03 მაისი, 2014
„მამის შემდეგ შვილი შევაბი“ - შურისძიება პლასტიკური ოპერაციით
თუ ბედმა გაგიღიმა და კაბინეტის ზღურბლს გადააბიჯე, იწყება შებმა ხანმოკლე სასიყვარულო ურთიერთობის გასაბმელად რა როლს თამაშობს სილიკონებით დაბერილი მკერდი და ტუჩები შურისძიებისას და როგორ უნდა გადაუხადოთ სამაგიერო მამაკაცს, რომელმაც ქალების პატივისცემა დაკარგა.

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი 24 წლის ანანოა.

- ოცდაორი წლის ასაკში უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი ავიღე და სამუშაოს ძებნას შევუდექი. მამაჩემი მეორედ იყო დაქორწინებული, დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ მას კიდევ ორი შვილი შეეძინა, ჩემი პრეტენზიული დედინაცვალი კი ჭირვეულ ბავშვზე უ
არესი იყო, ვერ ვიტყვი, რომ ოჯახი არ უყვარდა, არც მე მექცეოდა ცუდად, მაგრამ ისეთ ფუფუნებაში იყო გაზრდილი, ხელმომჭირნეობას ვერ იტანდა, მამაჩემიც იძულებული იყო, დღე და ღამე გაესწორებინა შრომაში.
- შენ იშოვე სამსახური?
- ძებნის პროცესში მეც იმ ბანალურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, როგორშიც ბედის მაძიებელი უპატრონო და ლამაზი გოგოები ხვდებიან ხოლმე. ჯერ დირექტორის კაბინეტამდე მიღწევა იყო პრობლემა, როგორც წესი, მდივნები ყველანაირად ცდილობენ ხელმძღვანელს შენი ვიზიტი თავიდან აარიდონ, მაგრამ თუ ბედმა გაგიღიმა და კაბინეტის ზღურბლს გადააბიჯე, იწყება შებმა ხანმოკლე სასიყვარულო ურთიერთობის გასაბმელად.
- ურთიერთობის ხანგრძლივობასაც თვითონვე აკონკრეტებდნენ?
- პირდაპირ ამას არავინ იტყვის, მაგრამ ვულგარული ჟესტებით, პირველივე შეხვედრისას თვალებით რომ გაგაშიშვლებს მამაკაცი, ყველაფერი გასაგებია. ვის უნდა ზედმეტი თავის ტკივილი, ხანგრძლივი ურთიერთობები ყოველთვის სახიფათოა. მე ჯერ თავს ვიცავდი, ვცდილობდი საუბარი ჩემს პროფესიაზე გადამეტანა, მაგრამ ვინ მისმენდა? ერთმა ისიც კი მითხრა, ჩვევად მაქვს ქალებთან საქმეზე მხოლოდ ლოგინში ვსაუბრობო. რამდენიმე თვის უშედეგო წანწალის შემდეგ მივხვდი, ან სახლში უნდა დავმჯდარიყავი, ან ვინმეს სარეცელი დამემშვენებინა. ზედმეტი კდემამოსილების გარეშე გეტყვით, რომ ეს უკანასკნელი ამოვირჩიე.
- უფრო კონკრეტულად?
- 52 წლის მამაკაცი, ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა და სათავო ოფისში იმხელა კაბინეტი ჰქონდა, მთელი ჩემი კორპუსი ჩაეტეოდა. როცა საღამოს შეხვედრა და ერთად ვახშმობა შემომთავაზა, დავთანხმდი. მისმა მძღოლმა რესტორანში წასაყვანად შინ მომაკითხა, ვიფიქრე, რომ საყვარლის ყოლა არც ისე ურიგო იქნება-მეთქი. როცა მეორე დღეს თავის მეგობარს დაურეკა და 900-ლარიან ხელფასზე, ბანკის რაიონულ ფილიალში გამიშვეს, დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი აღფრთოვანება თითქმის ოთხ თვეს გრძელდებოდა, მაგრამ მალე ყველაფერი აირია, გივიმ დარეკვას მოუკლო, ბოლოს ჩემს ნომერსაც აღარ პასუხობდა. ნათელი იყო, რომ მას ახალი გატაცება გაუჩნდა, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პარალელურად ოფისში ჩემი მუშაობით უკმაყოფილო ადამიანების რიცხვმაც იმატა და გივის გაცნობიდან 5 თვის თავზე კვლავ უმუშევარი აღმოვჩნდი.
- ე.ი. გარისკვა არ ღირდა.
- უბრალოდ, არჩევანში შევცდი. ყოფილ საყვარელს ჩემთვის სამუშაოს შენარჩუნება მაინც შეეძლო, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყა. ის გოგონა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ხელებს უკოცნიდა, სრულიად უინტერესო გახდა მისთვის. ეს ნამდვილი შოკი იყო. მას ამისთვის პასუხი უნდა ეგო.
- შურის საძიებლად ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტე?
- ეს ჩემი მეგობრის იდეა იყო. მან ტუჩები, მკერდი და საჯდომი პლასტიკური ოპერაციის სპეციალისტებს მიანდო. ჯერ სკეპტიკურად ვუყურებდი მის გადაწყვეტილებას, მაგრამ როცა შედეგი ვნახე, გადავწყვიტე, რომ ოპერაცია მეც გამეკეთებინა.
- როგორც ვიცი, ეს ძვირი „სიამოვნებაა“.
- დედის დანატოვარი სამკაულები გავყიდე, მას ბებიის ნაჩუქარი ანტიკვარული ნივთები ჰქონდა. იმდენი ფული ავიღე, ოპერაციის შემდგომი პერიოდისთვისაც რომ მყოფნოდა. როცა ყველაფერი დამთავრდა და სარკეში ჩავიხედე, მივხდი, წვალებად ღირდა. მამაკაცები აღფრთოვანებას ვეღარ მალავდნენ, ზოგი მიმტკიცებდა, ერთი ნახვით შეყვარება არსებობსო, ზოგიც ცოლობას მთავაზობდა. იქნებ გავთხოვილიყავი და ოჯახური ბედნიერებაც მეპოვა, მაგრამ გივის ვერ ვივიწყებდი. ალბათ ისიც ბედის საკითხი იყო, რომ მის ვაჟიშვილთან დაკავშირება მოვახერხე. 21 წლის წამალზე „მჯდომმა“ ახალგაზრდა ბიჭმა მხოლოდ იმიტომ მომაქცია ყურადღება, რომ სხვებისთვის დაემტკიცებინა, ფული მაქვს და ნებისმიერ ქალს დავითრევო. მას წარმოდგენაც კი არ შეეძლო, რომ მამამისთან ოთხთვიანი რომანი მქონდა. არ ვიცი, რა თვალით შემომხედა, რამ გადარია, მაგრამ ფაქტია, სულ მალე დაიჟინა, ოჯახში უნდა მიგიყვანო, ჩვენს ურთიერთობაზე სერიოზულად ვფიქრობ და დროა ჩემებმაც გაგიცნონო. შევეწინააღმდეგე, რომელი საუკუნეა, მათი აზრი რაში გაინტერესებს-მეთქი. მინდოდა სახლში მიყვანა გადაეფიქრებინა. იქნებ მასთან დაშორებაც მინდოდა, ბოლო მომენტში გამბედაობამ მიღალატა, არ ვიცოდი, როგორ უნდა შევხვედროდი გივის.
- გივის გამო იმდენი რამ გააკეთე, ურთიერთობის პერიოდში ხომ არ შეგიყვარდა, სხვა შემთხვევაში მისი დავიწყება უფრო გაგიადვილდებოდა.
- ის ჩემი პირველი მამაკაცი იყო, თანაც ქალთან მოქცევა იცოდა, არ ვიცი... იქნებ რაღაც გრძნობაც გამიჩნდა, მაგრამ სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიც არ არის. როცა მის ვაჟიშვილს სახლში მისვლაზე უარი ვუთხარი, სიურპრიზი გამიკეთა, ვითომ შემთხვევით შევხვდით მის მამას. მაღაზიაში შევედით, გივიც ამ დროს მეგობართან ერთად შემოვიდა, სანამ წარდგენის პროცედურა დამთავრდებოდა, ჩემი ყოფილი საყვარელი გაფითრებული იდგა, ვგრძნობდი, ძარღვებში სისხლი ეყინებოდა, თუმცა ეს უხერხული სიჩუმე არავის შეუმჩნევია, სამამამთილოს მეგობარი გაბრწყინებული თვალებით მომჩერებოდა და ქათინაურებით მავსებდა. გივი იმ დღეს გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს... ისე გამოვიდა, რომ მამის შემდეგ შვილი შევაბი.
- თქვენი ურთიერთობა გაგრძელდა?
- მეორე დღეს ჩემს შეყვარებულს თავად ვუთხარი სიმართლე და ვთხოვე, აღარ დაერეკა. მამუკა ორი კვირა აღარ გამოჩენილა, მას შემდეგ კი ყოველდღე შინ მაკითხავს. მთხოვს, თბილისიდან წავიდეთ და ერთად ვიცხოვროთ.
- შენ რა აზრის ხარ?
- მე ის არ მიყვარს, ეს ბიჭი ჩემი და გივის ბინძური ურთიერთობის მსხვერპლი გახდა. დღეს არ უნდა ამის მოსმენა, გონია ვატყუებ, მაგრამ მოვა დრო და სიმართლეში გაერკვევა...

მკითხველის ისტორია


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინსი
სულაც ვერ იძია შური.თუ თვითონ გაიმეტა ამ გოგოსაც იგივე უნდა ექნა რომ იმ კაცს თავის დანაშაულზე პასუხი ეგო და აგარ ეცდებოდა სხვა გოგონების გაფუჩებას .არის ისეთი გარემოებები როდესა სიკეთე არ4 უ7ნდა გამოვიჩინოთ
16:18 / 10-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ის ბიჭიც რა უთავმოყვარეო ყოფილა გაიგო რომ მამამისის ყოფილი საყვარელია ეს გოგო და მაინც არ დაანება თავი.
19:04 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS