30 მაისი, 2013
დედამთილს საწოლში ვიბრატორი ვუპოვე
რეზოსგან ვიცოდი, რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა და ეჭვი გამიჩნდა ექვსი წელია, რაც მე და რეზო ცოლ-ქმარი ვართ. ცოლად რომ გავყევი, ჩემი დედამთილი საფრანგეთში დამხვდა სამუშაოდ წასული. სახლში მე, ქმარი, მამამთილი და პატარა მული ვცხოვრობდით.

სამი შვილი მიყოლებით ისე გავაჩინე, რომ სამსახურისთვის თავი არ დამინებებია. ბოლოს უკვე მუშაობა ვეღარ შევძელო და რეზომ დედამისს სთხოვა, სამშობლოში დაბრუნებულიყო და ბავშვების გაზრდაში დამხმარებოდა.

დიდი ჩხუბის შემდეგ ქალბატონი მედეა საქართველოში დაბრუნდა. მე ძველებურად სამსახურში გავედი, ის კი ბავშვების გაზრდაში მეხმარებოდა. ჩამოსვლიდან
რამდენიმე კვირაში შევატყვე, რომ ქმართან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა.

რეზოსგან ვიცოდი, რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა და ეჭვი გამიჩნდა, რომ დედამთილ-მამამთილი საერთო სარეცელსაც არ იზიარებდნენ. თუმცა რა ჩემი საქმე იყო, ამაზე დიდად არ მიდარდია, მთავარია, ოჯახში ჩხუბი და არეულობა არ იყო.

ერთ დილას დედამთილმა ორი ბავშვი ბაღში წაიყვანა. მესამესთან კი ძიძა დარჩა. იმ დღეს სამსახურში დამაგვინდა და ვიფიქრე, ბარემ შესვენების შემდეგ მივიდოდი და სახლის დალაგება დავიწყე.

დედამთილის ოთახში ლოგინის დასალაგებლად შევედი. ხშირად ტოვებდა აშლილს, ამის გამო ძიძის ძალიან მრცხვენოდა. ბალიშის გასწორების დროს ხელი მოულოდნელად რაღაც ნივთზე მომიხვდა, ინტერესის გამო ბოლომდე ავწიე და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვიბრატორი აღმოვაჩინე.

სამი ღამე არ მეძინა, არ ვიცი, მეუღლეს როგორ ვუთხრა ამის შესახებ. ალბათ ბევრი იტყვის, რა ჩემი საქმეა, დედამთილს რაც უნდა, იმას გააკეთებს, მაგრამ სწორედ იმ საწოლში უწევს ჩემი ოთხი წლის გოგონა, რომელიც ბებიასთან ძილზე გიჟდება.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 106 /
nathrfucking matic
ჰოო რა მოხდა მერე ასეთი ?
20:50 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კუკლუშა
და რძალო, შენთან რომ ბავშვები წვანან და შენ ქმართან სექსი გაქვს, ის არაფერია? ვაი, მართლა შენს პატრონს!
17:13 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარი
შენა და შენ ნორმალური ქალი ხარ?რაგაც ეწვი მეპარება...შშესვი მაგ ქალს...უნდა ვიბრატორს იყიდის და უნდა გასაბერ კაცს ვინ გკიტხავს სხვს ინტიმურ ცხოვრენასი რომ ყოფ ცხვირს შე იდიოტო...
16:28 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
:D:D
ბავშვები ყველაფერს გემოს უგებენ :)))))))))))
15:53 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დებილს
საინტერესოა დედამთილი რამდენი წლისაა.ისე მაგარი იდიოტის დაწერილია.
15:45 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუბუ
მართლაც: "ვაი შენს პატრონს!!!" ქალი ჩამოაყვანინე, რომ შენი შვილები ეზარდა, თუ არ მოგწონს ნუ დააწვენ იმ შენს შვილს იმ ქალთან და შენ თვითონ გაზარდე. დაწყნარდი და ჩაიგდე ენა, იდიოტკა!!! ამისთანა დეგენერატები ქმნიან ოჯახებს!
15:42 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვიბრატორი
"მე" მაგარი კომენტარი იყო... ბევრი ვიციენ :) :) :) სამი დღე თუ არ გეძინა, ესეიგი მაგარი ვიბრატორი იყოოო :) :) :)
14:01 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
სამი დღე თუ არ დაგაძინა, კაი ვიბრატორი ყოფილა :)
12:20 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მუციცა
შენი საქმე არაა ეგ,ქმარს როგორ უნდა უთხრა ასეთი რამე შე დეგენერატო.დედაზე როგორ უნდა გაუფუჭო გული? რაც უნდა ის ქნას იმ ქალმა
12:14 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კაზანოვა
თავისი შვილის რა ადარდებს,საერთოდ რა შუაშია ეგ,უნდა და რა ქნას,ღალატს ხომ ჯობია,..
11:25 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS