- 35 წლის ასაკში გავთხოვდი, არ დაგიმალავთ და მანამდე საყვარელი მყავდა. ის ჩემი ქმრისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, ისეთი სიმპათიური იყო, ყველაზე თავდაჭერილ გოგონებსაც კი უჭირდათ მისთვის თვალის არიდება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასეთი მამაკაცის ყურადღება და
ვისაც არ გამოუცდია, ვერ წარმოიდგენს, რა ძნელია ყოველ დილით ისეთი მამაკაცის გვერდით გაიღვიძო, რომლის მიმართ არანაირი გრძნობა არ გაქვს, შეუხედავია, თანაც პირს რომ გააღებს, მხოლოდ უვიცობას აფრქვევს. ხშირად ეჭვის თვალით მიყურებდა და მეუბნებოდა, შენ რაღაც სერიოზული პრობლემები გქონდა, თორემ ჩემზე გათხოვებას არ გადაწყვეტდიო.
- მან იცოდა, რომ გათხოვებამდე სხვა მამაკაცი გყავდათ?
- ვანოს ვუთხარი, რომ განათხოვარი ვიყავი. ქართველ კაცებს ამ ფაქტს უფრო ადვილად ეგუებიან, ვიდრე საყვარლის არსებობას. ურჩევნიათ, ოთხჯერ იყო გათხოვილი, ვიდრე მთელი ცხოვრება ერთ კაცს ხვდებოდე, ოღონდ ''არალეგალურად''. პირველი შვილი ცხრა თვის თავზე გვეყოლა. ბავშვი გამოცხადებული მამა იყო და მისთვის გიჟდებოდა. ვანოსაც არანორმალურად უყვარდა თავის შვილი. ამ ფაქტმა ჩემსა და ვანოს შორის ურთიერთობაზე დადებითად იმოქმედა. შევძელი მისთვის სხვა თვალით შემეხედა, თითქოს რაღაც გრძნობაც გამიჩნდა, სწორედ ამ დროს ასპარეზზე ისევ დაბრუნდა ჩემი ძველი საყვარელი.
- ეს რას ნიშნავს?
- ქუჩაში შემთხვევით შემხვდა, ყავაზე დამპატიჟა. ორივე ვერიდებოდით ძველ გრძნობებზე ლაპარაკს, ვცდილობდით ზოგად თემებზე გვესაუბრა, საერთო ნაცნობები გაგვეხსენებინა, მაგრამ ეს თავის მოტყუება იყო. ერთი კვირის შემდეგ მე და მამუკა ისევ შევხვდით ერთმანეთს და ჩვენი წრეგადასული სიყვარული თავიდან დაიწყო. თვის ბოლოს კი აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ასეთ მდგომარეობაში უამრავი ქალია, მაგრამ მათმა უმეტესობამ დანამდვილებით იცის ვინ არის ბავშვის მამა, მე კი წარმოდგენა არ მქონდა, შვილს ვანოსგან ველოდებოდი თუ მამუკასგან.
- თავად თუ იცოდნენ შენი ფეხმძიმობის ამბავი?
- ვანოს თავიდანვე ვუთხარი და სანამ მამუკას შევხვდებოდი, ექიმთან წავედი ექოსკოპიის გასაკეთებლად. სისხლის ანალიზი ჩავაბარე და ჩემი უბედურებაც აქედან დაიწყო, ექიმთან პასუხები ლაბორანტმა შემოიტანა, თანაგრძნობით გადმომხედა, მერე ექიმს მიუბრუნდა და ანალიზის პასუხი გაუწოდა, თან ხმადაბლა უთხრა, შიდსზე დადებითი პასუხიაო. ექიმმა მაინც ჩაიკითხა ოფიციალური დასკვნა და თავის ქნევით გამომხედა, - თქვენ შიდსი გაქვთო... გონება დამიბნელდა და დავეცი. როცა გონზე მოვედი, თეთრხალათიანები დავინახე. უნდა გამაგრდეთ, ჩამესმა ყურში ექიმის ხმა. როგორია დამშვიდდე, როცა ერთი წუთის წინ სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანეს. ვისთვის უნდა მეთქვა, ისიც არ ვიცოდი. შინ დავბრუნდი, ვანოც მალე მოვიდა.
ის იყო ქურთუკი გაიხადა, რომ ტელეფონმაც დარეკა. ეს ზარი პოლიკლინიკიდან იყო. სანამ ქმართან დალაპარაკებას შევძლებდი, ექიმმა თვითონ უთხრა, გამოკვლევაზე უნდა მოხვიდეთ, რამდენიმე საათის წინ თქვენს ცოლს შიდსი დაუდგინდაო. ვანო ისედაც მშიშარა იყო, ამ ამბავმა კი შოკში ჩააგდო. რაც ხელში მოხვდა, ყველაფერი იატაკზე გადმოყარა, მღალატობ, შე ბოზო, ეს რა ამკიდეო, ყვიროდა გაცოფებული. ბოლოს კარი გაიჯახუნა და გავარდა. მისი გასვლიდან რამდენიმე წუთში მამუკას ნომერი ავკრიფე და ვუთხარი, შენგან ბავშვს ველოდები, თან შიდსი აღმომაჩნდა.
ამის შემდეგ ჩემ გარშემო ისეთი ამბები დატრიალდა, თავი ჯოჯოხეთში მეგონა. როგორც იქნა ვანომ ძალა მოიკრიბა და გამოკვლევაზე წავიდა, დასკვნა საოცარი იყო, მას შიდსი არ აღმოაჩნდა. როცა უკან დაბრუნდა, ორი სიტყვით მითხრა, ჩაალაგე შენი ნივთები და წადი, პირველ ბავშვს ჩემთან ვიტოვებ, მეორეს კი თვითონ მიხედე, ეგ ჩემი შვილი არ არისო. სად უნდა წავსულიყავი, დედაჩემს მივაკითხე. სიმართლე გითხრათ, ოჯახის დანგრევაზე არც მინერვიულია, ჩემი ცხოვრება ისედაც მთავრდებოდა, ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, აბორტი იყო. ახალშობილს მუდმივი ტანჯვისთვის ვერ გავიმეტებდი, თანაც ვინ გაზრდიდა მას...
- მამუკა სად იყო და რას აკეთებდა?
- მთელი კვირა არ დამკავშირებია, როგორც ჩანს, შოკში იყო. ბოლოს დამირეკა, როცა ვუთხარი დედასთან ვარ-მეთქი, იქ მომაკითხა. ანალიზები გაიკეთე? - ვკითხე გულგრილად.
- არა, თუ დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ჩემი შვილია, ანალიზის პასუხს მნიშვნელობა აღარ აქვს, ბავშვი უნდა გააჩინო და სანამ ცოცხლები ვართ, მივხედავთ. არ ვიცი, მართლა მიხედავდა თუ არა ავადმყოფს, მაგრამ მისმა სიტყვებმა სიცოცხლის აზრი დამიბრუნა. მამუკა მომაკვდინებელ დაავადებაზე ძლიერი აღმოჩნდა, ახლა მივხვდი, რატომ მიყვარდა ეს კაცი მთელი ცხოვრება თავდავიწყებით.
- როგოც ვიცი, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა...
- სრულიად ჯანმრთელია და საოცრად ჰგავს მამუკას. ჩვენ კი ამ ბავშვმა და განუკურნებელმა დაავადებამ ერთმანეთს საბოლოოოდ დაგვაკავშირა. გულის სიღრმეში ორივეს გვეშინია, ეს სიკვდილის შიშია, მაგრამ შიშთან ერთად შეიძლება ცხოვრება, თუ გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს. ვანო პირველი ბავშვის ნახვის უფლებასაც მაძლევს, მათი გულისთვის უნდა ვიბრძოლო..
მკითხველის ისტორია