30 მაისი, 2013
დედამთილს საწოლში ვიბრატორი ვუპოვე
რეზოსგან ვიცოდი, რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა და ეჭვი გამიჩნდა ექვსი წელია, რაც მე და რეზო ცოლ-ქმარი ვართ. ცოლად რომ გავყევი, ჩემი დედამთილი საფრანგეთში დამხვდა სამუშაოდ წასული. სახლში მე, ქმარი, მამამთილი და პატარა მული ვცხოვრობდით.

სამი შვილი მიყოლებით ისე გავაჩინე, რომ სამსახურისთვის თავი არ დამინებებია. ბოლოს უკვე მუშაობა ვეღარ შევძელო და რეზომ დედამისს სთხოვა, სამშობლოში დაბრუნებულიყო და ბავშვების გაზრდაში დამხმარებოდა.

დიდი ჩხუბის შემდეგ ქალბატონი მედეა საქართველოში დაბრუნდა. მე ძველებურად სამსახურში გავედი, ის კი ბავშვების გაზრდაში მეხმარებოდა. ჩამოსვლიდან
რამდენიმე კვირაში შევატყვე, რომ ქმართან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა.

რეზოსგან ვიცოდი, რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა და ეჭვი გამიჩნდა, რომ დედამთილ-მამამთილი საერთო სარეცელსაც არ იზიარებდნენ. თუმცა რა ჩემი საქმე იყო, ამაზე დიდად არ მიდარდია, მთავარია, ოჯახში ჩხუბი და არეულობა არ იყო.

ერთ დილას დედამთილმა ორი ბავშვი ბაღში წაიყვანა. მესამესთან კი ძიძა დარჩა. იმ დღეს სამსახურში დამაგვინდა და ვიფიქრე, ბარემ შესვენების შემდეგ მივიდოდი და სახლის დალაგება დავიწყე.

დედამთილის ოთახში ლოგინის დასალაგებლად შევედი. ხშირად ტოვებდა აშლილს, ამის გამო ძიძის ძალიან მრცხვენოდა. ბალიშის გასწორების დროს ხელი მოულოდნელად რაღაც ნივთზე მომიხვდა, ინტერესის გამო ბოლომდე ავწიე და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვიბრატორი აღმოვაჩინე.

სამი ღამე არ მეძინა, არ ვიცი, მეუღლეს როგორ ვუთხრა ამის შესახებ. ალბათ ბევრი იტყვის, რა ჩემი საქმეა, დედამთილს რაც უნდა, იმას გააკეთებს, მაგრამ სწორედ იმ საწოლში უწევს ჩემი ოთხი წლის გოგონა, რომელიც ბებიასთან ძილზე გიჟდება.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 106 /
ლიკა
შენი ხნის რომ იქნებოდა შენი დედამთილი დარწმუნებული ვარ ვიბრატორი რა იყო არც კი ეცოდინებოდა, შენ კი როგორც ჩანს ყველაფერში გათვითცნობიერებული ხარ.გავა წლები და დარწმუნებული ვარ შენ თავად ცხრა ვიბრატორი გექნება ბალიშქვეშ. მიხედე შენს საქმეს, დედამთილები მაშიან არის კარგი როცა ფულს გიგზავნიან, ისე თვა;ლში გეჩხირებიან. საცოდავი ხარ შენ
11:55 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
1. ეჭვი მაქვს ის ქალი საფრანგეთიდან გეხმარებოდათ რომ შენ 3 შვილი გაგეჩინა და გაგეზარდა 2. ახლა შენ თვითონ რომ გეზარება შენი შვილების გაზრდა, დედამთილს გადააბარე და სამსახურში დადიხარ 3. იმის მაგიერ რომ მადლიერი იყო რაც გაგიკეთა, მის საწოლში დაძვრები და აღშფოთებული ხარ მისი მორალური სახით სარკეში ჩაიხედე, და საკუთარ ოჯახს შენ თვითონ მიხედე - არ გიფიქრია ამაზე?!
11:02 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ის დედამტილიც დებილი რო დაბრუნდა საქარტველოსჰი სჰვილების გასაზრდელად. მიტუმეტეს ტუ ქმარს სხვა ქალი ყავს და სჰვილტანაც ცუდი ურტიერტობა. რდალს ვინ ეკიტხება დედამტილი რას აკეტებს გამე ან ეგ მარტლა რა სალაპარაკოა........
10:44 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ავტორს
რა სენი საქმეა დედამთილს რა უდევს --შენ ქმარიც გყავს საამსახურიც გინდა სამი შვილიც დედამთილმა რომ გაგიზარდოს და ის ქლი საზგვარგარეთ თქვენს გამო მუშაობდა, ქმარი სხვასტან გაექცა და ახლა ვიბრატორის ქონაც საჟორაო გაუხადე რააააა მაგარი გოიმი ხარ ვიგაცაა. ან მოცლილი ამის წერას ბავშვები დაზარდე და დედამთილი თავის ლოგინს თითონ გაასწორება და შენ აღარ შეგრცხვება---კარგო რძალო-ფუ შენს ქალობას
10:30 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლადო
რა სიბნელეა!!! და რა სალაპარაკოა იმის ლოგინში რა იპოვე, შენი ნაბიჭვრები გაზარდე შენ, არავინ არის ვალდებული შენი შვილები ზარდოს
09:50 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილე
კველაფერი უნდა ითკვას?
08:46 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
რა შენი საქმეა ვიბრატორი აქვს ტუ საყვარელი ყავს და კიდე ქმარს როგორ უთხრა? შენ შენ შვıლებს მიხედე ყველას ჯობია მოუნდა ქალს ძიძა და დედამთილი დამხმარედ თვıტონ ალბათ სამსახურის მერე სახლში Aრაფერს აკეტებს და საერტოდ რა უაზრო სტატიაა
08:21 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთა
ჯერ ძიძა ტუ გყავდა დედამთილი რად გინდოდა რო მოგყავდა,შენ ბავშვები თუ გააჩინე უნდა გაზარდო კიდეც რა ვალდებულია დედამთილი სულლია ალბად რომ შენ ჭკუაზე გაიარა და დაბრუნდა,მან გაზარდა თავისები და დაანებე ახლა თავი,თუ არ მოგწონს ადექი და შენი შვილები და ქმარი წაიყვანე და სხხვაგან იცხოვრე ალბად დედამთილის სახლში ცხოვრობ საწყალი ქალი რად უნდოდა ვიბრატორი რა ასაკშია რო კასი ვერ ნახა....
06:59 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო
ამ ვერგვერდზე რა ბანალური ზღაპრები ქვეყნდება,ალბად უცხოური პრესიდან აქართულებენ
21:45 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
ამის ქმარი ვიცი როგორი კაციც იქნება- მთხლე და დებილი.ამასაც ქალად მოაქვს თავი რა.... ჰა ჰა ჰა .
21:41 / 31-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS