30 მაისი, 2013
დედამთილს საწოლში ვიბრატორი ვუპოვე
რეზოსგან ვიცოდი, რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა და ეჭვი გამიჩნდა ექვსი წელია, რაც მე და რეზო ცოლ-ქმარი ვართ. ცოლად რომ გავყევი, ჩემი დედამთილი საფრანგეთში დამხვდა სამუშაოდ წასული. სახლში მე, ქმარი, მამამთილი და პატარა მული ვცხოვრობდით.

სამი შვილი მიყოლებით ისე გავაჩინე, რომ სამსახურისთვის თავი არ დამინებებია. ბოლოს უკვე მუშაობა ვეღარ შევძელო და რეზომ დედამისს სთხოვა, სამშობლოში დაბრუნებულიყო და ბავშვების გაზრდაში დამხმარებოდა.

დიდი ჩხუბის შემდეგ ქალბატონი მედეა საქართველოში დაბრუნდა. მე ძველებურად სამსახურში გავედი, ის კი ბავშვების გაზრდაში მეხმარებოდა. ჩამოსვლიდან
რამდენიმე კვირაში შევატყვე, რომ ქმართან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა.

რეზოსგან ვიცოდი, რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა და ეჭვი გამიჩნდა, რომ დედამთილ-მამამთილი საერთო სარეცელსაც არ იზიარებდნენ. თუმცა რა ჩემი საქმე იყო, ამაზე დიდად არ მიდარდია, მთავარია, ოჯახში ჩხუბი და არეულობა არ იყო.

ერთ დილას დედამთილმა ორი ბავშვი ბაღში წაიყვანა. მესამესთან კი ძიძა დარჩა. იმ დღეს სამსახურში დამაგვინდა და ვიფიქრე, ბარემ შესვენების შემდეგ მივიდოდი და სახლის დალაგება დავიწყე.

დედამთილის ოთახში ლოგინის დასალაგებლად შევედი. ხშირად ტოვებდა აშლილს, ამის გამო ძიძის ძალიან მრცხვენოდა. ბალიშის გასწორების დროს ხელი მოულოდნელად რაღაც ნივთზე მომიხვდა, ინტერესის გამო ბოლომდე ავწიე და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვიბრატორი აღმოვაჩინე.

სამი ღამე არ მეძინა, არ ვიცი, მეუღლეს როგორ ვუთხრა ამის შესახებ. ალბათ ბევრი იტყვის, რა ჩემი საქმეა, დედამთილს რაც უნდა, იმას გააკეთებს, მაგრამ სწორედ იმ საწოლში უწევს ჩემი ოთხი წლის გოგონა, რომელიც ბებიასთან ძილზე გიჟდება.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 106 /
ოლღა
მოდი და ახლა ამსიტანა ს სიკეტე უყავი და შვილები უზარდე, კიდევ მეტის ღირსები ხარტ ქალებოო
14:55 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა1
ეთხოვე ხოლმე :)
14:38 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ეგეტი რზალი უნდა უნდა ინატროს კაცმა, გულწრპელად ვიზიარებ ტქვენს მწუხარებას ქალბატონო მედეა
14:34 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ია
შენ ვინ გეკითხება გოგო,ან რას ჩამოიყვანე ეგ ქალი მოსამსახურედ, შენ გააჩინე შენ გაზარდე
14:28 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
nana
გაუნათლებლობა ჰქვია ამას ახლა აბა,რა ჰქვია?ჯერ რა უნდა ამ ქალის ლოგინთან?უნდა არეულს დატოვებს, უნდა დალაგებულს და თუ მაინც ,,ვერ ეგუება" ამას,რა მისი საქმეა რას მოიხმარს სხვა ადამიანი? სხვის ლოგინში ქექვას ხომ ვერ გადაეჩვია ზოგიერთი!.....
14:22 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
რა იყო ვიბრატორი ნახე საყვარელი ხომ არა,მერე რა საწოლში რომ უწევს შენი შვილი,სამი გამე რატომ არ გეძინა შენც მოგინდა ეტყობა,მაგაში ცუდს არაფერს ვხედავ,მით უმეტეს ქალი საფრანგეთში მაგას თუ ხმარობდა და სხვებივით პაკისტანელებს და ზანგებს არ აძლევდა
14:03 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS