30 მაისი, 2013
დედამთილს საწოლში ვიბრატორი ვუპოვე
რეზოსგან ვიცოდი, რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა და ეჭვი გამიჩნდა ექვსი წელია, რაც მე და რეზო ცოლ-ქმარი ვართ. ცოლად რომ გავყევი, ჩემი დედამთილი საფრანგეთში დამხვდა სამუშაოდ წასული. სახლში მე, ქმარი, მამამთილი და პატარა მული ვცხოვრობდით.

სამი შვილი მიყოლებით ისე გავაჩინე, რომ სამსახურისთვის თავი არ დამინებებია. ბოლოს უკვე მუშაობა ვეღარ შევძელო და რეზომ დედამისს სთხოვა, სამშობლოში დაბრუნებულიყო და ბავშვების გაზრდაში დამხმარებოდა.

დიდი ჩხუბის შემდეგ ქალბატონი მედეა საქართველოში დაბრუნდა. მე ძველებურად სამსახურში გავედი, ის კი ბავშვების გაზრდაში მეხმარებოდა. ჩამოსვლიდან
რამდენიმე კვირაში შევატყვე, რომ ქმართან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა.

რეზოსგან ვიცოდი, რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა და ეჭვი გამიჩნდა, რომ დედამთილ-მამამთილი საერთო სარეცელსაც არ იზიარებდნენ. თუმცა რა ჩემი საქმე იყო, ამაზე დიდად არ მიდარდია, მთავარია, ოჯახში ჩხუბი და არეულობა არ იყო.

ერთ დილას დედამთილმა ორი ბავშვი ბაღში წაიყვანა. მესამესთან კი ძიძა დარჩა. იმ დღეს სამსახურში დამაგვინდა და ვიფიქრე, ბარემ შესვენების შემდეგ მივიდოდი და სახლის დალაგება დავიწყე.

დედამთილის ოთახში ლოგინის დასალაგებლად შევედი. ხშირად ტოვებდა აშლილს, ამის გამო ძიძის ძალიან მრცხვენოდა. ბალიშის გასწორების დროს ხელი მოულოდნელად რაღაც ნივთზე მომიხვდა, ინტერესის გამო ბოლომდე ავწიე და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვიბრატორი აღმოვაჩინე.

სამი ღამე არ მეძინა, არ ვიცი, მეუღლეს როგორ ვუთხრა ამის შესახებ. ალბათ ბევრი იტყვის, რა ჩემი საქმეა, დედამთილს რაც უნდა, იმას გააკეთებს, მაგრამ სწორედ იმ საწოლში უწევს ჩემი ოთხი წლის გოგონა, რომელიც ბებიასთან ძილზე გიჟდება.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 106 /
ნინია
დაეტıე რა შენს ტყავში.ნახა რა რაგაც ახალი :):):):) უმადური
00:32 / 20-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
პირველად ვკითხულობ კომენტარებს,სადაც დედამთილს არ ლანძღავს არავინ. ეს როგორ იკადრა,ოჯახს როგორ აკადრა, ამხელა ქალი გადაირია ამას რას აკეთებს და მსგავსები.ზრდასრული შვილის ოთახში არ შევალ, არათუ დედამთილის.რაში გეკითხება დაეტიე რა შენს ტყავში. მადლობის მაგიერია.თან ეს მარტო საქართველოში ხდება ერთ წელიწადში სამ ბავშვს რო აჩენენ.
22:45 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
აბა ის არის კარგი რომ საყვარელი დაგხვედროდა მის ლოგინში?მადლობა თქვი რომ ბოზი დეამთილი არ გყავს და თავს ეგრე ჩუმად იკმაყოფილებს.
13:53 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
რა სამწუხაროა ქალმა ქალს ვერ უნდა გაუგოოოოოს?
05:49 / 04-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მე ვარ ეგ დედამთილი,პრეტენზია გაქვს რამე?! რა შენი საქმეა მე ბუნებრივს მოვიხმარ თუ ხელოვნურს,შეგშურდა რძალო?
23:39 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
მაგარი მეზღაპრე ჟურნალისტის დაწერილია და ალბათ ახლა კომენტარებზე ეცინება კიდეც
22:09 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
შე გიომო,შენი ქმრის ადგილას რომ ვიყო ერთი წუთი არ გაგაერებდი სახლში.ქალი ჩამოიყვანე საფრანგეთიდან და კიდევ იმაზე იქნევ მეტრიან ენას????ფუუფფ შენს გამზრდელს.ქალი კი არა ქაჯი ხარ.ოჯახის მბებს ასე ხელაღებით რატომ გამოგაქვს სააშკარაოდ
21:49 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
მე რომ შენი დედამთილი ვიყო,სულ ძმრად ამოგადენდი ცხვირში რაც საფრანგეთიდან ფულები და სხვა რამეები გიგზავნა,ვინა ხარ ასეთი ტუტუცი,შენი ოჯახის ამბებს მთელი ქვეყნის სასაცილოდ რომ აფრიალებ???ის დედამთილი შენი ქმრის დედაა და კეთილი ინებე და პატივი ეცი,ისევ შენ გაბანძდი მაგ საქციელით ტუტუცო გომბიო,
21:35 / 03-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ძიძა
თუ ყავდათ ეს ქალიი რისთვის ჩამოიყვანესს???
11:34 / 17-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
რა კარგია რომ დებილი მენტალობის ადამიანიი აქაც არ გამოჩნდა და არ თქვაა როგორ შეიძლება დედამთილი და ვიბრატორიო :)) ეს გოგო კიდე თმით არის სათრევი , რა უნდა საერთოდ თავის ცხოვრებას მიხედოს!სულით ბებერი ეგააა
12:45 / 11-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS