07 მაისი, 2014
''საქართველოში ძალიან ცოტა მამაკაცს აქვს ცოლთან თავისუფალი სექსი''...
ყოველდღიურად გვჭირდება რაღაც სიახლე, ადრენალინი, თუნდაც მცირე ინტრიგა ადამიანების უმრავლესობა ნებისმიერ ასაკში სიახლის ძიებაშია, იშვიათად მოსწონს ვინმეს ერთფეროვანი ცხოვრება და წყნარი დინება. ორივე სქესი სხვადასხვანაირად ებრძვის ამ ''პრობლემას''. ხშირად ორმოც წელს მიტანებული ან გადაცილებული მამაკაცი დაღვინების ნაცვლად ამ ასკაში იწყებს ''დუღილს'', რამდენიმე ქალს ერთდროულად ეპოტინება და ამით საკუთარ თავს უმტკიცებს, რომ ჯერ კიდევ მაგარია და ასაკში შესული ბევრად უფრო სიმპათიურია, ვიდრე უწინ...

ლევანი (43 წლის):
- ცოლი 21 წლის ასაკში მოვიყვანე. კურსელები ვიყავით, ერთად ვატარებდით
მთელ დღეებს. ხან ერთი მეგობრის სახლში ვიყავით, ხან მეორის. დაბადების დღე იყო, თუ ქეიფი, მაინც ერთად გვიწევდა სიარული და ბოლოს ვუთხარი, მოდი, ბარემ ღამითაც ერთად ვიყოთ-მეთქი.
- და ''ბარემ'' ცოლად მოიყვანეთ, არა?
- ჰო (იცინის). სიმართლე გითხრათ, აქ კიდევ ერთი მიზეზი იყო. სკოლა რომ დავამთავრე, ბიძაჩემმა ოროთახიანი ბინა მაჩუქა. მითხრა, ცოლს რომ მოიყვან, ერთი ''ნოლ სემი'' ჩემზე იყოსო. რა მექნა, მანქანა ძალიან მინდოდა (იცინის).
- ბიძამ დანაპირები შეგისრულათ?
- აბა, როგორ?! ჩვენებმა 300-კაციანი ქორწილი გადაგვიხადეს და ''პაესდკაშიც'' გაგვიშვეს. იქიდან რომ დავბრუნდით, ჩემს ბინაში, ცალკე დაგავბარგდით.
- მუშაობდით სადმე?
- როგორც კი სწავლა დავამთავრე, მუშაობა დავიწყე. ვაჭრობის სფეროში ჩემებს ბევრი ახლობელი ჰყავდათ და მამაჩემის ძმაკაცმა თავისთან მომაწყო.
- მაპატიეთ, მაგრამ უნდა გკითხოთ, მეუღლე გიყვარდათ?
- კი, როგორ არა და ახლაც მიყვარს. ამქვეყნად ოჯახი ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელია. კი, ქალები სულ მყავდა, ერთხელ თითქოს სერიოზული რომანიც მქონდა, მაგრამ ოჯახის მიტოვებაზე არასოდეს მიფიქრია. ორი შვილის მამა ვარ, ''ლევი'' ბავშვი არავისთან მყავს და არც მეყოლება. რას ლაპარაკობ, მაგას როგორ ვიზამ?!
- ასე დარწმუნებული რატომ ხართ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გაქვთ...
- (იცინის) ჰო, არასოდეს თქვა არასოდესო - კარგი ნათქვამია, მაგრამ ეგეთი ''იაღლიში'' აქამდე არ მომსვლია და ახლა აღარ მომივა.
- ალბათ გიფიქრიათ, რატომ გაქვთ ურთიერთობები სხვა ქალებთან...
- მაგას დიდი დაფიქრება არ სჭირდება. ცოლი მიყვარს, მაგრამ სხვასთან ურთიერთობის სურვილი მაინც მიჩნდება. ეს ''მავსებს''. როგორ გითხრათ, ქალი ხართ და შეიძლება ვერ გაიგოთ, მაგრამ კაცი გაიგებს. ჩვენ ყოველდღიურად გვჭირდება რაღაც სიახლე, ადრენალინი, თუნდაც მცირე ინტრიგა. არასოდეს არავისთვის სიყვარული არ ამიხსნია და არ მომიტყუებია, თუ ვიღაც მომეწონება, პირდაპირ ვეუბნები, რომ მასთან ''იმ პონტში'' ურთიერთობა მსურს. საბედნიეროდ, დღემდე თავში ტაფა არავისგან მომხვედრია, თუმცა გაოცების მომენტები ხშირია (იცინის).
რა არის იცი, ერთ რამეს დავაკვირდი, ქალები თავს იშტერებენ ხოლმე, არადა მე ყოველთვის პირდაპირ ვეუბნები, რა მსურს მათგან. მერე ვითომ ვერ ხვდებიან, რატომ ვეპატიჟები ყავაზე, მერე უფრო მაგარ სასმელს ვუკვეთ, ერთად ვსვამთ, მანქანით გასეირნებას ვთავაზობ. მერე იწყება მსახიობობა, სცენები ერთი-ორი ცრემლის თანხლებით. მერე ჩემს მხრებში ჩარგავენ თავს და თავის ისტორიებს ჰყვებიან, რომელიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს - როგორ უყვარდათ, როგორ ტოვებდნენ, როგორ გატანჯეს კაცებმა.…არც ერთ ქალს ურთიერთობაში საკუთარი თავი არ დაუდანაშაულებია, მამაკაცები ხომ მონსტრები ვართ (იღიმის)!
ერთადერთი ქალი შემხვდა ისეთი, რომელმაც ჩემს შეთავაზებაზე სხვებივით თავი არ დაიშტერა. პირდაპირ მითხრა, რომ არაფერი გამომივიდოდა. ახლაც მახსოვს მისი ფრაზა, რატომ გინდათ სადმე შევხვდეთ, რას ელით ამ ურთიერთობისგან, დარწმუნებული ვარ, სულაც არ გსურთ ჭიქა ცხელი ჩაის თანხლებით ბოდლერზე საუბარიო (იცინის). მის მიმართ ინტერესი გამიორმაგდა. არადა, განსაკუთრებული არაფერი იყო, ჩვეულებრივი გამხდარი, ქერა გოგო, მაგრამ ისეთი შინაგანი ძალა მოდიოდა მისი თვალებიდან, თავს ვერაფერს ვუხერხებდი.
იმ გოგომ მითხრა, 25 წლის ვიყავი, როცა ერთი კაცი გავიცანი. ის მთელ სამყაროს მერჩივნა და მიუხედავად იმისა, რომ მესამე წელია ჩემთან აღარ არის, მაინც მიყვარსო. შენ კი არა, მთელი საკაცეთი რომ ჩემ წინაშე მუხლებზე დაემხოს, ვერავის სხვა თვალით ვეღარ შევხედავო. თან ამას არ იგონებდა, არ მეთამაშებოდა, რეალურად ამბობდა. დიდი ხანი ვაკვირდებოდი მის ყოველ ნაბიჯს და დავრწმუნდი, რომ სიმართლეს ამბობდა. ყველაზე მეტად ის მომწონდა, რომ თავის სიყვარულს არ მისტიროდა და თავს არ მაცოდებდა.
- მგონი მის მიმართ გულგრილი არ ყოფილხარ...
- ჰო, შეიძლება ითქვას, რომ ლიკა შემიყვარდა. იცით, წლები რომ გადის, ცოლის გვერდით ცხოვრებას ისე ეჩვევი, გგონია, რომ შენი სისხლი და ხორცია, ვიღაც ძალიან ახლობელი
- ლიკაზე ვსაუბრობდით...
- ჰო, მევასებოდა ეგ ქალი და მიუხედავად იმისა, რომ მითხრა შანსი არ გაქვსო, მე მაინც ფარ-ხმალს არ ვყრიდი. ისე ვიქცეოდი, როგორც 17 წლის ბიჭი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. თან არ მეჩხუბებოდა, მაგრამ ღიმილით ისეთ ''მწარეს'' მეტყოდა, ადგილზე ვქვავდებოდი. მოკლედ, რამდენიმე წელი ვდიე. პარალელურად სხვა ქალებსაც ვხვდებოდი, მაგრამ ლიკას მიმართ მაინც დაუოკებელი ლტოლვა მქონდა. ერთხელ მითხრა, 30 წელს გადავაბიჯე, გათხოვებას არ ვაპირებ, მაგრამ შვილი აუცილებალად მინდა მყავდესო. დაუფიქრებლად ვუთხარი, არ გინდა შენი შვილის მამა მაინც ვიყო-მეთქი, მაგრამ ღიმილით უარი მითხრა. მერე საბერძნეთში წავიდა რამდენიმე თვით. იქიდან რომ დაბრუნდა, ვნახე, ექვსი თვის ორსული იყო. გოგონა შეეძინა, დღემდე მარტოა და ბავშვს მარტო ზრდის.
- როგორ ფიქრობთ, თქვენმა ცოლმა თქვენი გატაცებების შესახება არაფერი იცის?
- ამაზე არასოდეს გვისაუბრია. შეიძლება იცის კიდეც, მაგრამ სასაყვედურო არაფერი აქვს. ჩემს ოჯახს არაფერი აკლია, არც ცოლი მყავს უყურადღებოდ და არც საკუთარ თავს ვივიწყებ. კაი რა, ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად და მაშინაც ჩემი არ გავისწორო (იცინის)?! თან იმასაც გაგიმხელთ, რომ ცოლისთვის იმის კადრება არ შემიძლია, რაც ამ ქალებთან მაქვს.
- რას გულისხმობთ?
- ამას ყველა კაცი გეტყვით, დღეს, საქართველოში ძალიან ცოტა მამაკაცს აქვს ცოლთან თავისუფალი სექსი და ამიტომ გარბიან სხვა ქალბატონებთან.

მკითხველის ისტორია


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 34 /
უცნობი
ეხლა ასაკში ვარ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ასე მეგონა ეს ამბავი ჩემი ქმრის მონათხრობი იყო. ასე გონიათ არაფერს აშავებენ მაგრამ როგორ აშავებენ. სულ სოკოს ინფექცია მქონდა. პაპილომა ვირუსიც გამიჩნდა, რამაც დიდი ზიანი მომაყენა.მერე გადავწყვიტე აღარ მიმეკარებინა და მე ვთქვი ყველაფერზე უარი. დავისვენე ინფექციებისგან. აი ოჯახი მაინც ვერ დავანგრიე შვილებს მამა ვერ წავართვი. შედეგი? ვერ ვიტან ვერცერთ მამაკაცს, ყველა მოღალატე მგონია.
16:00 / 04-06-2020
გამოხმაურება / 0 /
მეხი დაგაყარე მაგ ქომფორო თავზე!
შენ ამოწყდი და ყველა შენნაირიც!
17:58 / 05-04-2018
გამოხმაურება / 0 /
@
კაცი კი არა, ნეხვის გროვა ხარ
16:07 / 05-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ნატა
სულელური სტერეოტიპებით მცხოვრები კაცუნაა. მამაკაცების უმეტესობა სწორედ ასე აზროვნებს და ეს აქსიომა გონიათ. რა გულისამრევია..... ასეთები ოჯახის ღირსები არ არიან. ალბათ ცოლს როგორ ეზიზღება ათას მეძავზე გადამხტარ ქმართან ყოფნა. თურმე ცოლს ''ვერ აკადრებს''.... რასაც შენ ვერ აკადრებ შენს ცოლს, სხვა მამაკაცი აკადრებს დიდი სიამოვნებით.
15:07 / 05-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ME
ამ სირიკოსაც რომ თავი მაგარი ტიპი ჰგონია, არადა ერთი ჩვეულებრივი, ტიპიური არაკაცია
14:42 / 05-04-2018
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
კარგად მსჯელობენ ქალები კომენტარებში, იმედია მასე პროფესორობთ საწოლში:)
16:55 / 11-08-2016
გამოხმაურება / 0 /
გოგო
აუ მეცინება აქ კომენტარებს რომ ვკითხულობ, მე ამ კაცს საერთოდ არ ვთვლი ნორმალურად მისი მონაყოლიდან გამომდინარე მაგრამ.... ქალებო დიდი ხანია რაც მოდაში შემოვიდა საჯაროდ იმის ტრაბახი თუ ქმართან რას აკეთებთ? და დარწმუნებულები ხართ რომ ეს ,,მაგარ" ქალებად წარმოგაჩენთ? მაგარი საცოდავი და გულისამრევები მეჩვენებით :-/ :-/ :-/
21:51 / 16-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ყველა ქართველი კაცის სახელით ნუ საუბრობთ არც მე დამიხევია უკან არც მეუღლეს ჩვენს სურვილების განხორციელებებზე.. სექსში :) რა კადრებებზე საუბრობთ ? 25 წლის წინ შევქმენი ოჯახი თან :) თუ აგინებდა ლოგინში დედას არ ვიცი სიყვარულში კი ყველაფერი მოსულა....
15:42 / 22-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
სად იპოვეთ? არა მგონია რომ ასეთი მახნჯი არსებები არსებობენ. აშკარად გამოგონილი ისტორიაა
15:34 / 22-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ეს იმიტომ არ აკადრებს რომ სხვასთან სიარულს ვერ შეელევა და როცა ქმარი იცი რომ სხვასთანდადის თავისთავად არანაირი სურვილი არგექნება ჩვეულებრივი სექსის გარდარამე გქონდეს
15:33 / 22-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS