06 ივლისი, 2020
რატომ არის კარგი, როცა "სამსახურის მეუღლე" გყავთ - 6 მიზეზი
"სამსახურის ქმარი", "სამსახურის ცოლი" - ამ ფრაზას ადამიანები სახალისო კონტექსტში იმ ადამიანის აღწერის დროს იყენებენ, რომელთან ერთადაც ოფისში დიდ დროს ატარებენ, იდეალური ურთიერთობა აქვთ, ერთმანეთის მთავარი მხარდამჭერები არიან.

თუ სამსახურში ასეთი ადამიანი გყავთ, გილოცავთ, თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ.

ვნახოთ 6 მიზეზი, რატომ არის კარგი "სამსახურის მეუღლე."

1. სამსახურის მეუღლე უკეთ იგებს თქვენს ემოციებს და განცდებს, რომელიც ამა თუ იმ სამსახურებრივ საქმეს უკავშირდება - ის უკეთ იგებს, რატომ მიიღეთ ესა თუ ის საქმიანი გადაწყვეტილება, ის თქვენ გვერდითაა, იცის
სიტუაცია და ამიტომაც უკეთ ესმის თქვენი.

2. სამსახურის პარტნიორი გეხმარებათ, რომ უკეთ გაუმკლავდეთ ოფისში სტრესსა და რთულ სიტუაციებს
- ასეთ ურთიერთობებს მუშაობის დროს უფრო მეტი ხალისი და მხიარულება სდევს თან. მისმა ერთმა სპონტანურმა სახალისო ფრაზამ, შესაძლოა მთელ სამუშაო დღეზე იმოქმედოს და დადებითი განწყობა შეგიქმნათ.

3. როცა "სამსახურის მეუღლე" გყავთ, მასთან შეგიძლიათ ემოციები გამოხატოთ - არის ხოლმე შემთხვევები, როცა სამსახურში ცუდ ხასიათზე ხართ და ტირილი გინდათ, ან კარგი რამ მოხდა და გსურთ, სიხარული ვინმეს გაუზიაროთ, ასეთი ურთიერთობის დროს კი შეგიძლიათ მიხვიდეთ მასთან, ცოტა იტიროთ კიდეც მის მხარზე, ან გულიანად იცინოთ და ბედნიერება გაუზიაროთ. სამსახურის პარტნიორი ოფისში ყველა მომენტში თქვენ გვერდითაა.

4. მისი ღირებულებები და შეხედულებები უმეტესწილად, ისეთია, როგორიც თქვენი - სხვადასხვა კვლევებით დადგენილია, რომ თანამშრომლებს უმეტესწილად, სხვადასხვა საკვანძო საკითხებზე ერთნაირი შეხედულებები აქვთ. ერთნაირ საკითხებზე გეცინებათ და ერთნაირი თემები გადარდებთ.

5. "სამსახურის მეუღლე" გეხმარებათ, რომ მიაღწიოთ ახალ მიზნებს და გახდეთ პროფესიონალი - ის არის ადამიანი, რომელიც გვერდით გიდგათ და ახარებს თქვენი პროფესიული წარმატება და უფრო მეტიც, გიბიძგებთ წარმატებისკენ. ის უკეთესს გხდით პროფესიული თვალსაზრისით.

6. "სამსახურის მეუღლე" ის ადამიანია, რომელიც მზად არის ოფისში ყველაზე რთული და უხერხული სიტუაციებიდან გამოგიყვანოთ - ზოგჯერ შეიძლება თქვენი პასუხისმგებლობებიც კი თავის თავზე აიღოს იმისთვის, რომ დაგეხმაროთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS