23 აპრილი, 2014
''ჩემი მეზობელი იეღოველი აღმოჩნდა''...
ჩვენ იეღოვას მოწმეები ვართ და შენც თუ მოგვბაძავ, კარგი იქნებაო იდილია, რომელიც წლების განმავლობაში მეზობლებს შორის არსებობდა, ერთ დღეს დამთავრდა. ქალბატონი მაია მომხდარზე აღშფოთებული საუბრობდა:

- იტალიურ ეზოში ვცხოვრობ. ასე უწოდებენ, თორემ ეს ნამდვილი ქართული ეზოა. გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივი მეზობლები მყავს. რასაც ჩემს ნათესავებზე ვერ ვიტყვი. ბევრი ფული აქვთ, მაგრამ სული რომ გძვრებოდეს, ერთი თეთრითაც არ დაგეხმარებიან. ერთხელ ჩემი მეუღლე სასწრაფო საოპერაციო გახდა, დავუარე ვინც კი შეძლებული ნათესავები გვყავდა მე და ჩემს ქმარს, ფული სულ
რაღაც ორი თვით მასესხეთ-მეთქი, მაგრამ ყველამ შვილები იფიცა, ახლა არ გვაქვს, ვერაფერით დაგეხმარებითო. ქმარი მიკვდებოდა, არ ვიცოდი, რა წყალში გადავარდნილიყავი და ისევ ჩემნაირი გაჭირვებული მეზობლები ამომიდგნენ მხარში, ზოგმა ორმოცდაათი ლარი მომცა, ზოგმაც ასი, ზოგმაც სამასი და ასე შევაგროვეთ ოპერაციისთვის ფული.

განსაკუთრებით ერთ ოჯახთან ვარ დაახლოებული. მე და ნანი ახლო მეგობრები გავხდით, უფრო სწორად, ვიყავით. ერთმანეთთან დაფარული არაფერი გვქონია. დედამთილი გამაბრაზებდა, პირველი მასთან შევრბოდი და ვუყვებოდი, საჭმელს ვაკეთებდი, რამე დამაკლდებოდა და ნანი იყო ჩემი მშველელი. დებივით ვიყავით. ჩვენი მეუღლეებიც მეგობრობდნენ. მერაბი და რეზო ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ, სოფელში ცხოვრობდნენ, მერე ორივე ერთად ჩამოვიდა თბილისში და უმაღლესში ჩააბარეს, ერთად დაიწყეს მუშაობა და ბინებიც ერთ ეზოში, ერთ სართულზე იყიდეს. ჯერ მერაბი დაოჯახდა, ცოტა ხანში კი მე გავხდი რეზოს ცოლი. ნანის თავიდანვე დავუახლოვდი, დასავით შემიყვარდა. მეგონა, კარგად ვიცნობდი, მაგრამ მთავარი გამომრჩენია, თურმე, ნანი იეღოველი ყოფილა.
- და წლების განმავლობაში ეს არ უთქვამს?
- არა. სიმართლე უნდა გითხრათ, დიდი მორწმუნე არასდროს ვყოფილვარ, ეკლესიაში არ დავდიოდი, არც მარხვას ვინახავდი. ეკლესიურად მანამდე არ მიცხოვრია, სანამ ჩემს ბიჭს უბედურება არ შეემთხვა. მას და მის მეგბორებს ნაწვიმარზე მანქანა მოუცურდათ და საავადმყოფოში აღმოჩნდნენ. ხუთნი იყვნენ, ერთი გარდაიცვალა. დანარჩენები შედარებით მსუბუქად დაშავდნენ, მაგრამ ჩემი შვილი რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს. სწორედ მაშინ მოვაყვანინე ჩემს მეუღლეს საავადმყოფოში მღვდელი, რომ ჩემი შვილის სახელზე ელოცა. მამაომ წასვლისას ლოცვების წიგნი დამიტოვა და მითხრა, დედის ლოცვები მეკითხა. მარხვა პირველად მაშინ შევინახე. როცა მე საავადმყოფოში შვილს თავზე ვადექი, ნანი სახლის საქმეებს მიგვარებდა.

სწორედ იმ დროს შევნიშნე, რომ ნანის ქალიშვილი ჩემი ბიჭის ამბავს ძალიან განიცდიდა. სულ ჩემი დათოს გვერდით უნდოდა ყოფნა, რამდენჯერმე პალატაში მარტო დავტოვე და რომ დავბრუნდი, ცხარე ცრემლებით ტიროდა. მიუხედავად ჩემი ტკივილისა, ამ გოგოს ასეთი განცდები შეუმჩნეველი არ დამრჩენია. მისი გამხნევება დავიწყე, არადა თავად ვიყავი დასამშვიდებელი. ბოლოს, როგორც იქნა, დათო გონზე მოვიდა. თვალები რომ გაახილა, შვებით ამოვისუნთქე. ექიმმა გვითხრა, რომ მისი მდგომარეობა საშიში აღარ იყო, თუმცა საავადმყოფოში ერთი თვე კიდევ დატოვეს. ჩემს შვილს რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა და აქეთ-იქით სიარულს გვერჩივნა, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყო. სწორედ იმ დროს მივხვდი, რომ დათოს და ნანის ქალიშვილს ერთმანეთი უყვარდათ. დუმილი ვარჩიე, ვიფიქრე, სჯობს ჩვენმა შვილებმა თავად გადაწყვიტონ ამ სიყვარულის შესახებ ჩვენ როდის გვეტყვიან-მეთქი.
- ამ ამბავმა გაგახარათ?
- რასაკვირველია. ნინიკო ჩემს ხელში იყო გაზრდილი და მასზე უკეთეს რძალს ვერც ვინატრებდი. მოკლედ, ამ შემზარავი ამბის შემდეგ რაც გადავიტანეთ, დათოც ეკლესიური გახდა, მეც ძალიან შევიცვალე და მამამისიც. რამდენიმე თვის შემდეგ, შვილებმა გამოგვიცხადეს, ერთმანეთი გვიყვარსო (იღიმის). ამ დროს ყველანი ნანის სახლში ვიყავით. გამიხარდა და მოვეხვიე, ისედაც დებივით ვართ და ახლა სამუდამოდ დავნათესავდებით-მეთქი. ნანიმ ცივად შემომხედა, რაც მაშინვე არ მომეწონა.

მერე მომიბრუნდა და მითხრა, ჩვენ იეღოვას მოწმეები ვართ და იმედი გვაქვს, დათოც ''ჩვენიანი'' გახდებაო. ამ სიტყვებზე ჩემი ბიჭი ნინიკოს გაკვირვებული სახით მიაჩერდა, კი მაგრამ, ეს აქამდე რატომ არ ვიცოდიო. გოგონა ატირდა, სულ მინდოდა თქმა, მაგრამ შენი მეშინოდაო. მე და ჩემი ქმარი გაოგნებულები ვიყავით. მაშინვე მივხვდი, ეს ამბავი არც ჩემმა მეუღლემ იცოდა. ჩემი ბიჭი სიტუაციის განეიტრალებას შეეცადა. გაიღიმა და თქვა, მოდით ყველა დავმშვიდდეთ, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს. არაუშავს, ხვალვე წაგიყვან ეკლესიაშიო, - უთხრა ნინიკოს. აქ უკვე მერაბმა ამოიღო ხმა, რას ამბობ?! ჩვენ იეღოვას მოწმეები ვართ და შენც თუ მოგვბაძავ, კარგი იქნებაო. ჩემმა მეუღლემ ჩემს ბიჭს მხარზე ხელი მოხვია და უთხრა, აქ აღარაფერი გვესაქმება. მგონი ყველაფერი ნათელიაო.
- და დაემორჩილა?
- სხვა რა გზა ჰქონდა, ან მას, ან ჩვენ რა უნდა გვექნა?! მეგონა, ხუთი თითივით ვიცნობდი ამ ოჯახს და თურმე!... ისე, მერე გამახსენდა, ჩემს დათოს საავადმყოფოში სისხლის გადასხმა რომ დასჭირდა, ნანი აპროტესტებდა, რა საჭიროაო. მოგეხსენებათ, იეღოველებს სიკვდილი ურჩევნიათ სისხლის გადასხმას.
- მეზობელთან ძველებურად აღარ ახლობლობთ?!
- არა. ჩემი და მათი გზები სამუდამოდ გაიყო. დათოს ნინიკოსკენ გახედვა არ უნდა. თურმე ფარულად მაინც ხვდებოდნენ. ცდილობდა, გადაეფიქრებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. იმ გოგოს გონება მოწამლულია. ხანდახან, როცა დავფიქრდები, გული საოცრად მწყდება, მაგრამ ვერაფერს ვცვლი. ჩვენი კარი ერთმანეთისთვის სამუდამოდ გამოიკეტა. დათოსაც მგონი აღარ უყვარს ნინიკო, ყოველ შემთხვევაში ასე გვეუბნება და სიმართლეა თუ არა, არ ვიცი.

მკითხველის ისტორია


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
albina
Avadmyofia es qali.iehovas mocmeebis nairi rom sheuvides ojaxshi 24saati unda ilocis
20:55 / 19-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ოოო
ამ იეღოველების არ მესმის-თუ უფალი და რელიგია გინდა-აგერაა ტრადიციული და მამა-პაპური,რაღა ვიღაც გაიძვერას შექმნილ სექტას უნდა მიეკედლო.ასეთი ხალხი ძალიან დაბალი ინტელექტის მატარებლად მიმაჩნია.
20:41 / 19-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ხალხო!
რატომ ამტყუნებთ, სწორად მოიქცა,რომ იეღოველი რძალი არ მოიყვანა და ურთიერთობაც შეწყვიტა, ჯერ შვილიშვილებსაც გადააჯიშებდნენ და მეორეც-ნანი რატომ მალავდა ასეთ ახლო მეგობართან?! ყველა იეღოველი სატანის მიმდევარია, არ ღირს მათტან ახლობლობა.
09:51 / 05-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიცა-ს
სატანის მსახურები არიან ეგ იეღოველები..ჩემზე კარგად არავინ იცნობს.3 წელი მაგათთან ვიყავი და ძლივს დავაღწიე თავი.ოპერაციაზე მომაკვდავ მამას სისხლი გადავუსხი რის უფლებასაც არ მაძლევდენენ ეგ ეშმაკები.ჯობია მოკვდეს კაცი და სისხლი არ გადაუსხაო.გადაშენდნენ სამუდამოდ ეგ არაადამიანები.მე ხომ მაინც ვიცი რა ნაგავი ხალხია.
06:43 / 24-04-2014
გამოხმაურება / 0 /
nica
yvela rom iyos iexovelebistana patioani da morcmun xalxi,ddamicaze boroteba da danahauli,omebi agar iarebebda.vitom morcmuneebo,iic ki ar icit,rom iexova,iaxe gmerti saxelia.romeli nateavi da mezobeli jobia axla mag xalx,rom dakarg da vr daunaxe amdni pativicema?romeli axlobeli gedga a gverdit?fu ra bneli xalxi arebobs.me vatrob,rom chem hvil iexovas mocm hexvd colad,mxolod mashin ekneba garantirebuli myari da mhvidi,patiosani ojaxi da mec ar mekneba hihi,rom rdzali gamamcareb rodeme
20:52 / 23-04-2014
გამოხმაურება / 0 /
nica
she dalocvilo,tuki aeti dzvirfai xalxia da nateavebac ki jobian henas,marto imi gamo gamouxure karebi,rom iexovelebi arian?
20:44 / 23-04-2014
გამოხმაურება / 0 /
აუფ, იეღოველი შეუყვარდა, ვერ ხართ რა, რა მნიშვნელობა ვის რა რელიგია აქვს. ნუ დაწირენდნენ ჯვარს, მოეწერათ მარტო ხელი. სულ გააფრინა ამ ხალხმა
20:11 / 23-04-2014
გამოხმაურება / 0 /
???
ტიტუუ ეს რა მოგსვლიაააა........ :))) ჟურნალისტო კარგი რა ცოტა განავითარე ფანტაზია, მეტი დამაინტრიგებელი ვერაფერი მოიფიქრე?
17:00 / 23-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS