ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემს ბიჭს და გოგონას სიგარეტით ხელში არ დავენახე. გიორგი უკვე 20 წლისაა, ნათუკა - 16-ის. ერთ საღამოს გიორგიმ მითხრა, დედა, რას მიმალავ, ვიცი, სიგარეტს რომ ეწევი და არ გინდა, ერთი მაგარი რაღაც გაგასინჯოო.
საშინლად
არც დამიხედავს, რას მაძლევდა ისე გამოვართვი სიგარეტი და მაშინვე მოვუკიდე. მართალია, უცნაური გემო ჰქონდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ რადგან ჩემს სიგარეტზე ვიყავი მიჩვეული, იმიტომ მომეჩვენა ასე. რამდენიმე ნაფაზის შემდეგ ცუდად გავხდი და გონს რომ მოვედი, თავზე ექიმები მადგნენ.
როგორც შემდეგ გაირკვა, ჩემმა შვილმა მარიხუანა მომაწევინა. საყვედური არ მითქვამს, ჩემი ბრალია, რომ შვილს სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე და ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მითხრა, რომ თავად სიგარეტს არ ეწევა და ხანდახან ამით ერთობა.
იმედია, ჩემი ამბავი დედებისთვის სამაგალითო გახდება, თორემ ვიცი, რომ სამარცხვინოდ მოვიქეცი და საყვედურებს აზრი აღარ აქვს.
ჟურნალი „რეიტინგი“