30 მაისი, 2013
დედამთილს საწოლში ვიბრატორი ვუპოვე
რეზოსგან ვიცოდი, რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა და ეჭვი გამიჩნდა ექვსი წელია, რაც მე და რეზო ცოლ-ქმარი ვართ. ცოლად რომ გავყევი, ჩემი დედამთილი საფრანგეთში დამხვდა სამუშაოდ წასული. სახლში მე, ქმარი, მამამთილი და პატარა მული ვცხოვრობდით.

სამი შვილი მიყოლებით ისე გავაჩინე, რომ სამსახურისთვის თავი არ დამინებებია. ბოლოს უკვე მუშაობა ვეღარ შევძელო და რეზომ დედამისს სთხოვა, სამშობლოში დაბრუნებულიყო და ბავშვების გაზრდაში დამხმარებოდა.

დიდი ჩხუბის შემდეგ ქალბატონი მედეა საქართველოში დაბრუნდა. მე ძველებურად სამსახურში გავედი, ის კი ბავშვების გაზრდაში მეხმარებოდა. ჩამოსვლიდან
რამდენიმე კვირაში შევატყვე, რომ ქმართან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა.

რეზოსგან ვიცოდი, რომ მამამისს საყვარელი ჰყავდა და ეჭვი გამიჩნდა, რომ დედამთილ-მამამთილი საერთო სარეცელსაც არ იზიარებდნენ. თუმცა რა ჩემი საქმე იყო, ამაზე დიდად არ მიდარდია, მთავარია, ოჯახში ჩხუბი და არეულობა არ იყო.

ერთ დილას დედამთილმა ორი ბავშვი ბაღში წაიყვანა. მესამესთან კი ძიძა დარჩა. იმ დღეს სამსახურში დამაგვინდა და ვიფიქრე, ბარემ შესვენების შემდეგ მივიდოდი და სახლის დალაგება დავიწყე.

დედამთილის ოთახში ლოგინის დასალაგებლად შევედი. ხშირად ტოვებდა აშლილს, ამის გამო ძიძის ძალიან მრცხვენოდა. ბალიშის გასწორების დროს ხელი მოულოდნელად რაღაც ნივთზე მომიხვდა, ინტერესის გამო ბოლომდე ავწიე და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვიბრატორი აღმოვაჩინე.

სამი ღამე არ მეძინა, არ ვიცი, მეუღლეს როგორ ვუთხრა ამის შესახებ. ალბათ ბევრი იტყვის, რა ჩემი საქმეა, დედამთილს რაც უნდა, იმას გააკეთებს, მაგრამ სწორედ იმ საწოლში უწევს ჩემი ოთხი წლის გოგონა, რომელიც ბებიასთან ძილზე გიჟდება.

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 106 /
მიმი
ვინ გკითხავს შენ ვბრატორი ექნება თუ რა ექნება ჯერ რა ჰიგიენაა 4 წლის ბავშვს რატომ სძინავს ბებოსთან ცალკე უნდა იწვეს მეორეც შენი შვილი შენთან რომ იწვეს ქმართან სექსი აღარ გექნებოდა და მესამეც შენ შვილებს თვითონ უნდა მიხედო შენ რომ გაქვს ბალიშის ქვეშ შენ დედამთილს რომ არა ააქვს იმიტომ აქვს ვიბრატორი
17:49 / 21-02-2017
გამოხმაურება / 0 /
მაკა
სულ გასულელდა ეს ხალხი, ყველაფრის სახალხოდ გამოჭენება აღარ გამიგია. და საერთოდ თუ დაინახე ასეთი რაღაც, კეთილი ინებე და შენთან დაიწვინე შენი შვილი და ის იქნება. ყველას თავის ცხოვრება აქვს და როგორც უნდა ისე მიხედავს.
15:57 / 21-02-2017
გამოხმაურება / 0 /
იკო
გადაიყვანოს თავისი შვილი და თვითონ მიხედოს, მისი დედამთილი რას აკეთებს მისი საქმე არაა.
14:34 / 21-02-2017
გამოხმაურება / 0 /
მეა
ეხლა ამ კომენტარებს ვინც წერს ის არის დებილები,იმიტო რო გოგო ამბობს ჩემი შვილი მასტან წვებაო, ხო შეიდძლება ბავშმაც ნახოს.
00:50 / 10-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნუკი
ვაი სჰე საცოდაო მარტლა ცჰორიკანა რზალო როგორც მოგიხსენიეს :D სჰენი დედამტილი ეტყობა კარგადაა განცყობილიდ ა დატმობაზე ცავიდა მოახლედ დაგდგომოდატ ჯერერტი რა სჰენი საქმეა იმის ოტახის დალაგება და მეორეც არც ისარის ჰენი საქმე ის ქალი რას აკეტებს ტუ ვერ მოუვლიდი ბაჰსვვებს რას დაყარე ამაზრზენი ხარ
15:08 / 17-04-2014
გამოხმაურება / 0 /
tamo
Sircxvili shen mamamtils(dzalian didi)da aranaklebi shen debil qmars,shen kidev chorikana rdzlo,daiyenet momvlelad qali...im qals tavis qmari erchivna vibrators,magram debili qmrebi sxvis trakebs rom uyureben,gana sad mushaob,rom sheni shvilebistvis ver icli?
22:39 / 16-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ჯერ ერთი ასეთ სიდებილეს როგორ აქვეყნებთ ვისი რა საქმეა საწოლში ვიბრატორი ექნება თუ ცოცხი. მეორე ასეთი დებილი რძალი თავის პსტიოსნრბას გვამცნობს თუ ის უნდა დედამთილი მოიცილოს.
22:18 / 16-04-2014
გამოხმაურება / 0 /
keti
ვაიმე რა დურაკი ხარ ეს რა გინახია გაგიკვირდააა ვაი სჰენს პატრონს !!!
21:19 / 16-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
რა ცუდია დებილი რძალი რობ დეყოლება
07:11 / 20-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
რა ვიხალისე კომენტარებზეეე :) მიდი მიაწექი ბებოო ეგრე გააგრძელეეე ::))))
02:31 / 20-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS