30 მაისი, 2013
დედამთილს საწოლში ვიბრატორი ვუპოვე
რეზოსგან ვიცოდი, რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა და ეჭვი გამიჩნდა ექვსი წელია, რაც მე და რეზო ცოლ-ქმარი ვართ. ცოლად რომ გავყევი, ჩემი დედამთილი საფრანგეთში დამხვდა სამუშაოდ წასული. სახლში მე, ქმარი, მამამთილი და პატარა მული ვცხოვრობდით.

სამი შვილი მიყოლებით ისე გავაჩინე, რომ სამსახურისთვის თავი არ დამინებებია. ბოლოს უკვე მუშაობა ვეღარ შევძელო და რეზომ დედამისს სთხოვა, სამშობლოში დაბრუნებულიყო და ბავშვების გაზრდაში დამხმარებოდა.

დიდი ჩხუბის შემდეგ ქალბატონი მედეა საქართველოში დაბრუნდა. მე ძველებურად სამსახურში გავედი, ის კი ბავშვების გაზრდაში მეხმარებოდა. ჩამოსვლიდან
რამდენიმე კვირაში შევატყვე, რომ ქმართან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა.

რეზოსგან ვიცოდი, რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა და ეჭვი გამიჩნდა, რომ დედამთილ-მამამთილი საერთო სარეცელსაც არ იზიარებდნენ. თუმცა რა ჩემი საქმე იყო, ამაზე დიდად არ მიდარდია, მთავარია, ოჯახში ჩხუბი და არეულობა არ იყო.

ერთ დილას დედამთილმა ორი ბავშვი ბაღში წაიყვანა. მესამესთან კი ძიძა დარჩა. იმ დღეს სამსახურში დამაგვინდა და ვიფიქრე, ბარემ შესვენების შემდეგ მივიდოდი და სახლის დალაგება დავიწყე.

დედამთილის ოთახში ლოგინის დასალაგებლად შევედი. ხშირად ტოვებდა აშლილს, ამის გამო ძიძის ძალიან მრცხვენოდა. ბალიშის გასწორების დროს ხელი მოულოდნელად რაღაც ნივთზე მომიხვდა, ინტერესის გამო ბოლომდე ავწიე და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვიბრატორი აღმოვაჩინე.

სამი ღამე არ მეძინა, არ ვიცი, მეუღლეს როგორ ვუთხრა ამის შესახებ. ალბათ ბევრი იტყვის, რა ჩემი საქმეა, დედამთილს რაც უნდა, იმას გააკეთებს, მაგრამ სწორედ იმ საწოლში უწევს ჩემი ოთხი წლის გოგონა, რომელიც ბებიასთან ძილზე გიჟდება.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 106 /
ვიბრატორი
აააუუუუუ რა სიბნელე სუფევს ამ ქვეყანაში... ყველა ქალს სულ ცოტა ერთი ვიბრატორი მაინც უნდა ქონდეს!!! :)
17:52 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კრუსუ
ყველამ თავის ვიბრატორს მიხედოს :D
17:48 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
aqauri
კაცი მოუძებნე))
17:18 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნადო
შენნაირი სულელ რძალს წყალსაც არ მივუტან, რაზეა ლაპარაკი ბავშვების გაზრდაზე??? მიხედე შენს საქმეს შეიძლება დედაშენი უარეს დღეშია მამაშენის გამო და რა ქნას შენ შეგეკითხოს რა ვქნაო!!!!!!!!!!!! ევროები კარგი იყო ხოოოოომ.....
17:06 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ფუ შენისანა რძალს
აბა შენი მამამთილივით საყვარლები ეჩინა საფრანგეთშიიი?? ქალმა როგორც ჩანს არ უღალატა მის ქმარს და გადავიდა ხელოვნურზე. და შენ კიდე მის შესახებ აქ აქვეყნებ. თუ ძიძა გყავდა რას ჩამოიყვანეთ ეგ ქალი, მეტის ღირსია მაგ შენი დედამთილი, რო ვიბრატორზე გადავიდა და საყვარლები გაიჩინა
16:30 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
საფრანგეთიდან ფულებს რომ გიგზავნიდათ კარგი იყოოოო,ეხლა არ დაიწყო არაფერს არ აგზავნიდაო,თავის თავის ქალიაო და ესეთი რაღაცეები,ეგ რომ კარგი დედა არ იყოს,შენ დაკრულზე საფრანგეთიდან არ ჩამოვიდოდა შენი შვილების გასაზრდელად,შე მამაცხონებულო თუ ძიძა გყავს და ფულს უხდი,მაგ ქალს რაღას ერჩოდი ყოფილიყო იქ სადაც იყო,საცოდავი ქალი თან იძახი მამამთილს საყვარელი ყავსო,რა დაგიშავათ მაგ ქალმა,მაგის ადგილზე ვიყო ისევაც გავქუსლავდი სადმე საზღვარგარეთ და გეყარათ მერე კაკალი,არც კაპიკს არ დაგანახებდით,მაინც ვერ ხედავთ და.....მაგის ღირსები ხართ სუყველა,მთელი ოჯახი
16:28 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კაცი
მირჩიეტ რა ვქნას ვურჩევდი მე შემომეხმიანოს ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად
16:25 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
X
რა მოხდა მერე,ამაში ცუდი რა არის არ მესმის...ჯანსაღი ქალის ცხოვრებაა,თუნდაც მეგობარი მამაკაცი ჰყავდეს ეს მისი პირადი ცხოვრებაა..ვიბრატორში ცუდს ვერაფერს ვხედავ,ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად...
16:24 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
შენც მოგინდა რძალო? გათხოვებს დედამთილი და მერე შეადგინეთ გრაფიკი ვინ როდის მოიხმარს და რამდენ ხანს, შეგიძლიათ ტარიფიც დააწესოთ.
16:07 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუკი
ეგ შენი საქმე არ არის და არუნდა ჩაერიო მითუმეტეს შენ ქმარს არუნდა უთხრა და ის ქალი არუნდა შეარცხვინო, ბავშვი აუცილებლად გადაიყვანე სხვა ოთახში რო შემტხვევიტ არ დაინახოს და არ დაინტერესდეს, არამგონია ბავშვს მაგას აჩვენებდეს აქამდე იტყოდა ბავშვი რამეს, მაინც გადაიყვანე სხვა ოთახში, შენ ქმარს არ უთხრა როგორც ქალმა გაუგე დედამთილს და არ დაამცირო შვილის თვალში, შენც დედა ხარ და არავინ იცის ხვალე ჩვენ რას ვიზავთ.
15:35 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS