06 აგვისტო, 2020
"პანდემიის დროს ცოლმა იტალიიდან გამომაგდო, მითხრა, რომ შვილებისთვის მიმეხედა" - კაცი, რომელიც სამშობლოში გალოთდა
42 წლის ვაჟა გ. უკვე სამი თვეა რაც საქართველოში დაბრუნდა და ამბობს, რომ იმის მაგიერ, რომ შვილებისთვის მიეხედა, სამშობლოში გალოთდა. კაცი 11 წელი ცხოვრობდა იტალიაში და როგორც თავად ამბობს, ყველაზე ბედნიერად თავს იქ გრძნობდა, მაგრამ ცოლმა გამოაგდო და მიზეზად პანდემია დაასახელა...

- 16 წლის გოგონა და 14 წლის ვაჟი მყავს, რომლებიც საქართველოში ჩემს მშობლებთან და გასათხოვარ დასთან ერთად ცხოვრობენ. იმდენად უყვართ ისინი, რომ ხანდახან მე და დედამისი ვეჭვიანობდით კიდეც. მე და ჩემი ცოლი გარიგებით დავქორწინდით.
ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ დიდი სიყვარული არასოდეს არ გვქონია. 11 წლის წინ საქართველოდან იტალიაში წავედი სამუშაოდ. მალევე ავეწყვე და 3 წელიწადში მეუღლეც წავიყვანე. გადაწყვეტილი გვქონდა, რომ სკოლას რომ დაამთავრებდნენ, ორივე წაგვეყვანა, მაგრამ პანდემიამ ცხოვრება დამინგრია.

- იტალიაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდით?

- არა, რადგან ის მოხუც ცოლ-ქმარს უვლიდა და 24 საათიანზე მუშაობდა. მე პატარა ოთახი მქონდა ნაქირავები და ძირითადად ძაღლების გასეირნებით ვიყავი დაკავებული, რაშიც ორი ოჯახი კარგად მიხდიდა. მანამდე რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე, მაგრამ ყველაზე კარგად მათთან ავეწყვე. ასევე კვირაში სამჯერ ორ-ორი საათით მეზობლის კაცს ვასეირნებდი, ეტლში იჯდა და საკმაოდ შორ მანძილზე მიწევდა ხოლმე მისი წაყვანა. რაღაც კლუბივით კაფე იყო და იქ იკრიბებოდნენ მეგობრები. ჩემი მეუღლე ძირითადად შაბათ-კვირას მოდიოდა ჩემთან. არანაირი დანაზოგი არ მქონია. ყველა კაპიკს მას ვაბარებდი, ამბობდა, რომ ნაწილს საქართველოში გზავნიდა და მეორე ნაწილს ინახავდა. ბავშვების ჩამოსვლამდე ბინა უნდა ვიყიდოო. 

- პანდემიამ ყველაფერი რატომ გააფუჭა?

- პანდემიამდეც ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ისე აღარ იყო, ხშირად ჩემთან მოსვლა და დარჩენაც ეზარებოდა, იმიზეზებდა, შორიაო, მე კი ძალიან დაღლილი ვარო. კორონა რომ დაიწყო, ჰო იცით, იტალია რა დღეში ჩავარდა. ძაღლები კი არა ადამიანები აღარ იკარებდნენ ერთმანეთს და სრულიად უკაპიკოდ დავრჩი. ჩემი ცოლი ოჯახმა ჩაკეტა, გარეთ აღარ უშვებდნენ, ვეხვეწებოდი ტელეფონზე ჩემი მოცემული ფულიდან მაინც გამომიგზავნე ცოტაოდენი თანხა რომ თავი გავიტანო, სანამ ყველაფერი დალაგდება-მეთქი, მაგრამ თავი გაიგიჟა და მითხრა, რომ ახლა ჩვენ შვილებს ვჭირდებოდი და საქართველოშ დავბრუნებულიყავი. ფაქტობრივად ძალით გამომაგდო, სხვა გზა აღარ მქონდა. 

- აქ ჩამოსულს რა სიტუაცია დაგხვდათ?

- ბავშვებს მამა რა თქმა უნდა ძალიან გაუხარდათ, მაგრამ მერწმუნეთ, დედის დანახვა უფრო გაუხარდებოდათ. ერთ კვირაში მივხვდი, რომ აქ არაფრის კეთება არ შემეძლო. მანამდე არაფერი გამომივიდა და ახლა ამ სიტუაციაში სამსახურს სად ვიშოვიდი და სმა დავიწყე. ისე შევყევი, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა. 

- ცოლი რომ გირეკავთ რას გეუბნებათ. 

- მე აღარ მირეკავს, მარტო ბავშვებსა და ჩემ დას ელაპარაკება. რა უნდა თქვას, ბედნიერია რომ მომიცილა. მე თითქოს აღარც ვარსებობ. ბავშვებს ეუბნება მალე წაგიყვანთ და მოგაშორებთ ლოთ მამაშენსო. არ ვიცი როგორ, კანონიერად თუ უკანონოდ მაგრამ მაინც უნდა მოვახერხო და უკან წავიდე. ერთი ის ვიცი, რომ იქამდე რომ ჩავალ ჩემ ცოლს ახლოს აღარ გავეკარები. გაიგეთ ხალხნო, კაცებისთვის აქედან წასვლა გადარჩენაა. ნუ გიკვირთ, რომ აქ უსაქმურობისგან ლოთდებიან და ნარკომანდებიან. რა მდგომარეობაშიც აქ ჩემი ძმაკაცები დამხვდნენ, მართლა მტერს არ ვუსურვებ. 
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
გიო
კარგი უქნია, რომ გააგდო! კაცი უნდა იყო!
17:13 / 07-08-2020
გამოხმაურება / 0 /
@@@
სწორადაც მოქცეულა: შთამომავლობა დაატოვებინა?- კი, შემოსავალი აღარ მიჰქონდა? - არა, ჰოდა ეხლა სლავმა ქალებმა მიხედონ, გარყვნილო ქართველო ხვადებო!
14:58 / 07-08-2020
გამოხმაურება / 0 /
რეალისტი
ქართველი ქალები არიან სულით მეძავები (ყველას არ ვგულისხმობ). როგორც კი შანსი მიეცამთ არც ღალატს მოერიდებიან და არც კაცების ცვლას. ქართველ ქალებს ფეხების აწევა რომ კარგად შეუძლიათ და ,,გულავი'' ამაში უკვე ვრწმუნდებით რამოდენიმე წელია. რამდენი ახალგაზრდა გოგოც წავიდა საზღვარგარეთ (ევროპაში) იმდენი გაფუჭდა და გაირყვნა. და მერე კიდევ რუსებზე ამოიღებენ ხმას და იტყვიან გარყვნილები არიანო. რუსებს თუ ვინმე ყავდათ წარსულში არ მალავენ მაინც. ქართველი კიდე თავის ყოფილ ,,მქინძავებს'' ხან ბიძაშვილად, ხან ნათლიად, ხან ნათესავად ასაღებს. ოღონდ არ გაუგონ რომ მაგასთან დადიოდა. დაილოცოს სლავები, ქართველებს სილამაზითაც ჯობიან, თვისებებითაც (ცოტა ყოფნით ბედნიერებისთვის) და თუ სულით და გულით შეიყვარეს მამაკაცი, მისი ერთგულები არიან კუბოს კარამდე. (რა თქმა უნდა ყველა არ არის ასეთი, მოძებნა უნდა პატიოსანის) ქართველმა ქალმა იდევ გარყვნილებაში ყველას აჯობა
10:39 / 07-08-2020
გამოხმაურება / 7 /
რეალისტი
ქართველი ქალების მთავარი კანონი: ,,ჩუმი ბოზობა ბოზობა არაა''
17:58 / 07-08-2020
@@@
ს ლ ა ვ ე ბ ი - გ ე ნ ე ტ ი კ უ რ ა დ მეძავები
11:06 / 08-08-2020
ჯიმი
ქართველი ქალის მთავარი კანონი: ,,ჩუმი ბოzობა ბოzობა არაა''
14:09 / 08-08-2020
გიორგი
მწყრებს მიხედე თავში.
21:18 / 08-08-2020
რეალისტს
რა ძალიან გაუმწარებიხარ ქართველ ქალს,გიღალატეს? ისეთს ფილოსოფოსობ,სავარაუდოდ ღირსიც იქნებოდი
00:32 / 11-08-2020
ნიკა
წერომ მოგიყვანა შენ? და ან მეუღლე თუ არ გყავს დედა მაინც ხომ გყავს? საკუთარი დედაც, რომ იგივე ჯამში მოაქციე ხვდები? თუ ქართველი არაა და კდემამოსილი სლავია? ;)
12:45 / 11-08-2020
რეალისტს
ისემც გაგიხმა თავი, რამდენიც შენმა ერთგულმა სლავმა გიღალატოს, იმდენი რქები ამოგსვლოდეს თავზე...კომპლექსიანი ხარ აშკარად...რამდენი ჯიგარი დადიხართ ქორბუდასავით, რომ იცოდეთ...სამეგობროს მიხედეთ სლავ ცოლთან ერთად
13:10 / 11-08-2020
ემიგრანტი
ამაზე რა კომენტარი უნდა გააკეთო??
17:30 / 06-08-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS