04 აგვისტო, 2020
"ვიდექით და ყველა რეჟისორის მაგივრად გვრცხვენოდა" - რა მოხდა ლიკა ქავჟარაძის ბოლო გადაღებაზე და ფოტო, რომელიც აქამდე არ გინახავთ
ფო­ტოგ­რა­ფი მარი ნა­კა­ნი მსა­ხი­ობ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის უკა­ნას­კნე­ლი ფოტო გა­და­ღე­ბას იხ­სე­ნებს. ნა­კა­ნის თქმით, ლე­გენ­და­რულ მსა­ხი­ობს რე­ჟი­სო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ენატ­რე­ბო­და, რად­გან ბოლო დროს, მას ფილ­მებ­ში აღარ იღებ­დნენ.

"რო­დე­საც ეკამ მი­თხრა, რომ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე უნდა გა­და­მე­ღო, შიშ­მა ამი­ტა­ნა, ეს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­გებ­ლო­ბა იყო ჩემ­თვის.

რო­გორც იტა­ლი­ე­ლებს ყავთ მო­ნი­კა, ფრან­გებს - კატ­რინ დე­ნე­ვი და გერ­მა­ნე­ლებს რომი შნა­ი­დე­რი, ისეა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე. იგი ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზის შე­უ­და­რე­ბე­ლი ეტა­ლო­ნი იყო, არის და იქ­ნე­ბა. ამას მკვეთ­რად ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი და მო­რა­ლუ­რად ვემ­ზა­დე­ბო­დი.

როცა მო­ვი­და, მო­წყე­ნი­ლი იყო,
ხმას სა­ერ­თოდ არ იღებ­და.

მე კი მინ­დო­და თავი დე­დოფ­ლად ეგ­რძნო, ეგ­რძნო რო­გორ უყ­ვარს მთელ ქვე­ყა­ნას, ეგ­რძნო რომ ვარ­დია ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი, ეგ­რძნო, რომ ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ვარ­სკვლა­ვია. მო­წი­წე­ბით ვექ­ცე­ო­დი, ფრთხი­ლად ვუ­ღებ­დი, ვე­ჩურ­ჩუ­ლე­ბო­დი თით­ქმის. ეს მის­და­მი უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა მა­ლა­პა­რა­კებ­და ჩუ­მად.

ყვე­ლამ იცის რო­გო­რი ვარ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, ერთხელ ვინც დას­წრე­ბია ჩემ გა­და­ღე­ბებს, იცის რა მკაც­რიც ვარ, რო­გორ ამ­ყავს კონ­ტროლ­ზე მო­დე­ლე­ბი, რო­გორ მეც­ვლე­ბა ხმის ტემ­ბრი და ვხდე­ბი ცივი და სა­ში­ში. მაგ­რამ აქ ვერ გავ­ბე­დე, დავ­პა­ტა­რავ­დი, ხმა გა­მიქ­რა და ჩუ­მად ვი­ღებ­დი.

ჩემს წი­ნა­შე ქალღმერ­თი იდგა, ეს ლიკა იყო ქა­ვჟა­რა­ძე - აი ის გოგო, ვირ­ზე რო შე­მოს­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ტა­ლახს რომ ას­ხამ­და წვი­მა­ში და მა­ინც უღ­მერ­თოდ ლა­მა­ზი რომ იყო. ეს ის ლიკა იყო, გვი­რი­ლებ­ში რო დარ­ბო­და კახი კავ­სა­ძეს­თან ერ­თად, პეპ­ლე­ბის სა­ჭე­რით, და­უ­ვი­წყა­რი ღი­მი­ლით რო იღი­მო­და ეკ­რა­ნე­ბი­დან, ეს ის ლი­კაა, მდი­ნა­რე­ში კა­ბით და ნაწ­ნა­ვით რომ დგას და აუ­ტან­ლად ლა­მა­ზი სხე­უ­ლით რო ცეკ­ვავს, ეს ის ლი­კაა - მა­რი­ტა! მე­უბ­ნე­ბო­და ჩემი ტვი­ნი, როცა კა­მე­რა­ში მას­ზე ფო­კუსს ვას­წო­რებ­დი.

ლი­კამ ალ­ბათ იგ­რძნო ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მის მი­მართ, ნელ­ნე­ლა ხა­სი­ათ­ზე მო­ვი­და, სი­ცი­ლი და­ი­წყო, მი­ყუ­რებ­და და იპ­რან­ჭე­ბო­და, აკეკ­ლუც­და, გა­იხ­სნა!

ერთ-ერთი კა­ბის ჩაც­მი­სას მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მოტ­რი­ალ­და და მი­თხრა:

- მარი, მად­ლო­ბა. იცი მივ­ხვდი რომ ძა­ლი­ან მომ­ნატ­რე­ბია გა­და­ღე­ბა. მო­მინ­და, რომ ვინ­მე რე­ჟი­სორ­მა კი­ნო­ში გა­და­მი­ღოს. არ იღე­ბენ ეხლა ფილ­მებს?

მკი­თხა და გა­და­ი­ხარ­ხა­რა.

არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ეს სი­ცი­ლი.

ჩემს წინ მზე იდგა და ფარ­თო სპექტრის სი­ნათ­ლეს ას­ხი­ვებ­და.

მე და ეკამ ერ­თმა­ნეთს გა­დავ­ხე­დეთ, მივ­ხვდით რომ ლი­კას არა­ვინ ეძახ­და კინო გა­და­ღე­ბებ­ზე, მივ­ხვდით რაც იყო მისი სევ­დი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზი, ჩუ­მად ვი­დე­ქით და ყვე­ლა რე­ჟი­სო­რის მა­გივ­რად ჩვენ გვრცხვე­ნო­და...

სამ­წუ­ხა­როდ, ეს ლი­კას ცხოვ­რე­ბა­ში მისი უკა­ნას­კნე­ლი გა­და­ღე­ბა იყო."- იხ­სე­ნებს მა­რი­ამ ნა­კა­ნი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
დეა გოგოლაური
ძალიან სასაცილო ქალია მარი ნაკანი, ნეტა თავი ვინ ჰგონია, ამხელა ამბიციით რომ მოძრაობს
14:56 / 10-08-2020
გამოხმაურება / 0 /
გიგი
ეს კეკელა კომენტარები და დამოკიდებულება "არ გაიშვას"
21:35 / 07-08-2020
გამოხმაურება / 0 /
ალექს
მე კიდე ვიფიქრე,ვიღაც დეგენერატმა რომ შიშველი გადაიღო და რაღაც სისულელეები აკეთებინა იმისი რცხვენიათ მეთქი!
18:58 / 07-08-2020
გამოხმაურება / 0 /
კოკა
ვერ გავიგე რა შუაშIა ეს რაც დაწერე,ან რა არის ისეთი მნიშვნელოვანი რომ ხალხს ახალი შეძინა და აუცილებლად უნდა ცოდნოდათ ისეთი მნიშვნელოვანი იყო.ხალხმა ვერც კი გაიგო აზრი და მნიშვნელობა აი რას მიეკუთვნება და რა სარგებელი მოიტანა ამ შენმა უაზრო მონათხრობმა?მე მგონი წითელქუდა და კომბლე უფრო საინტერესო არის ბავშვებისათვის ვიდრე ეს რაღაც რაც არ იცი რას ემსახურება ან რაარის საერთოდ?უაზრობა და უაზრობა მეტი არაფერი.
17:19 / 07-08-2020
გამოხმაურება / 0 /
სოფი
შენი სიმკაცრე და შიშის ზარი არ გაიშვას გადასაღებ მოედანზე :)))))))))))))))
13:59 / 07-08-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS