04 მაისი, 2014
როცა მეგობრის ცოლი გაცდუნებს - „სიყვარულმა მაზოხისტად მაქცია“
იმ დღეს ჯონიმ გაქცევით უშველა თავს, თუმცა დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მისმა მეუღლემ დამირეკა ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი, ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. მას უკვე ჰყავს მეუღლე, ორი შვილი, მამაკაცი, რომელიც უყვარს და აქვს „სერიოზული“ პრობლემა, როგორ შეიტყუოს ქმრის მეგობარი საძინებელში, რომელიც ძმაკაცის ერთგულებასა და ქალის გამოწვევას შორის ნამდვილ ჯოჯოხეთში მოექცა.

ნელი:
- კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როცა გაგა გავიცანი. ის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი იყო. ცოტა თავქარიანი, ცოტა თავხედი, გამომწვევი. როცა გაგამ თავისი მშობლების გასაცნობად
მიმიყვანა, სადედამთილო ფაფარაშლილი ლომივით დამხვდა. ცხვირწინ ბრილიანტიანი თითები მიტრიალა და ბოლოს მითხრა: - მე საქორწინო ბიჭი არ მყავს, მას ჯერ მთელი ცხოვრება წინ აქვს, ამიტომ შენც გირჩევ წიგნებს მიხედოო, თან მეუღლეს გადახედა, რომელიც სათვალის ზემოდან სიბრალულით სავსე თვალებით მიცქერდა.
- რატომ სიბრალულით?
- იმ წუთში ამის მიხვედრა ძალიან ძნელი იყო. როგორც მოგვიანებით მითხრა, თავიდანვე შემატყო, რომ ადვილად არ დავთმობდი პოზიციებს. შვილის ცოლი კი დედამთილის ხელში წინასწარ ეცოდებოდა. ამ შეხვედრიდან რამდენიმე თვეში უკვე მისი ცოლი ვიყავი. გაგა ჩემს დაბადების დღეზე დავპატიჟე. იქიდან კი სვანეთში გავიპარეთ. ჩვენი მშობლები ორი კვირის განმავლობაში გვეძებდნენ. როცა ჩამოვედით და დაგვინახეს, რომ ცოცხლები ვიყავით, არასასურველ ქორწინებას ვინღა ჩიდა. მაშინ 16 წელი შემისრულდა და მომდევნო სამ წელიწადში ორი შვილის გაჩენაც მოვასწარი. თითქოს ბედნიერი ოჯახი მქონდა, მაგრამ თანდათან მოვიწყინე, ერთფეროვნება ყელში ამომივიდა, აქეთ-იქეთ ვაწყდებოდი, სიახლეს ვეძებდი, ის კი არ ჩანდა.
- ჯონი საიდან გამოჩნდა?
- ის ჩემი ქმრის მეგობარი იყო. ოთხი წელი გერმანიაში ცხოვრობდა, ამიტომ ძალიან გვიან გავიცანი. როცა ჯონი თბილისში დაბრუნდა, მეუღლე და ქალიშვილი ჰყავდა. პირველი დანახვისთანავე აღვფრთოვანდი. ყველა ის თვისება ჰქონდა, რომელსაც მამაკაცში ვაფასებ. თავისუფალი, დამოუკიდებელი, ლაღი, იუმორით სავსე, ამავდროულად საკუთარ ძალებში დარწმუნებული. მის გვერდით ნებისმიერი ქალი თავს ბედნიერად იგრძნობდა.
- შენ მიმართ რამე გრძნობა გაუჩნდა?
- როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მამაკაცი იმ ქალს ირჩევს, რომელიც თავად ამ ქალმა აირჩია. ჯონი მალე მიხვდა, რომ მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი და გრძნობა თანდათან მძაფრდებოდა. ერთ დღესაც, შინ მარტო დავხვდი. მოვატყუე, გაგა მალე მოვა-მეთქი, თორემ არ შემოვიდოდა. მე ვსადილობდი, ისიც სუფრასთან მივიწვიე და ჭიქა ღვინო შევთავაზე. უხერხულად იგრძნო თავი. ალბათ უტიფრად ვუცქერდი. ბოლოს წასვლაც კი დააპირა, მაგრამ არ გავუშვი. ვუთხარი, რომ მასთან მნიშვნელოვანი სალაპარაკო მქონდა. კიდევ უფრო მეტად დაიბნა, ასე უცებ ფაქტის წინაშე რომ დადგებოდ,ა ვერ წარმოედგინა.
- რა უთხარი?
- წინასწარ უამრავი ფრაზა მქონდა მოფიქრებული, მაგრამ ყველა თავიდან ამომიფრინდა. მხოლოდ ის მინდოდა, მისთვის მეკოცნა და ასეც მოვიქეცი... იმ დღეს პირველად ვიგრძენი, რომ არც ჯონი იყო ჩემ მიმართ გულგრილი, მაგრამ ძმაკაცის ღალატიც არ შეეძლო.
- შენ ქმარს უღალატე?
- ყოველთვის ვაცნობიერებდი იმას, რომ ჩვენს ურთიერთობას მომავალი არ ექნებოდა. უბრალოდ თავგადასავალი, ხანმოკლე გართობა მჭირდებოდა. დარწმუნებული ვარ, ჯონისთან ღამე რომ გამეთია, მის მიმართ არანორმალურ ლტოლვას, ვნებას თუ რაც გნებავთ ის დაარქვით, დავკარგავდი. ქალს ყოველთვის მიუღწეველი იზიდავს. ეს საოცარი აზარტია.
- მოკლედ, ვნება იყო, ლტოლვა, აზარტი თუ სიყვარული, ვერ გაგერკვია, მთავარი მიზანი იყო, მასთან ერთად დაწოლა.
- (იცინის), ეს კულმინაციაა, ამის შემდეგ საკუთარ გრძნობებში უკეთ გავერკვეოდი. იმ დღეს ჯონიმ გაქცევით უშველა თავს, თუმცა დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მისმა მეუღლემ დამირეკა, მთხოვა დედაჩემი ავად არის, რაიონში უნდა წავიდე, თუ შეგიძლია ბავშვი საღამომდე შენთან იყოს, როცა ჯონი გათავისუფლდება, მოაკითხავს და წაიყვანსო. სიამოვნებით დავთანხმდი. ოღონდ მის თხოვნაში მცირეოდენი ცვლილება შევიტანე. სანამ ჯონი ბავშვს მოაკითხავდა, თავად დავურეკე და ვუთხარი, გოგონას შინ მოგიყვან-მეთქი. კაცს ენა ჩაუვარდა. საკუთარი გამარჯვებით წინასწარ ვტკბებოდი, როცა ჯონის კარზე ზარის ღილაკს დავაჭირე თითი, მაგრამ აღფრთოვანება სახეზე შემეყინა, ზღურბლს მიღმა მოღიმარი გოგონა დამხვდა. შინ შემიპატიჟა და ჯონიც იქ დავინახე. ის სავარძელში ჩამჯდარიყო და ტელევიზორს მიშტერებოდა. როგორც ცოტა ხანში გავარკვიე, ეს გოგონა მათი ნათესავი იყო, რომელიც სავარაუდოდ ჯონიმ ჩემგან დასაცავად გამოიძახა.
- მასთან ურთიერთობის სურვილი მაინც არ გაგიქრა?
- კი, წესით თავმოყვარეობა უნდა შეელახა, მაგრამ სიყვარულმა მაზოხისტად მაქცია. მის მიმართ უფრო მეტი სიმპათია გამიჩნდა.
- გაგა ვერაფერს ხვდებოდა?
- თვითონ ქალებს იყო გადაყოლილი და იმდენად გაერთო საკუთარი საიდუმლოებების მიჩქმალვით, ცოლის კონტროლი დაავიწყდა. უფრო მეტიც, ჯონი რამდენიმე დღე რომ არ გამოჩნდებოდა, ურეკავდა, ეჩხუბებოდა, სად დაიკარგე, ახლავე გამოდიო. საწყალი ბიჭი მგონი გაგას ნომრის დანახვაზე უკვე კანკალებდა. ერთ დღესაც, როცა მოთმინების ფიალა აევსო, მითხრა, - ბოლო რამდენიმე თვეა შენ გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობ, ცოლის გვერდით ვწევარ და შენ მესიზმრები, მაგრამ გაგას ვერ ვუღალატებო...
- ჯონი გულწრფელად მებრალება...
- მე კი მისი არ მესმის, ხომ შეიძლება ისე მოვიქცეთ, გაგამ ვერაფერი გაიგოს. სიმართლე გითხრათ, მას უფრო მეტად იმის ეშინია, ჩვენი ურთიერთობის ამბავი არ გამჟღავნდეს, თუ დავარწმუნე, რომ შევძლებთ საიდუმლოს შენახვას, მაშინ ჩემი ოცნებაც ასრულდება... ოპტიმისტი ვარ და ვიცი მიზანს მივაღწევ.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
pati
vagzlis bozebs upro scems kaci pativs vidre aset "meojaxe" bozebs.
18:17 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ეხლა რა უნდა უწოდო ამ ქალს? მარტივად---ბოზი!!!
18:11 / 06-08-2015
გამოხმაურება / 0 /
ოოოოოოოო
ქალი ეშმაკზე ადრე დაიბადა სულ რაგაც 1 წუთით
13:28 / 24-11-2014
გამოხმაურება / 0 /
albina
Ana shens komentarze indeni vicine tavis tkivilma gamiara.madloba.
21:32 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ბატონო დიმიტრი, ევროპაში ნამყოფი ხართ? თქვენ ევროპა ალბათ ერთი დიდი ყოველგვარი გარყვნილების ბუდე გგონიათ. სადაც დედებს შვილები არ უყვართ და ყველას ქუჩაში აქვს სექსი :)
16:13 / 05-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS