30 მაისი, 2013
დედამთილს საწოლში ვიბრატორი ვუპოვე
რეზოსგან ვიცოდი, რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა და ეჭვი გამიჩნდა ექვსი წელია, რაც მე და რეზო ცოლ-ქმარი ვართ. ცოლად რომ გავყევი, ჩემი დედამთილი საფრანგეთში დამხვდა სამუშაოდ წასული. სახლში მე, ქმარი, მამამთილი და პატარა მული ვცხოვრობდით.

სამი შვილი მიყოლებით ისე გავაჩინე, რომ სამსახურისთვის თავი არ დამინებებია. ბოლოს უკვე მუშაობა ვეღარ შევძელო და რეზომ დედამისს სთხოვა, სამშობლოში დაბრუნებულიყო და ბავშვების გაზრდაში დამხმარებოდა.

დიდი ჩხუბის შემდეგ ქალბატონი მედეა საქართველოში დაბრუნდა. მე ძველებურად სამსახურში გავედი, ის კი ბავშვების გაზრდაში მეხმარებოდა. ჩამოსვლიდან
რამდენიმე კვირაში შევატყვე, რომ ქმართან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა.

რეზოსგან ვიცოდი, რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა და ეჭვი გამიჩნდა, რომ დედამთილ-მამამთილი საერთო სარეცელსაც არ იზიარებდნენ. თუმცა რა ჩემი საქმე იყო, ამაზე დიდად არ მიდარდია, მთავარია, ოჯახში ჩხუბი და არეულობა არ იყო.

ერთ დილას დედამთილმა ორი ბავშვი ბაღში წაიყვანა. მესამესთან კი ძიძა დარჩა. იმ დღეს სამსახურში დამაგვინდა და ვიფიქრე, ბარემ შესვენების შემდეგ მივიდოდი და სახლის დალაგება დავიწყე.

დედამთილის ოთახში ლოგინის დასალაგებლად შევედი. ხშირად ტოვებდა აშლილს, ამის გამო ძიძის ძალიან მრცხვენოდა. ბალიშის გასწორების დროს ხელი მოულოდნელად რაღაც ნივთზე მომიხვდა, ინტერესის გამო ბოლომდე ავწიე და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვიბრატორი აღმოვაჩინე.

სამი ღამე არ მეძინა, არ ვიცი, მეუღლეს როგორ ვუთხრა ამის შესახებ. ალბათ ბევრი იტყვის, რა ჩემი საქმეა, დედამთილს რაც უნდა, იმას გააკეთებს, მაგრამ სწორედ იმ საწოლში უწევს ჩემი ოთხი წლის გოგონა, რომელიც ბებიასთან ძილზე გიჟდება.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 106 /
ნატა
მეტიჩარაა ეს გოგო.არ ვიცი ქმარს როგორ ვუთხრაო და რა აუცილებელია რომ უთხრა?
15:49 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თემკა
ამ ხალხს შიგააქვს რა რას გამოდიხარ და წერ შენი დედამთილის საწოლში რა იპოვე თუ ის გაინტერესებს იმ ვიბრატორით შენი 4 წლის გოგოსაც ხო არ აგიზიანებს და მაგიტო ხო არ გიჯდება ბებოსტან წოლაზე??? თუ რა გაინტერესებს რატო ხდი შენი ოჯახის მდგომარეობას სხვის სალაპარაკოს
11:34 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
არა ხარ მართალი,დედამთილის ოთახის ლაგებას თავი დაანებე და შენს შვილებს მიხედე.......შენ და სენს ქმარს სექსი არ გაქვთ თუ ის ორი ბავშვი სხვა ოტახშია მესამეც იქ დააწვინე თუ არა და დაანებე სხვისი ლოგინის ქექვას თავი და ჯობია საკუთარ შვილებს თვითონვე მიხედოოოოოო
10:28 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნან
ვინ რას აკეთებს ლოგინში ,მხოლოდ ლოგინის მეპატრონის საქმეა,ეგ პიროვნების პირადი ცხოვრებაა,გამოიკვანე იკიდან შენი 4 წლის ბავშვი და შენს ლოგინს მიხედე,უზნეობა ისაა ასე საქვეყნოდ გამოტანა,გაგიჟებულა,ამის თქმას შვილისთვის რომ აპირებს.მეც მყავს დედამთილი,არასოდეს დავინტერესდები იმით,რაც ჩემი საქმე არაა!
13:39 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ფორუმელი :დ
მინდა გითხრა, რომ 4 წლის ბავშვი საკმაოდ პატარაა იმისათვის, რომ ბებიასთან ძილზე გიჟდებოდეს. გმადლობთ ყუდღებისათვის :დ
14:28 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
რა საცოდაობა ხარ შე უტვინო შენ საქმეს მიხედე და დედამთილის ვიბრატორზე არ წაგცდეს სურვილი, რომ გამოიყენო.
09:42 / 02-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
ეჭვი მაქ მოგონილია ეს ამბავი მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის მაინც გეტყვი უნდა გრცხვენოდეს ასე სააშკარაოდ რო გამოგაქ ოჯახური ცხოვრება ან კიდე ქმარზე რო აპირებ მაგის თქმას, შვილს დედას აზიზღებ? ზოგი დედამთილი ჭიქა წყალს არ დაგალევინებს და ქალი ასე გეხმარება და შენკიდე რეებს უჩალიჩებ თუ თქმა გინდა მიდი და ჩუმად დაელაპარაკე მოკლეთ დიდი ინტრიგანი ვინმე ხარ.
05:41 / 02-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილი
20 წელია ქმარი არ მყავს. არც ვიბრატორი და არც საყვარელი მომსვლია აზრად,რომ გამეჩინა.ვარ 45 წელის.სამაგიეროდ მაქვს ნევროზიიიიი :)))) ეს ადამიანზეა დამოკიდებული. ხუმრობის გარეშე,არც მახსენდება ''ეგეთი'' საწუწკარები :) ასეთი რამეს საქვეყნოდ გამოტანა კი რძლის უზნეობად მიმაჩნია.თან ქმარსაც უნდა,რომ უთხრას.ნუთუ არ ფიქრობს,რა რეაქცია ექნება მის ქმარს? დედამთილის ადგილზე რომ ვიყო, ისევ წავიდოდი ჩემი ვიბრატორიანად უცხოეთში:)უმადურ რძალს მაინც ვერ დაანახებს სიკეთეს.
19:14 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
ვეტანხმები ყველა კომენტარს. უსაქმურობისგან დაზვრება დედამტილის საწოლსი. საკუტარს მოუაროს საწოლსაც და სვილებსაც
12:30 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სანი
სტატიაზე საინტერესო მკითხველის კომენტარებია, პირადად მე არ მჯერა მსგავსი შინაარსის სტატიების და ვთვლი, რომ ყოველივე მკითხველის დასაინტერესებლად არის ,,მოგონილი''... ლოგიკურად, რომ ვიმსჯელოთ ვის სცალია საკუთარი პირადული გამოამზეუროს და თან ასე საჯაროდ?!
12:27 / 01-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS