28 მაისი, 2013
შვილმა მარიხუანა მომაწევინა
გონს რომ მოვედი, თავზე ექიმები მადგნენ. ქალი ვარ და ვაღიარებ, 18 წლიდან სიგარეტს ვეწევი. გათხოვების შემდეგ ორი შვილი გავაჩინე და ამის გამო ბევრჯერ ვცადე თავის დანებება. თითქოს გამომივიდა კიდეც, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქმარმა მიმატოვა, სიგარეტს ისევ დავუბრუნდი.

ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემს ბიჭს და გოგონას სიგარეტით ხელში არ დავენახე. გიორგი უკვე 20 წლისაა, ნათუკა - 16-ის. ერთ საღამოს გიორგიმ მითხრა, დედა, რას მიმალავ, ვიცი, სიგარეტს რომ ეწევი და არ გინდა, ერთი მაგარი რაღაც გაგასინჯოო.

საშინლად
გავუბრაზდი, ვუთხარი, დედას როგორ ელაპარაკები-მეთქი, მაგრამ ერთ საღამოს, როდესაც სიგარეტი გამომელია და მაღაზიაში ჩასვლა დამეზარა, გიოს ოთახში შევედი და ვთხოვე, ერთი ღერი სიგარეტი მოეცა, თორემ გავგიჟდებოდი.

არც დამიხედავს, რას მაძლევდა ისე გამოვართვი სიგარეტი და მაშინვე მოვუკიდე. მართალია, უცნაური გემო ჰქონდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ რადგან ჩემს სიგარეტზე ვიყავი მიჩვეული, იმიტომ მომეჩვენა ასე. რამდენიმე ნაფაზის შემდეგ ცუდად გავხდი და გონს რომ მოვედი, თავზე ექიმები მადგნენ.

როგორც შემდეგ გაირკვა, ჩემმა შვილმა მარიხუანა მომაწევინა. საყვედური არ მითქვამს, ჩემი ბრალია, რომ შვილს სათანადო ყურადღება ვერ მივაქციე და ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მითხრა, რომ თავად სიგარეტს არ ეწევა და ხანდახან ამით ერთობა.

იმედია, ჩემი ამბავი დედებისთვის სამაგალითო გახდება, თორემ ვიცი, რომ სამარცხვინოდ მოვიქეცი და საყვედურებს აზრი აღარ აქვს.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
mariam
მეც მინდა ეგეთი შვილი :)))))
16:04 / 22-10-2015
გამოხმაურება / 0 /
გოგო
აუფ... გულის წასვლა არ მჯერა მე ვერცერთხელ ვიგრძენი ვერაფერი საერთოდ, თავბრუც არ დამეხვა....
01:04 / 10-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
ასეთი აბსურდი რატომ უნდა დაწერო,სასტიკად მშრალი ნაწერია,ლადო არ რის ეგრე პირველადაც გებულობენ უბრალოდ დაუჯერებელია შვილს ეყურებინ უზომოდ როგორ ეწეოდა დედამისი
12:46 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
აბსოლიტური სისულელეა. აბსურდი. ცუდად გახდომა გამორიცხულია. მხოლოდ მსუბუქი თავბრუსხვევა შეიძლება ეგრძნო მაქსიმუმ
17:23 / 18-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლადო
ვისაც ცხოვრებაში არ მოუწევია ის პირველად ვერც გაიგებს ვერაფერს.. რამოდენიმეჯერ უნდა მოწიო ამის კაიფი რომ დაიჭირო, მე ტყვილი მგონია ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები
11:53 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
2ე
მაგარი ტყუილია რაც წერია
11:37 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ჟურნალისტს აშკარად ტრუხა აქვს მოწეული
10:53 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარი
პირადად მე მგონია რომ ეს სტატია მოგონილია
09:30 / 30-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გოგა
რა უნიჭოები ხართ ...ახალის მოგონებაც კი არ შეგიძლიათ....გაანებეთ რა თავი ძალათ ჟურნალისტობას
23:57 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დოდეკაედრი
ნაფაზი არა, კამაზი
22:29 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS