24 აპრილი, 2014
''ჩემი ოჯახი უცხოელმა პედაგოგმა შეიწირა'' - მოღალატე ცოლის აღიარება
როცა მას ვუყურებდი, მინდოდა შემხებოდა, მომფერებოდა, საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდი ერთი შეხედვით ძნელი წარმოსადგენია, რომ განათლების სამინისტროს ნოვატორული იდეა ქართული ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ისეთი ორომტრიალია, აღარც ოჯახების დანგრევა უკვირს ვინმეს და აღარც სულელური ნოვაციები. 
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, რომელსაც, რუბრიკის დღევანდელი სტუმარი, ქალბატონი სალომე გვიამბობს, განათლების სამინისტროსა და მისი იდეების ''ბრალეულობა'' ნაკლებად იკვეთება, მაგრამ ქალბატონი დარწმუნებულია, რომ მისი ოჯახური იდილია უცხოელმა პედაგოგმა შეიწირა და თუ რატომ, ამას მისი
ნაამბობიდან გავარკვევთ.

- ერთსა და იმავე სართულზე ორი ბინა გვქონდა. ერთ მხარეს მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ, მის გვერდით ოროთახიანს კი ვაქირავებდით. საბურთალოზე ვცხოვრობთ და ბინას სარფიანი კლიენტები გამოუჩნდებოდა ხოლმე. ამ ბინის ქირა ჩვენთვის შემოსავლის წყარო ერთადერთი იყო. როცა ძველი მდგმურები წავიდნენ, მე და ჩემმა ქმარმა ინტერნეტით განცხადება გავაკეთეთ და ახალი მობინადრის ძებნა დავიწყეთ. ალბათ ბედი იყო, რომ პირველივე დღეს ახალგაზრდა გოგონა დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ამერიკიდან ჩამოსულ მამაკაცს, რომელიც ერთ-ერთ სასაწავლო დაწესებულებაში პედაგოგად იყო მიწვეული, ჩვენი პირობები მოეწონა და იმავე საღამოს ბინის სანახავად მოვიდნენ. გქონიათ ისეთი განცდა, როცა უცხო ადამიანი დაგინახავთ და დაგვიწყებიათ ვინ ხართ და სად ხართ?
- რას გულისხმობთ?!
-  23 წლის გავთხოვდი და მას შემდეგ ქმრის იქით არ გამიხედავს. მეუღლე ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცი იყო და ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული არ ვიქნებოდი. ჩემს ამერიკელს ბობი ერქვა. საშუალო სიმაღლის იყო, სიმპათიური. საოცარი თვალები ჰქონდა, ვნებას და უსაზღვრო ენერგიას ერთდროულად ასხივებდა. არ ვიცი, იქნებ მე მეჩვენეობდა და განსაკუთრებული არაფერი ჰქონდა, მაგრამ როცა მას ვუყურებდი, მინდოდა შემხებოდა, მომფერებოდა, საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდი... თავიდან აშკარად გაოცებული იყო, ვერ ხვდებოდა ეჩვენეობდა თუ მართლა ვცდილობდი მის გამოწვევას.
- რა ენაზე ''იწვევდით''?
- მე უცხო ენების სპეციალისტი ვარ, ფრანგულის განხრით და ბობიმ შესანიშნავად იცოდა ფრანგული. გჯერათ? ღამით ქმრის გვერდით დაწოლა აღარ შემეძლო. ყველანაირად ვცდილობდი მასთან სარეცელის გაზიარებისთვის თავი ამერიდებინა, მაგრამ როცა მეუღლე მაინც თავისას გაიტანდა, თვალებს ვხუჭავდი და წარმოვიდგენდი, რომ ბობი მეხებოდა და მეფერებოდა. ალბათ ამაზე ლაპარაკი უზნეობაა, მაგრამ სიმართლის დამალვას აზრი არ აქვს. ერთ დღეს, როცა ჩემი ქმარი მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ საქეიფოდ წავიდა, ბობისთან შესვლა გადავწყვიტე.
პირდაპირ ხომ ვერ მივადგებოდი. თევზი ბროწეულის საწებლით მოვამზადე, ერთი ბოთლი საფერავი ვიყიდე და ორსაათიანი თავის მოვლის პროცედურის შემდეგ ჩემი ამერიკელი მდგმურის კარზე დავაკაკუნე. ბობიმ ხალათით გამომხედა, ემჩნეოდა, აბაზანიდან ახალი გამოსული იყო. მივესალმე და ვუთხარი, რომ საკუთარი რეცეპტით მომზადებული კერძი მივართვი. თავიდან ორჭოფობდა, ვერ გადაეწყვიტა შევეშვი თუ არა, მაგრამ მე მის პასუხს არ დავლოდებივარ, გვერდი ავუარე და შიგნით შევაბიჯე. ნეტავ არ შევსულიყავი, უნებურად საძინებლისკენ გამექცა თვალი და ის გოგონა დავინახე, ვინც ჩვენი ბინის შოვნაში დაეხმარა.
ბობიმ მე მითხრა, რომ მისი თარჯიმანი იყო, მაგრამ თარჯიმნები დედიშობილა საძინებელში არ დატანტალებენ. საჭმელი ხელში გამიშეშდა, ძლივს მოვახერხე მაგიდაზე დამედო და უკან, ჩემს ბინაში დავბრუნებულიყავი. იმ ღამეს გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავისთვის ბობიზე ფიქრი უნდა ამეკრძალა. თითქოს პირობა შევასრულე კიდეც, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში მხოლოდ მაშინ ვნახულობდი, თუ შემთხვევით სადარბაზოში შემეფეთებოდა. ასეთ დღეებში ისევ თავიდან იწყებოდა ჩემი ფორიაქი, მაგრამ ასე თუ ისე თავს ვერეოდი.
რამდენჯერმე ქმარსაც ვუთხარი, მაგ ამერიკელის ცხოვრების წესი არ მომწონს, იქნებ გავუშვათ და სხვა მდგმური ვიპოვოთ-მეთქი, მაგრამ კაცები ხომ სულელები არიან, სრულიად უდროოდ და უმიზეზოდ ეჭვიანობენ, მოახლოებულ საფრთხეს კი ვერასოდეს გრძნობენ. ჩემი მეუღლე ბობითი აღტაცებული იყო, კარგი გადამხდელია, ყოველ თვე რამდენიმე დოლარით ზედმეტსაც კი ტოვებს და მასზე უკეთესი ვინ გინდა მოძებნოო. მეტი რა გზა მქონდა, ვჩუმდებოდი, ხომ ვერ ვეტყოდი, მიყვარს და სანამ გიღალატებ, მომაშორე- მეთქი.
- როგორც ჩანს, ქმრის ღალატი არც ისე ადვილად გამოგივიდათ.
- ბობის გაცნობიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი ქმარი მშობლების მოსანახულებლად თერჯოლაში წავიდა. როცა მეუღლეს ვაცილებდი, ის სადარბაზოში შეგვხვდა და ჩემს ქმარს გზა მშვიდობისა უსურვა. ამერიკელი თავის ბინაში შევიდა, მეც კარი ჩავკეტე. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. გავიხედე, ბობი იდგა, კედელს მიყრდნობილი ეშმაკურად იღიმებოდა! - მაშინ თევზი ბროწეულის საწებლით, ძალიან გემრიელი იყო, მეც მინდა ჩემი ნახელავი გაგასინჯო, ზურგსუკან დამალული ღვინის ბოთლი გამოაჩინა - ეს ჩვენი საგვარეულო სასმელია, - ამაყად დახედა ეტიკეტს და კარისკენ გამოიწია, თუმცა იქვე შეჩერდა, - მინდა შემოვიდე, მაგრამ?.. - მრავლისმეტყველად შემომხედა ამერიკელმა, - იმედი მაქვს, შენს საძინებელშიც შიშველი არავინ იმალება.
- მოკლედ, კაცი ოთხი თვის წინ დაწყებული საქმის გასაგრძელებლად იყო მოსული, არა?
- არ ვიცი, როდის დავრთე ნება შინ შემოსულიყო, არც ის მახსოვს, გავსინჯე თუ არა მისი საგვარეულო ღვინო. ამდენი ხნის დამღლელმა სურვილმა ერთნაირად ამოხეთქა და მე...… იმ ღამეს ყველაფერი მოხდა.
- ეს თქვენს ურთიერთობაში კულმინაცია იყო?
- კულმინაცია ის იყო, გზიდან უკან დაბრუნებული ქმარი ლოგინში თავზე რომ წამოგვადგა. მახსოვს, პირველი რამდენიმე მუშტი ბობის მოხვდა და ლამაზი ცხვირპირიდან სისხლი წამოუვიდა, შემდეგ მე მომდგა და…დღემდე არ ვიცი როგორ გადავურჩი სიკვდილს. ის ღამე მე და ჩემმა საყვარელმა სასტუმროში გავათენეთ. ორივე აბაზანაში სარკის წინ ვტრიალებდით და იარებზე მალამოს ვისვამდით. ისე მტკიოდა სახე, ლაპარაკის თავიც კი აღარ მქონდა. ამ დროს ბობიმ შემომხედა და გაიცინა, - იცი? - მითხრა ღიმილით, წარსულში არავის ვუცემივარ, მაგრამ შენთან გატარებული ღამე ამად ღირდა.
- თქვენც ასე ფიქრობთ? ამ ღამის გამო ხომ ოჯახი დაგენგრათ.
- ახლა მხოლოდ იმას ვფიქრობ, რა უნდოდათ ამერიკელ მასწავლებლებს თბილისში, უცხოელების ჩამოყვანა რომ არ გადაწყვეტილიყო, მე და ჩემი ქმარი მშვიდად ვიქნებოდით და არც ბობის მოუწევდა ორი თვე საწრუპებით ფაფის ჭამა, რადგან როგორც გაირკვა, იმ ღამეს ქვედა ყბა ორ ადგილზე გაუტყდა და ამერიკელი პედაგოგი თაბაშირის ალიკაპით დაბრუნდა სამშობლოში.

მკითხველის ისტორია


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ანი
ერთხელ ყველა კარგავს თავს. ისე ილანძღებით დედაკაცებო თითქოს თქქვენი ქმრები, მამები ან შვილები არ ღალატობენ ცოლებს. ვისურვებდი ასეთი თავის დაკარგვა არც კაცს დაემართოს და არც ქალს :)
18:19 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რას აბრალებ მთავრობას შენ რომ ბოზი იყო,შე უზნეო დედაკაცო.
08:59 / 11-05-2014
გამოხმაურება / 0 /
იუპიტერი
არ უყვარდა ქმარი და ეგაა. ნიმფომანი ეგ არ ჩანდა.
22:35 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მიმი
რას გვიშვება ეს მთავრობა :)))))) მიშას ბრალია ყველაფერი :)
13:30 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ჭიკჭიკა
მთავრობის ბრალია !!! :D სხვაზე გადაბრალება კარგია ხოომ? შენ თავი ვერ შეიკავე დააბრალე მთავრობას..:P
10:25 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ოჰჰ კაი ეხლაა დააბრალე ეხლა მთავრობას..:D..:D..:D..:D..:D
03:08 / 25-04-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
ოჰოჰოოო წამოვიდა პატიოსნების პლეადა,თქვენ ვინ მოგცათ გაკიცხვის ან განკითხვის უფლება....."პატიოსნებო"
22:58 / 24-04-2014
გამოხმაურება / 0 /
თამაზინო
ნამდვილად განათლების სამინისტროს უნდა უჩივლო, ყველაფერი მაგათი ბრალია!
21:48 / 24-04-2014
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე
სად ხარ გაზრდილი ქალო რამ გადაგრია რამ დაგანგრევინა ოჯახი წადი ილოცე იქნებ სულს რამე უშველო და მოისვენო
15:24 / 24-04-2014
გამოხმაურება / 0 /
კიკი
Ar gavkicxav. An upleba vin momca? Ra vicit cin ra gvaq.. sheumcdari ar var me tqvengan gansxvavebit!
14:56 / 24-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS