28 მაისი, 2013
შვილმა მარიხუანა მომაწევინა
გონს რომ მოვედი, თავზე ექიმები მადგნენ. ქალი ვარ და ვაღიარებ, 18 წლიდან სიგარეტს ვეწევი. გათხოვების შემდეგ ორი შვილი გავაჩინე და ამის გამო ბევრჯერ ვცადე თავის დანებება. თითქოს გამომივიდა კიდეც, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქმარმა მიმატოვა, სიგარეტს ისევ დავუბრუნდი.

ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემს ბიჭს და გოგონას სიგარეტით ხელში არ დავენახე. გიორგი უკვე 20 წლისაა, ნათუკა - 16-ის. ერთ საღამოს გიორგიმ მითხრა, დედა, რას მიმალავ, ვიცი, სიგარეტს რომ ეწევი და არ გინდა, ერთი მაგარი რაღაც გაგასინჯოო.

საშინლად
გავუბრაზდი, ვუთხარი, დედას როგორ ელაპარაკები-მეთქი, მაგრამ ერთ საღამოს, როდესაც სიგარეტი გამომელია და მაღაზიაში ჩასვლა დამეზარა, გიოს ოთახში შევედი და ვთხოვე, ერთი ღერი სიგარეტი მოეცა, თორემ გავგიჟდებოდი.

არც დამიხედავს, რას მაძლევდა ისე გამოვართვი სიგარეტი და მაშინვე მოვუკიდე. მართალია, უცნაური გემო ჰქონდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ რადგან ჩემს სიგარეტზე ვიყავი მიჩვეული, იმიტომ მომეჩვენა ასე. რამდენიმე ნაფაზის შემდეგ ცუდად გავხდი და გონს რომ მოვედი, თავზე ექიმები მადგნენ.

როგორც შემდეგ გაირკვა, ჩემმა შვილმა მარიხუანა მომაწევინა. საყვედური არ მითქვამს, ჩემი ბრალია, რომ შვილს სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე და ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მითხრა, რომ თავად სიგარეტს არ ეწევა და ხანდახან ამით ერთობა.

იმედია, ჩემი ამბავი დედებისთვის სამაგალითო გახდება, თორემ ვიცი, რომ სამარცხვინოდ მოვიქეცი და საყვედურებს აზრი აღარ აქვს.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ვინ
ჟურნალისტი რას ეწევა?
22:17 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტიტე
მართლაც უნიჭო ფანტაზიორები არიან ჩვენი ჯურნალისტები!
19:38 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გუჯა
მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს, უარესი საქციელი არ გამოგრჩეთ. სიგარეტის მოწევა კი არაფერია, დარდს ამსუბუქებს.
16:19 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
გმერტი გპარავდეს
15:04 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლეგალიზაცი
2-ში აქციაზე წამოდით დედა-შვილო ;)
14:34 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
ამის დამწერი უნიჭო ფანტაზიორია
13:55 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დედა
ფუ შენს დედობასაც და შენი შვილის შვილობასაც...
13:53 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS