოს,ცოლქმარმა თითონ უნდა გაარკვიონდა,ისე გადაწყვიტონ თავის საქმე,როგორც თითონ სურთ..და ეს ბიჩი ცოლის ჩმორი კი არ არის,უყვარს ცოლი,მათ საერთო შვილი დაკარგეს,და ამას ორივე განიცდიან,მითუმეტეს,ხედავს რა დგეში ჩავარდათავის ცოლი,და რა უნდა ქნას,წიხლი უნდა კრას,და მოისროლოს?! ქმარი თუ შეგნებულია,ესეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ ცოლს სწორედაც რომ ყურადგებას მიაქცევს,და მის გვერდით იქნება! მეც გათხოვილი ვარ,და მე და ჩემი ქმარი ჩვენც თითონ ვწყვიტავთ ჩვენს პრობლემებს,და ჩემს მხარეს არის სულ... ხოდა ეს რას ნიშნავს,რომ ჩემი ჩმორია?! ვაი იმათ პატრონს,ვინც ესე აზროვნებს!
15:39 / 03-11-2015
გამოხმაურება / 0 /
თაკო
შენი ბრალია აბა რა არი გოგოს ამცირებდი ადგან სოფლიდან იყო ამპიციური ტვიტონ ხარ გაგიჯდაო იძახი იმიტო რო უყვარდა საკუტარი შვილი მაგრამ ტქვენმა გულციობამ მიყვანა გოგო ი დონემდე რო საყვარელი გაჩინა ან იქნებ უგონებ შენნარებს ეგ არ გაჯირდებათ გულის ამრევი ხარ
18:38 / 23-08-2015
გამოხმაურება / 0 /
თაკო
ვამე რა ამპარტავანი ქალია ერტი რა ნაგლი ხარ და საქმეც ეგრე წაგივიდა გველოოო
18:31 / 23-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ძალიან სამწუხარო ამბავი მომხდარა, მაგრამ მე მაინც დედამთილს ვადანაშულებ, რადგან შენ შვილს თუ უყვარს, რა შუაშია სოფლელობა და ქალაქელობა. ეტყობა, პირველი დღიდან ზემოდან დაუწყო ცქერა და ალბათ, შვილსაც სულ იმას ჩასჩიჩინებდა, შენი და ჩვენი სსაფერისი არ არისო. თუმცა, არც რძალია მართალი. როცა ქმარ-შვილი გყავს, აქეთ-იქით რაღას დაწოწიალობ.
16:46 / 23-08-2015
გამოხმაურება / 0 /
კანო
იმატ ტუარ ესმოდატ სჰენ ხო გესმოდა .სიყვარულმა ეგ არიცის ვინ ნასცავლია და ვინ უსცავლელი .დამნასჰავეა ეს დედამტილი აბა რააა და იმიტომაც იტანჯება ასე რომ იცის რა ბრალიც მიუდგვის .ამპარტავან ქალს
08:21 / 23-08-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS