ლიზიკო, 28 წლის.
- ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მაღალშემოსავლიანი სამსახური შემომთავაზეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ კომპანიასთან უნდა მქონოდა კავშირი. ხელმძღვანელი სხვა იყო, მე საოფისე სამუშაოს ვასრულებდი. მოგეხსენებათ, ჩვენთან რომ ღამდება, იქ დილაა. შესაბამისად დღე და ღამე
- რა ჰქონდა დასამალი?
- საღამოობით ვიღაც ბიჭი აკითხავდა. ყველას როგორც ბიძაშვილი, ისე გააცნო. ცოდოა, თბილისში ჩემ გარდა არავინ ჰყავს და როცა დასჭირდება, ღამის გასათევად მოდისო. საკუთარი საფიქრალი იმდენი მქონდა, მის ცხოვრებაში ქექვას არ ვაპირებდი, თქვა და დავიჯერე, სანამ 22 თებერვალი არ დაღამდა. პირველი საათი იქნეობდა, მასალებს გადასაგზავნად ვამზადებდი, როცა აივნის მხარეს რაღაც ხმაური შემომესმა. კარი ფრთხილად გავაღე და გავიხედე. რას ვხედავ, ფიქრიას აივანზე კაცი სოსისივით ჩამოკიდებულა და რკინის რიკულებზე ხელებს ძლივს იმაგრებს. თავიდან ქურდი მეგონა, მაგრამ სიბნელეში კარგად რომ დავაკვირდი, შიშველი იყო, მხოლოდ ტრუსები ეცვა. მალე სახეც გავარჩიე. ის ფიქრიას ''ბიძაშვილი'' იყო. მივხვდი, რაღაც ძალიან უჭირდა, დიდი ტანჯვა-წამებით დავეხმარე, რომ ჩემს აივანზე გადმობობღებულიყო და შინ შევიყვანე. როცა ცოტა დაწყნარდა, მიხვდა, რომ უნდა აეხსნა, რას აკეთებდა აივანზე გაშიშვლებული. მიკიბ-მოკიბა, ცდილობდა, რაღაც სისულელე დამეჯერებინა, ბოლოს ხელი ჩაიქნია და მითხრა, მე და ფიქრია საყვარლები ვართო...
იმ ღამეს ფიქრიას მშობლები მოსკოვიდან მოულოდნელად ჩამოსულან და თითქმის დედიშობილა გამოიქცა.
- და იმ დედიშობილამ ღამე თქვენთან ერთად გაატარა?
- პირველი მეც ამაზე დავფიქრდი, ბინიდან როგორ უნდა გამეშვა. ჯემპრი მივეცი, გრძელი კაბა ამოიცვა და ჩემ ბოტასებში ნახევრად ჩადგმული ფეხით დაეშვა კიბეზე. ტაქსის ფული გზაში რომ არ დამეწია, ''ცისფერებს'' ხელიდან ვერ დაუსხლტებოდა.
- მეორე დღეს ''სპეტაკი'' ფიქრია ნახე?
- როგორც ჩანს მას თავის საყვარელზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა. დარწმუნებული იყო, პაატა მეორე სართულიდან ჩახტა და თავს უშველა, თავად სატრფოსაც ჩემთან ვიზიტის შესახებ არაფერი უთქვამს. მეც რა მენაღვლებოდა, დავივიწყე. ორი კვირის შემდეგ, როცა ფიქრიას მშობლები უკან გაემგზავრნენ, მისი ''ბიძაშვილი'' ისევ გამოჩნდა. დამინახა და თანამზრახველივით გამიღიმა. იმ ღამეს აივნიდან ისევ ხმაური შემომესმა.
- პაატა ისევ საცვლისამარა იყო?
- (იცინის), არა, მგონი პიჯაკიც კი ეცვა, მითხრა, ვერ დავიძინე, შენთან დალაპარაკება მინდაო.
- სალაპარაკოდ უკეთეს სიტუაციას ვერც კი წარმოიდგენს ადამიანი.
- საყვარლის აივნიდან მის მეზობელს ''კერავდა'', ეს წარმოუდგენელ.ი თავხედობა იყო. ვუთხარი, სადაც ხარ, მანდ დაეტიე და ჩემი სახელი აღარ ახსენო-მეთქი, მაგრამ პაატა გაცილებით ჯიუტი აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. იმდენი გააკეთა, ორი თვის შემდეგ, მის ტელეფონის ზარებს ვპასუხობდი და ინტერნეტითაც ვსაუბრობდით. ფიქრიასთან აღარ მიდიოდა და დაჟინებით შეხვედრას მთხოვდა. ერთ დღეს არ ვიცი, რა ხასიათზე ვიყავი, გნახავ-თქო, შევპირდი. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, თითქოს გრძნობაც გაჩნდა, ფიქრია როცა ვნახე, შევეცადე არაფერი მეთქვა, მაგრამ ბოლომდე ვერ შევძელი. - იცი, შენ ბიძაშვილს მოვწონვარ, თუ პაატას ცოლად გავყვები, შენი რძალი ვიქნები და უფრო დავახლოვდებით-მეთქი. ვიცი, ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ხომ ვერ ვეტყოდი, რომ მისი საყვარელი მიყვარდა.
- რა გიპასუხა?
- მითხრა, რომ უკვე ყველაფერი იცოდა. მითხრა, პაატას გამო ყველაფერი დავთმე, ვიცი ბევრ რამეში სხვებს არ ჰგავს, ის განსხვავებულად მომხიბვლელია, მაგრამ ერთ, მაქსიმუმ ორ წელზე დიდხანს სიყვარული არ შეუძლია. იცოდე, მალე შენი აივნიდანაც სხვის აივანზე გადაიპარება… ფიქრია ტიროდა, მივხვდი, რომ ძალიან ცუდად იყო, თანაც იქნებ სიმართლეს მეუბნებოდა.
- ამ საუბრის შემდეგ პაატას აღარ შეხვედრიხარ?
- არა და სწორადაც მოვიქეცი. პაატას ჩემთან განშორება დიდხანს არ უგლოვია. ის ძველ საყვარელს შეურიგდა და ფიქრიას ბინაშიც ისევ გამოჩნდა მისი ''ბიძაშვილი''. მე კი ისევ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი, დღე მძინავს, ღამე ვმუშაობ და თან უბანს ვდარაჯობ, რა იცი, საიდან გამოჩნდება ახალი თაყვანისმცემელი.